შედეგები

ლოცვის შედეგების მოლოდინი და რწმენა

* ადამიანები განსაზღვრავენ ღმრთიურის ბუნებას ლოგიკისა და დიალექტიკის კატეგორიებით. მაგრამ ღმრთიური არ შეიძლება მოცული იყოს ინტელექტით, განსჯად ჭკუას არა აქვს მასში შეღწევის უნარი, რადგან ისიც და სხვაც ფორმირებულები არიან წინასწარშექმნილი არასწორი აზრებისა და დაწდომილი წინაპირობებისგან. ჩვენ ვიღებთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, ვხედავთ მხოლოდ იმას, რისი დანახვაც გვინდა.

როცა ლოცვა მოსმენილია და ადამიანი იღებს იმას, რაც უნდოდა, ღმერთი – რეალურია. როცა კი ლოცვები რჩება უპასუხოდ, ღმერთი – ეს არის ფიქცია, წარმოსახვის ნაყოფი! როცა ყოველ დღეს მოჰქონდა ახალი გამარჯვება მტერზე, არჯუნა აღიარებდა კრიშნას ყოვლისშემძლე, ყვალგანარსებულ და ყველაფრისმცოდნე ღმერთად, მაგრამ როცა ბრძოლაში მოკლული იყო მისი შვილი აბჰიმანიუ, თავის წუხილში ის მოსთქვამდა, რომ კრიშნამ არ მისცა ჭაბუკს გზის სწორი დალოცვები და ვერ შეძლო დაეფარა ის. არჯუნას ჭკუა ირხეოდა ბედის ქარის ყოველი დაბერვისგან. ამასთანვე, ბევრის ჭკუა არის ინტელექტის მფლობელი. თითოეული უნდა იყოს ფხიზელი და შეინარჩუნოს მიუკერძოებლობა ისეთი ინსტრუმენტისა, რომელსაც ეწოდება გონება, ანუ ინტელექტი. გაანათეთ გონება, მაშინ თქვენ გაგეხსნებათ ღმერთი ყველგან, თვით თქვენშიც კი. როგორც კი თქვენ შეიცანით ღმერთი, როგორც გული მსოფლიოსი და თვით თქვენიც, შეინახეთ ეს რწმენა ძლიერად და მტკიცედ.

რასაკვირველია, ურწმუნოების ატმოსფეროში ძნელია აანთო ცეცხლი გულში და შეინარჩუნო ის ანთებული, ყურადღება მიაქციო, რომ ალი იყოს სწორი და თანაბარი, რხევისა და ციმციმის გარეშე. ახლა ცოლი არ უჯერებს ქმარს, ქმარი – ცოლს, ვაჟიშვილებს ეჭვი ეპარებათ მამებში, მამები ეჭვის თვალით უყურებენ ვაჟიშვილებს, სტუდენტები არ ენდობიან მასწავლებლებს, მასწავლებლები ვერ ეყრდნობიან სტუდენტებს. მაშინ რწმენა როგორ გაიზრდება მხოლოდ ერთ მინდორზე, რელიგიის მინდორზე? ეს უბედურება გადაგვხდა იმიტომ, რომ ადამიანმა უფლება მისცა თავის გონებას დაბლაგვებულიყო ვნებებით და წინასწარშექმნილი არასწორი აზრებით. კრიშნა ამბობს გიტაში: `მე – ვარ ბუდდჰი (გონება) ყველა უნარებს შორის~, `მე გაღირსებ შენ მოძღვრებას ბუდჰის შესახებ~, – ის მიმართავდა ამ სიტყვებს იმათკენ, ვინც მას ერთგულებს. გონება – არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც უნდა მართო და არეგულირო ჭკუა, ის არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილოს ჭკუის ახირებებს (3, გვ. 119-120).