1.01.2016 ახალი წელი 2016
დღეს ყველა არის აღტაცებული ახალი წლისგან. ჭეშმარიტი ერთგულისთვის ყოველი დღე არის ფესტივალი. განიხილეთ ყოველი წუთი, ყოველი დღე როგორც ახალი და იცხოვრეთ სიხარულში. ყველა დიდმა კაცმა და ქალმა განწმინდა თვისი სიცოცხლე მხოლოდ კაცობრიობის მსახურებით. მსახურება არ არის უბრალოდ ადამიანების დახმარება სიძნელეებში. ყოველი კიდური ადამიანის სხეულში ნაბოძები იყო ღმერთისგან კარმოპასანასთვის (ღმერთის თაყვანსაცემად მსახურებით). კარმოპასანა მხოლოდ არის საშუალება რითაც ადამიანის ცხოვრება შეიძლება განიწმინდოს. ასე რომ წამოიწყეთ უანგარო მსახურება, და როდესაც თქვენ გააკეთებთ კარგ საქმეს, თქვენ დატკბებით სიმშვიდით ცხოვრებაში. დანერგეთ კარგი ხარისხები და მოამზადეთ თავი თქვენი მსხვერპლისთვის. მსხვერპლი ჩუქნის მარადიულ ნეტარებას. გაანაწილეთ თქვენი განათლება და სიმდიდრე თქვენს ახლობელ ადამიანის არსებებს შორის. სინამდვილეში ღმერთი არის თქვენი გასამრჯელოს ნამდვილი მესაკუთრე. როგორც ღმერთის რწმუნებულმა, გამოიყენეთ თქვენი გასამრჯელო სათანადოდ. მუდმივად იფიქრეთ ღმერთზე რწმენით რომ ის არის ყოველთვის თქვენთან და გაიმარჯვეთ თქვენს დემონურ ხარისხებზე.
– ღმრთიური საუბარი, 1 იანვარი, 2004.
2.01.2016
ხდება ყველა ადამიანი ვინც ფლობს ქონებას, ოქროს, სიმდიდრეს და კომფორტს მშვიდობის მქონე? არიან ყველა უმაღლესად განათლებული ადამიანები, ან ისინი არაჩვეულებრივი სილამაზის, ან ზეადამიანური ფიზიკური ძალის მქონენი, მშვიდი თავისთვის და მსოფლიოსთვის? არა! სიმშვიდის ამ დანაკლისის მიზეზი ბევრში არის ის რომ მათ დაივიწყეს ქმნილების ღმრთიური საფუძველი. ყველა ცხოვრება გატარებული უზენაესი უფლის რწმენისა და ერთგულების გარეშე არის საზიზღარი ცხოვრება; ყველა ეს არის დაკარგული შანსი. ეს ნამდვილად ძალიან უცნაურია! თქვენი ნამდვილი საფუძველი, თქვენი სიხარულის წყარო, თქვენი საბოლოო ფუნდამენტალური (პარამარტა) პრინციპი, გახდა ზედმეტი და მოთხოვნილებას მოკლებული; მეორეს მხრივ, მსოფლიო მისი უგემოვნო ზიზილ-პიპილებით გახდა თქვენთვის საჭირო და სასურველი. თუნდაც ძალიან კეთილმოწყობილი სახლი, აღჭურვილი ყველა ფუფუნებით და საგანძურთა გროვებით რომლებიც ადამიანებს სწყურიათ, უძლური არის თქვენთვის მშვიდობის მოსაცემად. მშვიდობა შიძლება მოიპოვოთ მხოლოდ მინდობით ღმერთზე, ვინც არის ნამდვილი ბირთვი ადამიანის არსების, ნამდვილი წყარო ყველა სიცოცხლის და ცხოვრების.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 12
3.01.2016
მნიშვნელოვანი არის შეძენა არა დავების არამედ მიზანდასახულობის, გულგრილობის და სიმპათიებისა და ანტიპათიებისგან გათავისუფლების. ადამიანი რისთვის იწყებს ამ სულიერ დისციპლინებს, ამ გალობას, მედიტირებას, ერთგულების სიმღერას, და ა.შ.? ეს არ არის მიზანდასახულობისა და ერთმიმართულებიანობის შესაძენად? როგორც კი ერთმიმართულებიანობა იქნება გამომუშავებული, ადამიანური ძალისხმევები ხდება ზედმეტი; სიცოცხლის შინაგანი მნიშვნელობა გამოაშკარავდება. ამიტომ მათ ვისაც სურთ რომ გახდნენ სულიერი მაძიებლები არ უნდა მიეცნენ არგუმენტებს და კონტრარგუმენტებს. ისინი არ უნდა ცდუნდნენ ცუდი გრძნობების მიტყუებით. მათ უნდა დაინახონ თავისი საკუთარი შეცდომები და აღარ უნდა გაიმეორონ ეს კვლავ. მათ უნდა დაიცვან ერთმიმართულებიანობა და უნდა გაუფრთხილდნენ ამ შენაძენს, მათი თვალების დაფიქსირებით მიზანზე რომელზეც არიან ისინი მას შემდეგ რაც გაუშვებენ როგორც ნაგავს ყოველგვარ სირთულეებს, დამარცხებებს და არეულობებს, რომლებსაც ისინი ხვდებიან თავიანთ გზაზე. მათ უნდა იბინადრონ საგნებზე რომლებიც მისცემს ენთუზიაზმს და სიხარულს, და არ უნდა დაკარგონ ძვირფასი დრო ეჭვების ასაგებად ყველა დიდი და პატარა საქმეების თაობაზე.
– პრემა ვაჰინი, თავი 45.
4.01.2016
ბევრი გონებადაბინდული თანამედროვე ადამიანი არის ჩავარდნილი საგონებელში ყველა კონსტრუქციისა და პირობების, კონვენციისა და ჩვეულებების განზრახვაში რომელიც ტრიალებს ტაძრის ირგვლივ. ისინი ვერ იგებენ ნებისმიერი პასუხის მნიშვნელობას იმის გამო რომ ეს არის მათი შეზღუდული გაგების მიღმა. პაციენტი რომელიც იტანჯება მაღალი სიცხით ტკბილ რაიმესაც კი ღებულობს მწარედ; ასევე, ისინი ვინც იტანჯებიან ამაოების მაღალი სიცხით ვერასოდეს დააგემოვნებენ ჭეშმარიტების ნამდვილ სიტკბოს. სიცხემ უნდა დაიწიოს; შემდეგ ისინი შეძლებენ სულის ნივთების მნიშვნელობის დაფასებას. ამის მსგავსად თუ თქვენ უარს ამბობთ ნეტარებაზე რომლის მიღება თქვენთვის შესაძლებელია უფალზე დანებებიდან, და დარბიხართ აქეთ-იქით გიჟურად მიედევნებით წმინდა ადგილებს, ბრძენებს, და წმინდა მდინარეებს, თქვენ როგორ შეიძლება გაგეწიოთ დახმარება? დანერგეთ უნცია სუფთა ერთგულების! ეს არის საკმარისი თქვენთვის რომ გაიღვიძოთ ამ ილუზიიდან! ერთგულებამ უნდა გასწავლოთ თქვენ რომ თქვენ შეიძლება მიაღწიოთ მშვიდობას მხოლოდ დაბრუნებით თქვენს მშობლიურ სახლში, რომელიც არის ღმერთი თქვენში. იმ დრომდე ნოსტალგია ხშირად გეწვევათ!
– დჰარმა ვაჰინი, თავი 12.
5.01.2016
ტაძრები არის მიპატიჟებები და აბრები რომლებიც ადამიანებს მიმართავს მათი ღმრთიური სახლისკენ. ტაძრები დანიშნულია ადამიანების განსასწავლად მათ გულებში მწოლიარე მიბმულობის ფარდის მოცილების ხელოვნებაში. სწორედ ამიტომ ტიროდა თიაგარაჯა თირუპატის ტაძარში, “მომაცილე ფარდა ჩემში, ფარდა სიამაყის და რისხვის.” ილუზიის (მაიას) ნისლი გაიფანტა წყალობის სხივების შეხებით. შემდეგ ის უგალობდა ღმრთიური სახის მშვენიერების აღწერას საგალობელში, “სივუდავო მადჰავუდავო”, მან შესვა ამ ფორმის სიღრმის სიტკბო. მისი გულის დღვებამ ღმრთიური ფორმულით წარმოქმნა სიბრძნის (ჯნანას) ნაპერწკალი და ეს გადაიზარდა გაცნობიერების ალში. ერთ შემთხვევაში, უფალმა რამაჩანდრამ თქვა ასე: “განთიადი დგება და ბინდი ქრება. განთიადისას, სიხარბე იღვიძებს ადამიანებში; შებინდებისას, გულისთქმა ეუფლება მათ. ეს უნდა იყოს თქვენი მიზანი და გზა? ყოველ გასულ დღესთან ერთად, თქვენ უახლოვდებით ერთი ნაბიჯით სიკვდილის მღვიმეს, ძვირფასი შესაძლებლობის დაკარგვით. თქვენ როდისმე შეწუხებულხართ ფუჭად დაკარგულ დღეზე?”
– დჰარმა ვაჰინი, თავი 12.
6.01.2016
ადამიანები აღვსილნი არიან სიყვარულით (პრემით). მათი გულები არის მოწყალების წყაროები. ისინი დაჯილდოებულნი არიან ჭეშმარიტი მეტყველებით. ადამიანთა ჭკუის დახასიათება არის სიმშვიდე. ეს არის ჭკუის თანდაყოლილი ხარისხი. არ ეძებოთ სიმშვიდე გარეთ. როგორც ოქრო და ვერცხლი დევს დაფარულად მიწის ქვეშ, და მარგალიტი და მარჯანი ზღვის ქვეშ, მშვიდობა და სიხარული დაფარულად დევს ჭკუის საქმიანობაში. თუ თქვენ გსურთ ამ დაფარული საგანძურის შეძენა, ჩაყვინთეთ ღრმად და შეატრიალეთ თქვენი გონებრივი საქმიანობა შინაგანში, თქვენ გახდებით სიყვარულით აღსავსე. მხოლოდ ის ვისაც აქვს ასე აღვსილი თავი თვისი სიყვარულით და ვინც ცხოვრობს ამ სიყვარულის სინათლეში იმსახურებს რომ იწოდებოდეს ადამიანად. ისინი ვინც მოკლებულია სიყვარულს არიან დემონები და მონსტრები. ყოველი კაცის შიგნით მუდამ არის სიყვარულის ხარისხი, ცვლილების გარეშე. ეს არის ერთი და განუყოფელი. ადამიანები გაჯერებული სიყვარულით არიან ბოროტების, ეგოიზმის, უსამართლობის, სიცრუის და ცუდი ყოფაქცევის უუნარო.
– პრემა ვაჰინი, თავი 47.
7.01.2016
ბჰაგავად გიტაში უფალი კრიშნა აცხადებს, “მსხვერპლშეწირვებს (იაჯნებს) შორის, მე ვარ სახელის გამეორება (ნამა იაჯნა).” მწუხარების განსაკურნად და სიხარულის გამოსამუშავებლად, ტაძრები სადაც ღმერთის სახელი შეიძლება იყოს გახსენებული არის ნამდვილად აუცილებელი. სახელის გახსენება (სმარანა) იძლევა ნეტარებას, არ არსებობს არაფერი უფრო ნაყოფიერი, მომხიბვლელი ან ნეტარებიანი ვიდრე ეს მოქმედება! ბრძენ ვიასას უნდოდა სცოდნოდა, “აქვს კი მნიშვნელობა უბრალო სახელს, მუდამ არსებულს ენაზე, და ტაძარს სადაც მისი მომხიბვლელი სახე არის დადგმული იმიტომ რომ ადამიანებმა შეძლონ მისი დიდების გალობა მაღალი ხმით… რისთვის უნდა მიიჩქაროდნენ ადამიანები ჭიშკრებისკენ შეუპოვრად?” ასევე წმინდა თულსიდასი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა ტაძარში და უგალობდა სიხარულს რომელიც მან გასინჯა, კვნესოდა “ვაგლახ! როდესაც ადამიანები უარს ამბობენ სახელსა და ტაძრებზე, და ეძებენ მშვიდობას და სიხარულს სხვა ადგილებში, მე ვიხსენებ სისულელეს იმ ადამიანების, ვინც მიატოვა სიმდიდრე და გემრიელი საჭმელი თავიანთ თეფშებზე და გაჭიმული ხელებით ითხოვენ ნარჩენებს სხვების თეფშებიდან!”
– დჰარმა ვაჰინი, თავი 12.
8.01.2016
თქვენ რასთანაც არ უნდა გქონდეთ საქმე, ჯერ თქვენ უნდა გაიგოთ მისი მნიშვნელობა. შემდეგ, თქვენ უნდა დაამუშაოთ ეს ყოველდღიურად, თქვენს სასარგებლოდ. ამ საშუალებით, სიბრძნე იზრდება და გამომუშავდება უწყვეტი სიხარული. ორი ძირითადი რამ რაც ყველამ უნდა საუცხოოდ გაასუფთაოს არის დჰარმა და კარმა (მოქმედება). უბიწოებას (დჰარმას) არ აქვს ცრუ აზრი ან მიდრეკილება; ეს გაჟღენთილია სიმართლით და სამართლიანობით. ამიტომ თუ თქვენ გადაწყვეტთ დჰარმას დაცვას, თქვენ უნდა იზრუნოთ რომ არასოდეს წახვიდეთ მის საწინააღმდეგოდ. სწორი არ არის მისგან გადახრა. დჰარმას გზა გიბრძანებთ რომ თქვენ უარი თქვათ სიძულვილზე სხვების წინააღმდეგ და განივითაროთ ურთიერთ თანხმობა და მეგობრობა. თანხმობისა და მეგობრობის მეშვეობით, მსოფლიო დღითიდღე გაიზრდება ბედნიერების ადგილად. თუ ეს პრაქტიკები კარგად გაიდგამს ფესვებს, მსოფლიო იქნება თავისუფალი მღელვარებისგან, უდისციპლინობისგან, არეულობისა და უსამართლობისგან. ბრძენმა, რომელიც არის პირუთვნელი და მიუკერძოებელი და გადაწყვეტილი აქვს დჰარმას მიდევნა უნდა იაროს ჭეშმარიტების (სატიას) გზაზე.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 13.
9.01.2016
ადამიანები არიან ისინი ვინც თვლიან სიყვარულს როგორც ხარისხს რომელიც მხოლოდ უნდა იყოს წახალისებული და შორს დგანან მდაბალი ხარისხებისგან თითქოს ეს ხარისხები იყოს გველები. ცუდი ქცევა და ცუდი ჩვევები ამახინჯებს ადამიანების ადამიანურობას. ადამიანებში სიყვარულის ნექტარით აღსავსე გულები მიანიშნებს ნამდვილ ადამინურობას. ჭეშმარიტი სიყვარული არის დაულაქავებელი, უანგარო, მოცილებული უსუფთაობას, და მუდმივი. განსხვავება ადამიანს (მანავას) და დემონს (დანავას) შორის არის მხოლოდ “მა” და “და”! ასო “მა” არის რბილი, ტკბილი, და უკვდავი სიმბოლიზმში, მაშინ როდესაც ბგერა “და” არის ულმობელი, აულაგმავი, და მწველი. არიან ისინი ადამიანები ვისაც არ აქვთ სიტკბო თავისში და ვისაც აქვთ მცდელობა უკვდავების წადილის ჩახშობისთვის? მათი ბუნება არის დემონის, თუმცა ფორმა არის ადამიანის! ვინაიდან, რაც ძირითადია, ეს არის ხასიათი და არა ფორმა. კარგი ბუნება არის მანათობელი ჭეშმარიტი ადამიანების სახეებზე როგორც ნეტარება (ანანდა). მაგრამ ამ სიკეთის გარეშე, თუნდაც ადამიანები იყვნენ გონებადაკარგულნი სიხარულით, სახე გამოაჩენს დემონის დამანგრეველ ცეცხლს; მათ არ ექნებათ სულიერი ნეტარების წყალობა.
– პრემა ვაჰინი, თავი 47.
10.01.2016
ბევრი არ ხარჯავს დროს თავისი კულტურის სიწმინდისა და ფასეულობის გასაგებად. “კულტურა” ნიშნავს მას რაც განწმენდს მსოფლიოს, რაც ზრდის ქვეყნის სიდიდეს და სიდიადეს, და რაც ეხმარება ადამიანისა და საზოგადოების აყვანას ცხოვრების უმაღლეს დონეზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში ზნეობრიობის დაცვა, ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების და აზრის გაღმრთიურება და იდეალების ერთგულება – ეს ყველა ერთად შეადგენს კულტურას. კულტურა ეხმარება ცხოვრების დახვეწას. დახვეწის ან ტრანსფორმირების პროცესი არის არსებითი ნებისმიერი რამის სარგებლიანობის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, იმისთვის რომ ბრინჯი გახდეს მოსამზადებლად ვარგისი პადი ჯერ უნდა გაილეწოს და ჩენჩო უნდა მოსცილდეს. ეს პროცესი ცნობილია როგორც სამსკრიტი ან ტრანსფორმირება. ეს ნიშნავს არასასურველი ელემენტების მოშორებას და სასურველი ელემენტების მიღებას. რაც შეეხაბა ადამიანებს, სამსკრიტი (კულტურა) ნიშნავს თავის დაღწევას ცუდი ხარისხებიდან და სათნოებათა კულტივირებას. კულტურული პიროვნება არის ის ვისაც აქვს კარგი აზრები და კარგი ქცევა.
– ღმრთიური საუბარი, 14 იანვარი 1990.
11.01.2016
ბჰარატიია სამსკრიტი (ბჰარატას კულტურა) არის სისუფთავის, ღმრთიურების, ამაღლებულობისა და სილამაზის ნაერთი. ეს ნაერთი აისახება სპორტის სახეობებსა და თამაშებში. თუმცა შეიძლება იყოს განსხვავება ერებს შორის მათ საკვებსა და დასვენების ჩვევებში, ჰარმონიის და ერთობის სული გამომჟღავნებული სპორტში არის სასიხარულო მაგალითი ყველასთვის. ეს არის სპორტის განსაკუთრებული ხარისხი რომ განსხვავებები დავიწყებულია და ადამიანები აკავებენ თვის თავს თამაშებში მეგობრობისა და ამხანაგობის ღმრთიურ სულში. სპორტი ეხმარება მოთამაშეებს არა მარტო მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში არამედ სიხარულის განცდაშიც. სტუდენტები, მაინც, არ უნდა დაკმაყოფილდნენ ამ უპირატესობის რეალიზებით. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია გონების სისუფთავის ხელშესაწყობად და დიდსულოვნების განსავითარებლად. ჭეშმარიტი ადამიანურობა ყვავის როდესაც სხეული, ჭკუა და სული არის ჰარმონიულად განვითარებული. ენთუზიაზმი და ძალისხმევა რომელსაც თქვენ აჩვენებთ სპორტში ასევე გაცხადებული უნდა იყოს ზნეობრივ და სულიერ სფეროებშიც.
– ღმრთიური საუბარი, 14 იანვარი, 1990.
12.01.2016
უდიდესი ავადმყოფობა არის სიმშვიდის უქონლობა. მაშინ როდესაც ჭკუა არის მშვიდი, თქვენი სხეული იქნება ჯანმრთელი. ამიტომ ყველა ვისაც სწყურია კარგი ჯანმრთელობა ყურადღება უნდა მიაქციოს თავის ემოციებს, გრძნობებს, და მოტივებს რომლებიც მათ აცოცხლებს. ისევე როგორც თქვენ რეცხავთ ტანსაცმელს, თქვენ უნდა დაბანოთ თქვენი ჭკუა ყოველდღიური ჭუჭყიდან გასათავისუფლებლად. თქვენი ჭკუის გასასუფთავებლად თქვენ უნდა შეურთდეთ კარგ კომპანიას და თავი უნდა აარიდოთ ჭუჭყიან ელემენტებს როგორიც არის სიცრუე, უსამართლობა, უდისციპლინობა, ულმობლობა, სიძულვილი და ა.შ. ჭეშმარიტება, უბიწოება, მშვიდობა, სიყვარული – ესენი აფორმირებს სუფთა ელემენტებს. თუ თქვენ ჩაისუნთქავთ სუფთა ელემენტების სუფთა ჰაერს თქვენი ჭკუა თავისუფალი იქნება ბოროტების ბაცილებიდან და თქვენ იქნებით გონებრივად მტკიცე და ფიზიკურად ჯანმრთელი. როგორც ვივეკანანდამ თქვა, თქვენ უნდა გქონდეთ ფოლადის ნერვები და რკინის კუნთები. თქვენ სავსე უნდა იყოთ იმედით და სიხარულით როგორც თქვენი ურყევი სიმტკიცით, არ გამოავლინოთ სასოწარკვეთილება და დარდი.
– ღმრთიური საუბარი, 21 სექტემბერი 1960.
13.01.2016
ყველა მოქმედების, შთამაგონებელი, შემსრულებელი და განმცდელი არის მზე-ღმერთი. ადამიანებისთვის, რომლებიც ეწევიან უაზრო არსებობას და მიდიან უშედეგო საქმიანობის დაუსრულებელი რაუნდის გავლით, მზე-ღმერთი არის დაუღალავი და უანგარო მსახურების გამორჩეული მაგალითი. ის არ ტკბება სამუშაოდან დასვენებით. ის არის შექებასა და გაკიცხვაზე მაღლა. ის ზრუნავს თავის მოვალეობებზე აბსოლუტური აღუშფოთებლობით. ყველაფერს რასაც ის აკეთებს არის მხოლოდ მსოფლიოს კეთილდღეობისთვის და არა რაიმე ზიანის მისაყენებლად. მიიღეთ შთაგონება მზე-ღმერთისგან. მსოფლიო ვერ იარსებებს მზის გარეშე. სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლებელია მხოლოდ მზის გამო. მზე ასწავლის კაცს მოვალეობისადმი თავმდაბალი, რაიმე პატივმოყვარეობის გარეშე, ერთგულების გაკვეთილს. მზე არის უმაღლესი მაგალითი ყველასთვის იმის რომ ადამიანმა ასრულოს თავისი მოვალეობა ერთგულებითა და მიძღვნით. ადამიანის მოვალეობების შესრულება არის უდიდესი იოგა, როგორც ხაზგასმულია კრიშნას მიერ გიტაში. დაე თქვენი მოქმედებები და აზრები იყოს კარგი. თქვენ განცდით მაშინ ღმრთიურ ნეტარებას.
– ღმრთიური საუბარი, 15 იანვარი, 1992.
14.01.2016
ერთხელ, როდესაც ნარადამ ჰკითხა უფალ რამას მის მსახურთა და სულიერ მაძიებელთა ბუნების შესახებ, უფალმა უპასუხა, “ჩემი მსახურები არიან სავსე სიყვარულით, ისინი ყოველთვის დგანან უბიწოებით და ჭეშმარიტებით; მათი გულები დნება მოწყალებით; ისინი თავს არიდებენ ცოდვას და უარს ამბობენ ყველაფერზე სიხარულით; ისინი ჭამენ ზომიერად, დაკავებული არიან სხვებისთვის სიკეთის კეთებით და არ აქვთ არავითარი ეგოიზმი და ეჭვები. მათ არ უნდათ თავიანთი ყურის თხოვება პირფერობისთვის, მაგრამ ძლიერ სურთ სხვებში სიკეთის შექების მოსმენა. სულიერი მაძიებლები არიან ისინი ვინც ისწრაფიან ასეთი ხარისხების შეძენისა და ასეთი ხასიათის დაუფლებისკენ. ნებისმიერ ადამიანს დაკავებულს უფლის სახელის გამეორებით აქვს თვითკონტროლი და დისციპლინა, რწმენა, მოთმინება, ამხანაგობა, სიკეთე, და სიხარული ისევე როგორც სუფთა სიყვარული ჩემს მიმართ – ასეთი პიროვნება არის ძვირფასი ჩემთვის. ვინც არის გარჩევით და უარის თქმით, თავმდაბლობით და სიბრძნით, შეგნებული აქვს სინამდვილის ცოდნა; ვინც არის ჩაძირული ჩემი ღმრთიური თამაშის (ლიილას) განჭვრეტაში, ბინადრობს ჩემს სახელზე ყოველ დროს და ღვრის სიყვარულის ცრემლებს როგორც კი ისმენს უფლის სახელს ნებისმიერი ბაგეებიდან – ისინი არიან ჩემი ნამდვილი ერთგულები”. ამგვარად უპასუხა სრი რამამ ნარადას.
– პრემა ვაჰინი, თავი 48.
15.01.2016
სანკრანტის დღესასწაული უნდა ჩაითვალოს იმ დღედ რომელ დღესაც ადამიანი ატრიალებს თავის ხედვას ღმერთისკენ. თქვენი ცხოვრება შეიძლება შედარდეს შაქრის ლერწმის ღეროს. მსგავსად ლერწმის, რომელიც არის მაგარი და აქვს ბევრი ნასკვი, ცხოვრება სავსე არის სიძნელეებით. ეს სიძნელეები უნდა გადაილახოს ღმრთიური ნეტარებით დასატკბობად, ისევე როგორც შაქრის ლერწამი უნდა დაიჭეჭყოს და მისი წვენი გამოიწუროს ყავისფერ შაქრად, მისი უცვლელი სიტკბოთი სიამოვნების განსაცდელად. გამძლე ნეტარება მიიღება გამოცდებისა და მწუხარებების გადალახვით. ოქრო ვერ გახდება მიმზიდველი ძვირფასეულობა ტიგელში მისი გადნობისა და ლამაზ ფორმად გარდაქმნის გარეშე. როდესაც მე მოგმართავთ ერთგულებს როგორც ბანგაარუ (ოქროს ადამიანო), მე გთვლით თქვენ ძალიან ძვირფასებად! მხოლოდ ცხოვრების უკუღმართობების მოთმინებით გავლით თქვენ ხდებით ძალიან ძვირფასები. არასოდეს მისცეთ თქვენს თავს ნება რომ წაილეკოს სიძნელეებით. განივითარეთ თვითდაჯერება და მყარი რწმენა ღმერთში. ურყევი რწმენით, მიუძღვენით თქვენი თავი თქვენი ახლობელი ადამიანების მსახურებას და გაატარეთ სამაგალითო ცხოვრებები.
– ღმრთიური საუბარი, 15, იანვარი, 1992.
16.01.2016
უბიწოებაზე (დჰარმაზე) დაქვემდებარება უზრუნველყოფს თქვენს ბედნიერებას და მის გადიდებას. ეს აღმოფხვრის ღვარძლს რომელსაც ადამიანი ავლენს სხვების მიმართ. ეს არ დაგანებებთ თქვენ გაბერვას სიამაყით როდესაც სხვა იტანჯება ან დარდობს. შეუძლია ასეთ უზნეობას თქვენზე ბედნიერების მოცემა? გახსოვდეთ თქვენ შეიძლება იყოთ ბედნიერი მხოლოდ მაშინ როდესაც ყველა არის ბედნიერი! ჭკუა და სინდისი უნდა იყოს მთელი კაცობრიობის კეთილდღეობის პირდაპირ გზაზე (სარვა მანავა სუკჰა). დჰარმა გაბრწყინდება და გაანათებს მხოლოდ იმ ადამიანში ვინც ემსახურება ყველას და ყველას ანიჭებს სიხარულს. ასეთი ადამიანი მიიღებს არა მარტო უფლის წყალობას არამედ მასში შერწყმის უნიკალურ უპირატესობას. როდესაც კი თქვენ გასცემთ ვინმეზე ან იღებთ მათგან რაიმეს, შეხედეთ რომ თქვენ არ გადახვიდეთ დჰარმას საზღვრებზე. არ წახვიდეთ მისი განკარგულებების საწინააღმდეგოდ. მისდიეთ მას ყოველ დროს, მიიჩნიეთ რომ ეს არის თქვენი სამსახურო მოვალეობა. შეავსეთ თქვენი ენერგიის ყოველი უნცია დჰარმის არსით და ისწრაფეთ პროგრესისკენ ამ გზაზე, სულ უფრო და უფრო მეტად, ყოველ წარმავალ დღეს.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 13.
17.01.2016
უფალი დაიცავს ყველანაირად და ყოველ დროს მათ ვინც ეთაყვანება მას სრული და სუფთა დაუბინძურებელი ერთგულებით (ბჰაკტით), ისევე როგორც დედა იცავს თავის ჩვილ ბავშვებს, ძროხა იცავს თავის ხბოს საშიშროებისგან, და ქუთუთოები იცავს თვალებს ადვილად და ავტომატურად. როდესაც ჩვილი ბავშვი ხდება მოწიფული დედა აღარ აქცევს ისე დიდ ყურადღებას მის უსაფრთხოებას. სწორედ ასევე, უფალი აღარ აქცევს დიდ ყურადღებას ბრძენებს (ჯნანებს). ერთგულს ვინც ეთაყვანება ნებისმიერი ფორმით (საგუნა ბჰაკტას), მსგავსად უფლის ჩვილი ბავშვის, არ აქვს ძალა უფლის ძალის გარდა. რეალიზებული სულისთვის (ჯნანისთვის), მისი საკუთარი ძალა არის საკმარისი. აქედან გამომდინარე, იქამდე ვიდრე ვინმე მიენდობა თავის საკუღარ ძალას, ის უნდა იყოს ჩვილი ბავშვი უფლის ხელებში, როგორც ერთგული უფლის ფორმის. ვერავინ შეძლებს რომ გახდეს უფორმო უზენაესის ერთგული (ნირგუნა ბჰაკტა) ფორმის ერთგულად მყოფობის გარეშე.
– პრემა ვაჰინი, თავი48.
18.01.2016
დაფიქრდით, რა ბევრი ტალანტი აქვს მიცემული უფალს ადამიანისთვის. ამ შენაძენით, ეძებეთ ოთხი მიზანი (პურუშარტასი). იარეთ გზაზე უფლისკენ, ჭეშმარიტების მოთხოვნების მკაცრი ერთგულებით. ეს არის ტალანტების საჩუქრის მიზანი. მხოლოდ მათ ვინც დაჯილდოებულია მხედველობით შეუძლიათ დანახვა ნივთების; ვისაც წართმეული აქვს მხედველობა არ აქვთ ეს ბედნიერება. ასევე, მხოლოდ ჭეშმარიტებით დაჯილდოებულებს, რომლებიც მიისწრაფიან ოთხი მიზნისკენ და იცავენ დჰარმას, შეუძლიათ უფლის დანახვა; ყველა დანარჩენი არის ბრმა. უფალს ასევე ადამიანებისთვის საჩუქრად მიცემული აქვს ინსტრუმენტები თავიანთი ინტელექტისა და გარჩევის განსავითარებლად. თუ ისინი იყენებენ მათ კარგად და ცდილობენ ღმერთის რეალიზებას თავისში, უფალი ინებებს მათზე ახალი ტალანტების და ახალი ძალების დამატებას, ვინაიდან ის სავსეა წყალობით მებრძოლებისკენ. როდესაც ადამიანები ისწრაფიან დჰარმას მიდევნისკენ, ჭეშმარიტებაც ასევე თვით გამოვლინდება მათში.
– პრემა ვაჰინი, თავი 48.
19.01.2016
ერთგულება უნდა იყოს მუდმივი და უწყვეტი როგორც ზეთის დენა ერთი ჭურჭლიდან მეორეში. სიყვარულის (პრემას) გარეშე, ამ მსოფლიოში რაიმეს შეძენა არის შეუძლებელი. მხოლოდ მაშინ როდესაც არსებობს სიყვარული, მიბმულობა (ანურაგა) თავის მხრივ ქმნის დაცვისა და გუშაგობის სურვილს. ღმრთისმოსაობაზე დაფუძნებული თვითძალისხმევის გზაზე, ასევე წოდებულზე როგორც “მაიმუნის პატარას” გზა, ბავშვი უნდა იყოს თავისი საკუთარი ძალების იმედზე საკუთარი თავის დასაცავად – დედა საითაც არ უნდა გადახტეს, ბავშვმა უნდა მიაბას თავისი თავი სწრაფად დედის მუცელს და არ გაუშვას ხელი, თუნდაც მან გაიწიოს გვერდზე! ასევე, ერთგულმა უნდა გაუძლოს გამოცდებს უფლის ხელებზე და უნდა ჩაეჭიდოს უფლის სახელს ყოველ დროს და ყველა გარემოებაში, დაუღალავად, ანტიპათიისა და ზიზღის რაიმე უმნიშვნელო კვალის გარეშე, უნდა აიტანოს მსოფლიოს დაცინვა და კრიტიკა და უნდა დაიპყროს სირცხვილისა და მარცხის გრძნობები. ერთგულების ამ ტიპს პრაქტიკებდა პატარა ბავშვი პრაჰლადა.
– პრემა ვაჰინი, თავი 51.
20.01.2016
მინდობის გზა არის კნუტის ცხოვრების მსგავსი. როგორც კნუტი ათავსებს მთელ თავის ტვირთს დედა კატაზე, ასევე ერთგულმა უნდა მოათავსოს მისი მთლიანი ნდობა უფალზე. დედა კატა იჭერს თავის კნუტს თავის პირით და გადაჰყავს ის უსაფრთხოდ ყოველ ჯერ, ძალიან ვიწრო გასასვლელების ჩათვლით. ასევე ერთგულმა უნდა მოათავსოს მთელი თავისი ტვირთი უფალზე და ჩაბარდეს მთლიანად მის ნებას. ლაკშმანა არის დიდი ნიმუში ამ გზის. რამას მსახურებისთვის, ლაკშმანამ, მთელი თოთხმეტი წლის განმავლობაში, უარი თქვა თავის გზაზე ყველა დაბრკოლებაზე, როგორიც არის სიმდიდრე, ცოლი, დედა, სახლი, ძილი და საკვებიც კი. ის გრძნობდა რომ რამა იყო მისი ყველაფერი, მისი ბედნიერება და სიხარული, რომ რამა მისცემდა ყველაფერს რაც მას სჭირდება, და მისი ცხოვრების მიზანი იყო მხოლოდ მისი მიდევნა, მისი მსახურება, და ჩააბარა მას თავისი ნება. თუ თქვენ ათავსებთ მთელ ტვირთს ღმერთზე და ეთაყვანებით მას მუდმივად და განუწყვეტლივ, ის უეჭველად უზრუნველგყოფთ ყველაფრით რაც თქვენ გჭირდებათ.
– პრემა ვაჰინი, თავი 51.
21.01.2016
უბიწოების (დჰარმას) ცოდნის მისაღწევად, პირველად, თქვენ უნდა მიიღოთ სწავლება ბრძენი ადამიანების ქვეშ, რომლებიც გაჟღენთილი არიან უბიწოებით (დჰარმით). მეორედ, თქვენ უნდა ესწრაფოთ თვითგაწმენდას (ათმა შადჰის) და უნდა აპრაქტიკოთ ჭეშმარიტება (სატია), მესამედ, თქვენ უნდა გაიგოთ დიდი მნიშვნელობა წერილების (ვედების), რომლებიც არის ღმერთის ხმა. როდესაც ეს სამი ნაბიჯი დასრულდება, თქვენ ნათლად გაიგებთ ჭეშმარიტებას და გაარჩევთ მას არაჭეშმარიტებისგან. ეს გამოკვლევა ჭეშმარიტებაში უნდა შესრულდეს მეგობრობასა და თანამშრომლობაში. ყველა ადამიანს აქვს უფლება მიაღწიოს სულიერ სიბრძნეს. ყოველი ადამიანი თანაბრად უნდა იყოს აღგზნებული ჭეშმარიტების აღმოსაჩენად და მისგან სარგებლობის მისაღებად. ყოველი მოსაზრება უნდა შემოწმდეს დჰარმას, საყოველთაო სიკეთის (სარვალოკა-ჰიტას) სასინჯ ქვაზე. მარტო ის პრინციპები რომლებიც გადის ამ გამოცდას უნდა იყოს არჩეული და პრაქტიკებული, და გაზიარებული მსოფლიოსთან. მაშინ დაეხმარება კაცობრიობა პროგრესს. მაშინ ყოველი ადამიანი განივითარებს სიხარულს და ბედნიერებას თანაბარი ზომით. ყოველმა თქვენგანმა უნდა გამოიყენოს ეს მეთოდი და მუდმივად უნდა შეასრულოს კეთილი და სუფთა საქმეები.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 13.
22.01.2016
ბევრი არგუმენტირებს იმის შესახებ, დისციპლინა (როგორც აღწერილია წერილებში) როგორ შეიძლება დაგვირგვინდეს ცოდნის გაცისკროვნებაში. არ არის ეს უბრალოდ სხეულის შეზღუდვები, კითხულობენ ისინი. ისინი ამტკიცებენ რომ ცოდნა შეიძლება წარმოიქმნას მხოლოდ შეცნობით იმ პრინციპის რომელიც გარანტირებს თვითგაცნობიერებას. მაგრამ აზრის ეს ხაზი დაფუძნებულია დიდ შეცდომაზე. ამ ფიზიკური რეგულაციების მეშვეობით, შტრიხები (ვასანები) ისპობა და დგება კონცენტრაცია. ერთმიზნიანობა არის აუცილებელი სულიერი სიბრძნის მყარად დასაყენებლად გულში, და ეს ერთმიზნიანობა ადვილად შეიძლება იყოს მოპოვებული სხეულის დისციპლინებით და ასკეტიზმით (თაფასით) აღწერილით უპანიშადებში. გარეგანი კონტროლი ეხმარება შინაგან კონტროლს მრავალი გზით. წარმატება გარეგან კონტროლში სინამდვილეში არის უფრო რთული ვიდრე წარმატების მიღწევა შინაგან კონტროლში! ავტომობილის მუშაობისას, ბორბლები ყოველთვის მისდევს საჭის მიმართულებას. საჭის ბორბლის მოტრიალება თქვენს ხელებში რაიმე მიმართულებით აიძულებს ავტომობილის ბორბლებს, რომლებიც არ არის თქვენს ხელში, წავიდეს იგივე საჭის ბორბლის მიმართულებით – ასე არ არის?
– პრემა ვაჰინი, თავი 53.
23.01.2016
ყოველთვის გიყვარდეთ და მისდიეთ მხოლოდ ჭეშმარიტებას; სიცრუე არასდროს არის სასარგებლო. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს შეთანხმებებში, მაგრამ თქვენ აღმოაჩენთ რომ არავინ არასდროს პატივს არ სცემს სიცრუეს, ტყუილს და უსამართლობას. პირიქით, ყოველი ადამიანი პატივს სცემს სიმართლეს, პატიოსნებას, პირდაპირობას და სამართლიანობას. ვინ არის ღმრთიური პიროვნება (დევატა)? ეს არის უბრალოდ სახელი პიროვნების რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იცავს ჭეშმარიტებას როგორც თავის აღთქმას (ვრატას). უბიწო ქცევა (დჰარმა) როგორც აღწერილია წერილებში (ვედებში) არის გამოცდილი, დამტკიცებული და უნარის მქონე დასადგომად დროის გამოცდაზე. ეს არის მიუკერძოებელი და სამართლიანი. რწმენა მასში იზრდება პრაქტიკით. ღმრთიურის თაყვანისცემას უნდა მისდიოთ წერილებში (ვედებში) აღწერილი წესებით; პირდაპირ ეს ნიშნავს, ადამიანების გაძლიერებას უბიწო (დჰარმული) ცხოვრების გატარებაში. ეს დჰარმა არის უფლის ბრძანება; ეს არის ღმერთის აუთენტური ხმა, ამიტომ ეს შეიძლება მიდევნილი იყოს ყველას მიერ. დჰარმას მოაქვს სიკეთე ყველასთვის; ეს ჩუქნის ნეტარებას (ანანდას) აქაც და შემდეგ იქაც.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 13.
24.01.2016
ზოგჯერ, როდესაც ავტომობილის საჭე ტრიალდება ერთ მხარეს, თქვენ შეიძლება განცადოთ რომ ბორბლები ეწევა ავტომობილს სხვა მხარეს – ეს აჩვენებს პრობლემის არსებობას რომელსაც თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება! როდესაც საბურავები გაბრტყელებულია უჰაერობით, ესენი იქცევა ისე თითქოს კავშირი არ ჰქონდეთ საჭესთან. მაგრამ ესენი ვერასდროს გავა საჭის მართვის ფარგლებს გარეთ. საჭე ხელებში შეერთებული უნდა იყოს ქვედა ბორბლებთან მოგზაურობის მოსახდენად, ეს შეერთება არის აუცილებელი და გარდაუვალი. ადამიანისთვის ვინც იბრძოლა და დაიპყრო თავისი გამოსული გრძნობები, მათი შინაგანი ინსტრუმენტები ხდება ადვილად სამართავი. გარეგან მსოფლიოს გადააქვს თქვენი გრძნობები და გიზიდავთ თქვენ და თქვენ ნებდებით განცდის ობიექტების შეფერებას. მათი გადალახვა სინამდვილეში არის ძნელი ამოცანა. მაგრამ თქვენს შიდა ინსტრუმენტებს არ აქვს ფორმა თუმცა მათ შეიძლება მინიჭებული ჰქონდეთ სახელი; მათ განცდილი აქვთ სულიერი ნეტარება (ანანდა) აქამდე, ამგვარად ესენი შეიძლება იყოს მოთვინიერებული ძალიან ადვილად.
– პრემა ვაჰინი, თავი 53.
25.01.2016
დაძლევა გრძნობების რომლებიც დახეტიალობს გარეთ არის ძნელი – ესენი მოხიბლული არის გემოთი, მზერით, და შეგრძნებებით. შინაგანი მიდრეკილებები არის სუფთა წყლის მსგავსი, რომელსაც არ აქვს ფორმა, სუნი, ან სიმძიმე და კარგი არის თქვენთვის! უსუფთაო წყალი გტკენთ და გაზიანებთ თქვენ. თქვენ უნდა გაასუფთაოთ თქვენი გონებრივი ჩვევები, რომლებიც ახლა გაფუჭებულია მსოფლიოს მცდარობით. თუ თქვენ გსურთ ბედნიერება, თქვენ პირველად უნდა აკონტროლოთ და დაძლიოთ გარეგანი მცდარობა. მაშინ თქვენი შინაგანი მიდრეკილებები ადვილად წავა ნეტარების (ათმა-ანანდას) უზრუნველყოფის მიმართულებით. სულიერი პრაქტიკები და ეფიტიმია (იოგა და თაფასი) არის მხოლოდ მეორე სახელები ამ გარეგანი მიდრეკილებების კონტროლისა და დაძლევის და მცდარობისგან თქვენი დაფარვის გზისთვის. აირჩიეთ ნებისმიერი გზა რომლის მეშვეობითაც თქვენ გრძნობთ რომ წყალობა გადმოვა თქვენზე. გათავისუფლება მიიღწევა წესების და რიტუალების მკაცრი დაცვით თქვენს არჩეულ გზაზე. გზამ თქვენ უნდა მოგცეთ ძალა მცდარობის დასაძლევად და უნდა გაჩუქოთ ერთმიზნიანობა..
– პრემა ვაჰინი, თავი 53.
26.01.2016
ძალიან ძველი დროიდან ბჰარატიები განიხილავდნენ ჭეშმარიტებას როგორც ღმერთს, უყვარდათ ის, გულში ატარებდნენ მას და იცავდნენ მას და სწორედ ამით აღწევდნენ ღმრთიურებას. ბჰარატიები იყვნენ ერთგული ჭეშმარიტების, დაქორწინებული დჰარმაზე (უბიწოებაზე) და საზოგადოებაში ზნეობის, როგორც უპირველესი მოვალეობის, პატივისმცემლები. დროა თქვენ გაიგოთ ბჰარატ რა წმინდა ქვეყანა არის. ამ წმინდა მიწაზე არაფერი არ არის უკმარი. ”რასაც ვერ იპოვით ბჰარატში, ვერ იპოვით ვერსად” არის ძველი ანდაზა. ამ მრავალნაირი უზრუნველყოფის მიუხედავად, ეს ქვეყანა განიხილება როგორც ღარიბი და ჩამორჩენილი. ეს წარმოშობილია მცდარობიდან. მაშინ როდესაც ყველაფერი შესაძლებელია ბჰარატში, რისთვის წავიდეთ სამათხოვროდ სხვა ქვეყნებში? ყველაფერი წარმოქმნილია ბჰარატიდან. აქედან გამომდინარე, დაბადება მიღებულმა ბჰარატში, ეცადეთ აამაღლოთ ბჰარატის დიდება. ყოველმა ერთგულმა უნდა აიღოს აღთქმა რომ დაიცვას და აამაღლებს ბჰარატის დიდებას. როგორც სპილომ არ იცის თავისი საკუთარი ძალა, ბჰარატიები არიან უცოდინარი თავიანთი ძალის. მიუხედავად თავიანთი უთვალავი უნარების, ისინი იქცევიან როგორც სუსტები, სპილოს მსგავსად მისი მეხრეს წინაშე. თქვენ თავი უნდა დააღწიოთ ამ სისუსტიდან.
– ღმრთიური საუბარი, 23 ნოემბერი, 1990.
27.01.2016
თაყვანისცემა ღრმად გადგმული ფესვებით ღმრთიურზე, გრძნობების სისუფთავით, და ყველა გარეშე აზრებიდან გათავისუფლბით, თავისთავად ხდება ღმრთიურთან გონებრივ კავშირად (ბჰავა სამადჰიდ). როგორც შედეგი ამ გონებრივი კავშირის, უფალი ჩნდება ერთგულის შინაგანი თვალის წინ, ფორმაში, რომელიც მის მიერ არის არჩეული თაყვანისცემისთვის. ხილვა არ არის უბრალოდ წარმოსახვის საკითხი; ეს არის ‘პირისპირ’ განცდა. ადგილმდებარეობის შეუცვლელად, ერთგულს შეუძლია ცხოვრება უფლის დასწრებით თავისავე ადგილსამყოფელში. ამას ეწოდება ‘ყოფნა ყოველთვის ღმერთთან (სალოკია-მუკთი)’. გარდა იმის რომ არის ყოველთვის უფალთან ერთად, ერთგული აცნობიერებს ყველაფერს რასაც ისინი ხედავენ როგორც უფლის დიდებას. განცდას მოიხსენიებენ როგორც ‘ხედავს ყოველთვის უფლის დიდებას (სამიპუია-მუკტი)’. არსებობა მუდამ უფალთან, ყოველთვის უფლის დიდების მოწმედ ყოფნა, და ღმერთი-გაცნობიერებით ალმოდება არის შერთვა ღმრთიურ ფორმაში (სარუპია-მუკთი). ეს არის ერთგულების წერილების საბოლოო ნაყოფი.
– პრემა ვაჰინი, თავი 54.
28.01.2016
თუ თქვენ ხართ დაუდევარი ჭეშმარიტების დისციპლინაზე, თქვენზე დჰარმით დაკისრებული ყოველი მოვალეობა და დჰარმით ნაკარნახევი ყოველი მოქმედება დაგეკიდებათ მძიმედ როგორც ტვირთი. მაშასადამე, თქვენ უნდა ეძებოთ სინამდვილე ამ ყველა ფენომენის უკან თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, და ეს ძებნა გახდის თქვენს ყველა მოვალეობას, რაც არის დჰარმული საქმიანობა, მსუბუქს და სასიამოვნოს. უფალმა წინასწარ ჩაიფიქრა ადამიანები ასეთად რომ ისინი მიდრეკილი არიან ღმერთისკენ და არიან კმაყოფილი თავისი ხედვის გაფართოებით, და არიან ბედნიერნი როდესაც ისინი არიან ზნეობრივი და სათნო. ამიტომ ადამიანები უნდა ემსახურნენ თავიანთ საკუთარ საუკეთესო ინტერესებს მათი ძირითადი ბუნების ერთგულებით, ღმრთიურზე (ბრაჰმანზე) კონცენტრირებით, ჭეშმარიტების გულმოდგინე კულტივირებით და უბიწო ქცევის (დჰარმას) მკაცრი პრაქტიკით.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 13.
29.01.2016
მაშინაც კი როდესაც თქვენ აღწევთ ღმერთთან ერთად ცხოვრების მდგომარეობას და შერწყმას ღმრთიურ ფორმასთან (სარუპია-მუკთის), კვლავ არსებობს განსხვავების გრძნობის კვალი. უბრალოდ იმიტომ რომ ერთგულს აქვს უფლის ფორმა, მას არ შეიძლება ჰქონდეს შექმნის, შენარჩუნების, და დაშლის ძალა, რომელიც უფალს აქვს. მხოლოდ მაშინ როდესაც განსხვავების ყველა კვალი ქრება და ერთიანობა მიიღწევა, გაცნობიერდება უმაღლესი მდგომარეობა. ეს არის ნამდვილი ერთიანობა (საიუჯია). ეს მოდის ღმრთიური წყალობიდან რომელიც მოპოვებულია თითოეულის სულიერი პრაქტიკით; ეს არ შეიძლება გაცხადდეს როგორც ძალისხმევის ნაყოფი. ერთგულს სურს ემსახუროს უფალს როგორც გაეხარდება და განცადოს სიხარული ფორმის რომელსაც ადამიანი მიაწერს უფალს. მაგრამ უფალი, მისი წყალობიდან, აძლევს ერთგულს არა მარტო არსებობას უფალთან, ყოველთვის უფლის დიდების მოწმეობას, და აღვსებას ღმერთი-ცნობიერებით, არამედ ასევე საიუჯიას – კავშირს მასთან! ერთგულების გზა შედეგდება ასევე საბოლოო ცოდნის მიღწევაში (ბრაჰმა-ჯნანაში). მაშინაც კი თუ ერთგულს არ სწყურია ეს, უფალი თვით აღირსებს მას ერთგულს.
– პრემა ვაჰინი, თავი 54.
30.01.2016
თქვენ უნდა ეძებოთ ჭეშმარიტება და შეამოწმოთ ეს ზედმიწევნით ყველა კანონითა და მსჯელობით. დისციპლინა მოიცავს: 1) დჰარმას მკაცრი დაცვის გმირობას (ოჯასი), 2) უშიშარ თვითკონტროლს (თეჯასი), 3) ცხოვრების პიკებით და ჩავარდნებით გამოწვეული სიხარულის ან დარდის ყველა გრძნობის გულგრილობით გადაყრას, 4) დჰარმასა და ჭეშმარიტებაში ურყევი რწმენის ქონას (საჰანა), 5) ყველაზე საუკეთესო სახის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, რომელიც გამომუშავდება დისციპლინით და უქორწინობით (ბალა), 6) ტკბილი და პირდაპირი საუბრის სურვილსა და უნარს, რომელიც მიიღწევა ჭეშმარიტების და სიყვარულის პრაქტიკით, 7) სიბრძნის ხუთი გრძნობის (ჯნანენდრია) და მოქმედების ხუთი გრძნობის (კარმენდრია) მოშორებას ნაკლოვანებიდან და ცოდვიდან და ყველა გრძნობის ამაღლებას ჭეშმარიტების მსახურებისთვის (ინდრია-მოჰა), 8) მშვიდობის მიღების შედეგად მეზე გამარჯვებას, 9) ადამიანის წინასწარი განსჯის მოსპობას და ყოველ დროს ჭეშმარიტების მიდევნას (დჰარმა). ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღეს მთელი კაცობრიობა აღიარებს ამ საყოველთაო დჰარმას დიდებას. თქვენ უნდა დარწმუნებით ილოცოთ: ‘დაე ეს ყველაფერი მებოძოს მე’ როგორც გამოცხადებულია ჰიმნში ‘ჩამაკამ’.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 13.
31.01.2016
მართალი რომ ითქვას, ეს მსოფლიო უნდა ემსახუროს მხოლოდ სხეულის არსებობის მიზანს. მათ, გათავისუფლების მაძიებლებმა უნდა დაიმორჩილონ გრძნობები. “საკვები არის სხეულის დასაცავად, კაბა სიცივის ასარეკლად”, მოთხრობილია უტტარა გიტაში (გიტა რომელიც კრიშნამ გადასცა არჯუნას კურუკშეტრას ბრძოლის შემდეგ). ამის მიუხედავად, თუ ადამიანი იძირება ამ მისწრაფებებში, ის ივიწყებს მიზანს რისთვისაც არის მოსული და მიზანს ყველა საქმიანობის და წმინდა მისწრაფებას. ყოველგვარი საქმიანობის მაგივრად რომლითაც ადამიანი შეიძლება იყოს დაკავებული, ადამიანი ავტომატურად როგორც სუნთქავს უნდა იყოს განჭვრეტასა და ყოველთვის გაცნობიერებაში შემდეგის: “მე დავიბადე ღმერთის მსახურებისთვის და ჩემი ჭეშმარიტი მეს გასაცნობიერებლად”. ყველა მოქმედება – ჩაცმა, ჭამა, სიარული, სწავლა, მსახურება, მოძრაობა – უნდა შესრულდეს რწმენით რომ ამას იღებს ადამიანი ღმერთის თანდასწრებაში. ყოველი მოქმედება უნდა შესრულდეს უფლისადმი მიძღვნის სულით.
– პრემა ვაჰინი, თავი 55.
ბაბა