ღმერთი და ადამიანი

ლოცვა, ღმერთი და ადამიანი.

ავატარის მობრძანება და ლოცვები. უფლის მობრძანებისთვისაც კი დიდების ლოცვა მოქმედებს როგორც მოპატიჟება. გარესამყაროში, როცა ქვეშევრდომები საჭიროებენ მხარდაჭერას და დახმარებას, ისინი მიდიან მმართველებთან და აუწყებენ მათ თავიანთი თხოვნის შესახებ. ასევეა შიდასამყაროში, როდესაც არ არის ერთგულების (ბჰაქტის) გულმოწყალების და ჭეშმარიტების მიღწევისა და შეძენის შესაძლებლობა, დიდი და კეთილი ადამიანები, რომელთაც სურთ ამ თვისებების შეძენა, მიმართავენ შიგნით საკუთარ თავს და ელოცებიან უფალს. მაშინ, მოისმენს რა მათ ვედრებას, უფალი მოდის სამყაროში და გადმოღვრის მათზე თავის წყალობას. ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. განა არ შეისხეს ხორცი რაამამ და კრიშნამ იმიტომ, რომ უფალს სჭირდებოდა ბრძენების ლოცვები? ბევრს წაკითხული აქვს ამის შესახებ რამაიანაში და ბჰაგვატამში. რამაკრიშნაც კი, იმისდა მიუხედავად, რომ იგი იყო ღმრთიური წარმოშობის, ევედრებოდა ქალის (იმიტომ, რომ მას თვით არ შეეძლო ეს გაეკეთებია) გაეგზავნა ვინმე, ვინც შესძლებდა ექადაგა მთელ მსოფლიოში დჰარმა, უმაღლესი უბიწოება, რომელიც აღმოფხვრიდა უსამართლობას და ეგოურობას. ეს ცნობილია ყველასთვის ვისაც წაუკითხავს მისი ცხოვრების აღწერა. ამგვარად, ამოცანის განსახორციელებლად საჭიროა ხელახლა და ხელახლა მივმართოთ ლოცვებს. არ უნდა გავიტეხოთ გული და მივატოვოთ ლოცვები, თუ მათ არ მივყევართ უფლის მოსვლასთან. და როგორ ხშირად გარე საქმიანობაში ადამიანს უხდება წერა და რამდენად ბევრი უწევს მას სიარული, რომ მისი სამუშაო იყოს გაკეთებული, შემდეგ კი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მისი ყველა ფაციფუცი იყო ამაო.

როგორ შეიძლება გავიგოთ სულის მისწრაფების შედეგების შესახებ? რამდენადაც ამის ცოდნა ჩვენ არ გვინდა, უნდა ვილოცოთ იმ დრომდე, ვიდრე სამყაროში არ გამეფდება ბედნიერება. ბედნიერება სამყაროში – არის მისი მოსვლის ნიშანი, თუ ამას გავიგებთ, მაშინ იოლია უცბადვე ავატარის ცნობა. სწორედ მაშინ გამყარდება სათჰიას (ჭეშმარიტების) რელიგია, დაიას (სიბრალულის) რელიგია, ჯნანის (სულიერი ცოდნის) რელიგია და პრემას (ღმრთიური სიყვარულის) რელიგია. ამიტომ სანამ ისინი მყარად არ გაიდგამენ ფესვებს, ადამიანებმა უნდა გააგრძელონ ლოცვები. ეს არის მათი ვალი. წმინდანების მიერ გაკვალული გზა დროდადრო უნდა შეკეთედეს, და ეს უნდა აკეთონ ან იმათ ვინც ამით სარგებლობს ან იმათ ვინც პასუხს აგებს მასზე. სწორედ აი ამას ჰქვია „მოძღვრება“ ანუ ბოდჰა.

სახელდობრ ასეთი შეკეთების განსახორციელებლად უფალი დროდადრო წარმოგზავნის უფლებამოსილ პირებს, ბრძენებს და წმინდანებს. სადბოდჰის მეშვეობით, ანუ ამ პიროვნებების წმინდა მოძღვრებებით, გზა, გახსნილი უფლის წარმოგზავნილთა მიერ წარსულ საუკუნეებში, კვლავ ხდება სწორი და სუფთა. მაშასადამე, როცა უფლის ნება, სადჰუთა (სულიერად წმინდა მოძღვართა) მოთხოვნა და გამოჩენილ პიროვნებათა მოძღვრებები დაემთხვევიან ერთმანეთს და მოახდენენ საერთო ზემოქმედებას, სამყაროში მოვა ბედნიერება, და ეს ბედნიერება არ წავა.

თუკი მთელი კაცობრიობა ერთდროულად აღავლენდა ლოცვას იმის შესახებ, რომ მოუსვენრობა, უსამართლობა, უწესრიგობა და სიცრუე გადაიქცნენ მშვიდობად, სიმართლედ, სიყვარულად და ურთიერთგაგებად, მაშინ ცხოვრება უცილობლად გახდებოდა უკეთესი. სხვა გზა არ არსებობს. მოუსვენრობას არ მოაქვს დადებითი შედეგები. და არ უნდა ჩავარდეთ გულგატეხილობაში. ხელის მოწერა საკუთარ სისუსტესა და ძალის არქონაზე ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნების არსს. ამიტომ, სხვა საშუალებებზე უარის თქმის შემდეგ, ადამიანი უნდა შეჩერდეს ლოცვაზე, სხვებისთვის მსახურებაზე, ურთიერთ სიყვარულსა და პატივისცემაზე. და აღარ უნდა გადადოთ შორს ასეთი სახის ცხოვრების პრაქტიკა; ის დაუყოვნებლივ მოიტანს კმაყოფილებას და სიხარულს.

ამბობენ, რომ ემსახუროთ ადამიანს ნიშნავს ემსახუროთ უფალს, რაც არის მანასევა – ის არის მადჰავასევა. ეს მტკიცება სწორია. მაგრამ, მართალია მსახურება კაცობრიობის კეთილდღეობისთვის წმინდაა, ის არ მოუტანს ადამიანებს სიკეთეს იმ დრომდე, ვიდრე არ შეუერთდება უფრო ამაღლებულ იდეალს. ლოზუნგის უბრალო გამეორებას არ მოაქვს სარგებელი, თუ ამ სამსახურს ხელს არ უწყობს რწმენა ადამიანის სიწმინდეში ანუ თუ ის ორიენტირებულია სახელის და დიდების მოხვეჭაზე, ჯილდოს მიღებაზე. მტკიცება მანავასევის და მადჰავასევის იგივეობასთან დაკავშირებით მაშინ არის გამართლებული როცა ადამიანის მუდმივ თანამგზავრად ყველა მის საქმეში გვევლინება გააზრებები უფალზე, როცა მას აქვს რწმენა იმაში, რომ ღმრთიურობა არის ადამიანის ბუნების განუყრელი არსი. მადჰავაზე (უფალზე) აზრის გარეშე როგორ შეიძლება წამოიჭრას მადჰავასევა? მსგავსი საუბრები – ეს არის მხოლოდ ხილვადობა. მე ამას არ ვეთანხმები. ყველაფერი, რაც კეთდება ღმერთის სახელით, ჭეშმარიტების გზის და დჰარმის ასპექტების შესაბამისად, უნდა განიხილებოდეს როგორც სევა (მსახურება) უფლისადმი, ყველაფერ დანარჩენს კი, რაც კეთდება საკუთარი სახელის, დიდების და გამორჩენის გულისთვის, არაფერი საერთო არ აქვთ მადჰავასევასთან.

საქმის არსით, სრულიად საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ უწყვეტი გააზრება უფლის შესახებ. თვით ლოცვას შეუძლია ქვეყნიერება გახადოს წმინდად. მაგრამ ყველა ვერ შეძლებს უცბადვე დაკავდეს ამით, ამიტომ ყველანი უნდა ეცადნენ მომზადებას ამ საფეხურისთვის ჭკუის განწმენდისა და სურვილების შემცირების მეშვეობით. სადჰუ, რომელმაც უკვე მიაღწია ამას, შეუძლია თვითონ გაერკვეს ყველაფერში. სხვებს კი არ შეუძლიათ გაიგონ მანავასევის და მადჰავასევის იგივეობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იჯდე და არაფერი აკეთო. ამის გაგება ინდივიდუალურია, ის დამოკიდებულია ადამიანის ბედზე, მის წარსულ მოღვაწეობასა და მის სადჰანაზე, სულიერ პრაქტიკაზე. ჯერჯერობით კი დაკავდით დჰიანით და ჯაფით (მედიტირებით და ლოცვებისა და მანტრების გამეორებით) იმისთვის, რომ ჭკუა გათავისუფლდეს გრძნობების ღელვისგან და აივსოს ღმრთიური ფორმით. ამასთანავე დაკავდით სხვისთვის სასიკეთო მოღვაწეობით, მიუძღვენით საკუთარი თავი ადამიანებისთვის მსახურებას, ამისთვის დაჯილდოების მოლოდინის გარეშე. ამგვარად თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ კურთხევა (16, გვ. 64-66).
 
როცა შენ მითხარი მე „დიახ“, შენ უკუაგდე უფლება იყო ისეთი როგორც ყველა. და ამიტომ იზიდავ შენსკენ განცდას რომელიც განგწმენდს შენ იმისგან, რაც არ ერგება იმას, ვინც შენ ხარ. კვლავ და კვლავ, კიდევ და კიდევ, იქამდის ვიდრე მე არ გაიძულებ დაინახო, რომ წარსული მეტად აღარ მოქმედებს. მე გაძლევ შენ გამოწვევას და გაცდუნებ შენ ყოველდღიურად შენი წარსულით, რათა შენ შეძლო დანახვა, რომ წარსული – ეს არის უკანასკნელი ილუზია.

როცა შენ მითხარი მე „დიახ“, შენ მე მომეცი შენი სხეული, შენი აზრები, შენი მოქმედებები. როცა ისინი არ ეწყობიან შენს ახალ „მე“-ს, დისკომფორტი აუტანელია. ასე იქნება ყოველთვის და იქამდე, ვიდრე შენ ამას მთლიანად გაათვითცნობიერებ, მაშინ, და მხოლოდ მაშინ შენ სრულად უკუაგდებ სურვილებს. რადგანაც ეს ერთადერთი ხერხია, რომლითაც სწავლობს ადამიანი. ძალიან იშვიათად ის, სინამდვილეში, სწავლობს წყნარი შეხსენებებით. ადამიანის სურვილები და მახეები იმ გვარადაა დაყენებული, რომ მე შევძლო ჩემი სამუშაოს კეთება. როცა შენ მთლიანად დამემორჩილები, მაშინ ცდუნებები გაქრება. მე არასდროს არ მიგატოვებ შენ. ყოველი გზასაცდენა იქნება მძიმე გადასატანი და მძიმე გამოსასწორებელი. შენ დაიღლები შენი უგნურებით იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, და თუმცა შენ მთლიანად ვერ შეიცნობ ამას, შენ ნამდვილად თქვი: „დიახ“.    (24. გვ. 20)

* იესო ქრისტემ თქვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ; ეძებეთ და შეიძენთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ“. მაგრამ ვთხოულობთ კი ჩვენ? ვეძებთ კი ან ვაკაკუნებთ კი? დიახ, ჩვენ ვთხოულობთ, ვეძებთ და ვაკაკუნებთ კარზე. მაგრამ რის შესახებ ვთხოულობთ? რას ვეძებთ? ვის კარზე ვაკაკუნებთ? ჩვენ არ ვთხოულობთ სამუდამო ნეტარების შესახებ; ჩვენ ვევედრებით მხოლოდ წუთიერ გრძნობით სიამოვნებებზე. ამიტომ ჩვენ არ ვღებულობთ ყველაფერს რასაც ვთხოულობთ. რაშია მიზეზი? ნუთუ ღმერთს არ აქვს სიბრალული? ბავშვი ავადაა და თხოულობს სხვადასხვა ტკბილეულს, მაგრამ დედა არ აძლევს მას იმას. განა ეს ნიშნავს, რომ მას სძულს ის? ან მას ქვა გული აქვს? იქნებ მას აღარ უყვარს ის? სიბრალული მდგომარეობს იმაში, რომ ის უარს ეუბნება მას. ყოველი ადამიანი ავადაა და იტანჯება მუდმივი ხელახლადაბადებით. მისცე მას ყველაფრი, რასაც ის თხოულობს, ნიშნავს მხოლოდ მისი წამების გაგრძელებას. და თქვენც ასევე არ ითხოვთ იმას რაც აუცილებელია! თქვენ არ ლოცულობთ შეუცვლელი სიმშვიდის შესახებ. თუ თქვენ ითხოვთ ამის შესახებ, ჯილდო მოგეცემათ საჩუქრად. ეჭვსგარეშეა თქვენ ეძებთ. მაგრამ ეძებთ კი თქვენ ღმერთს თუ იმას, ვისშიც არაფერია ღმრთიური? ღმერთი გიპასუხებთ, თუ ძახილი გამოვა გულიდან. თქვენი ლოცვა დაჭუჭიანებულია სიხარბით, სხვებისადმი სიძულვილით, შურისგების სურვილით, სიძულვილით და მოუთმენლობით. მე ვიცი თქვენ აკაკუნებთ კარზე. მაგრამ რომელ კარზე? თუ თქვენი გულის კარები დაკეტილია, თქვენ როგორ შეგიძლიათ მოითხოვდეთ, რომ გაიღოს სხვა კარი? დააკაკუნეთ თქვენი საკუთარი გულის კარებზე. ღმერთი რომელიც არის თქვენი გულის ბინადარი, გამოამჟღავნებს თავის თავს. პრაჰლადას სჯეროდა, რომ უფალი ბინადრობს ყველგან და ყოველ გულში. ამიტომ, როცა დააკაკუნეს სვეტზე სასახლეში, ღმერთი გამოვიდა იქიდან. ირწმუნეთ იმაში, რომ ის ბინადრობს თქვენს გულში და მიმართეთ თქვენი მზერა შიგნით.

თქვენ ამბობთ რომ ღმერთს არ აქვს სიბრალული, რომ ძნელია მისი გულის მოლბობა და ა.შ., მხოლოდ იმიტომ, რომ არ გინდათ მისცეთ მას ის, რაც გმართებთ, ან სთოვოთ მას ის, რასაც იგი სიხარულით მოგცემთ. ჩვილი გულები, წმინდა აზრები, სასიამოვნო მეტყველება – ამაზე შეიძლება თხოვოთ ღმრთიურ ატმას, რადგან ეს ასპექტები განასახიერებენ ჭეშმარიტებას, და ღმერთი არის სათჰია ანუ ჭეშმარიტების ჭეშმარიტება. ამიტომ საჭიროა ჭეშმარიტება გიყვარდეთ და გულს ულბობდეთ (26).

* რაც არ უნდა მაღლა ადიოდეს ფრინველი თავის ფრენისას, ადრე თუ გვიან ის უნდა დაეშვას მდგარი ხის კენწეროზე, რათა დაისვენოს. ასე დადგება ერთხელ ის დღე, როცა ლოცვის ვალდებულნი იქნებიან ყველაზე ქედმაღლები, ყველაზე თვითრჯულები, ყველაზე ურწმუნონი, კერძოდ თითოეული, ვინც ამტკიცებს, რომ არ არსებობს იმაზე მეტი სიხარული ქვეყნიერებაზე ვიდრე არის განჭვრეტა უმაღლესი თავისი თავის. ღმერთო, მომეცი მე მშვიდობა, მომეცი მე ნუგეში, ძალა და სიხარული.

* ჩვენ გვაქვს ჰირონიაკაშიპუს, პრაჰლადას მამის, მაგალითი. მან დააგროვა ცოდნების უზარმაზარი რაოდენობა. მისი შესაძლებლობები და ძალები, შეძენილი შეუპოვრობით და ასკეტობით, იყო წარმოუდგენლად დიდი. ის ისე გაამაყდა თავისი მიღწევებით, რომ მივიდა ღმერთის უარყოფამდე და განაცხადა, რომ მას ის არ სჭირდება. მაგრამ მოვიდა დღე, როცა მას მოუწია გამოეცა მოთხოვნითი მოწოდება ღმერთისკენ. ასევე თქვენც უმეცრებით ან ჯიუტობით შეგიძლიათ უარყოთ, უკუაგდოთ ღმერთი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ მოგიწევთ ელოცოთ მას სიბრალულის შესახებ (3, გვ. 213).

* ეს ინსტრუმენტი (სხეული – შემდგ. შენიშვ.) რომ ყოველთვის იყოს კარგად გამართული, თქვენ უპირველეს ყოვლისა უნდა იზრუნოთ სწორ კვებაზე, აგრეთვე დაარეგულიროთ სხვა ცხოვრებისეული ჩვევები. და შეხედეთ თქვენს სხეულს როგორც კაბას ან ტანსაცმელს, რომელიც დროდადრო უნდა გარეცხოთ, როგორც მრეცხავი რეცხავს ჭუჭყიან თეთრეულს. რას აკეთებს მრეცხავი? ის აშორებს ჭუჭყს ტანსაცმლიდან, რათა აღადგინოს მისი თავდაპირველი სითეთრე. ასევე ადამიანის სხეული, რომელსაც დასაბამიდანვე ახასიათებს სისუფთავე, ხდება უსუფთაო მისი არასწორი გამოყენებისგან. ამიტომ თქვენ უნდა გაასუფთავოთ იგი დახმარებით ღმერთ-მრეცხავისა, ისეთი „სარეცხი“ საშუალებების გამოყენებით, როგორიც არის ლოცვა, მანტრების გამეორება, მედიტირება და სიყვარული ღმერთისადმი.

მხოლოდ ღმერთი და ვერავინ მის მეტი ვერ შეძლებს გაწმინდოს თქვენი გული, რომელმაც დაკარგა თავისი საწყისი სისუფთავე. არასდროს არ დაივიწყოთ, რომ სხეული ეს არის სამოსელი. მხოლოდ უმეცრება აიძულებს ადამიანებს იფიქრონ, რომ მათი ჭეშმარიტი „მე“ – ეს არის სხეული. როცა თქვენ გათავისუფლდებით ამ უმეცრებისგან, თქვენში გაბრწყინდება ჭეშმარიტი ცოდნის თვალისმომჭრელი მზე (10, გვ. 34-35).

* ენა – ეს არის ბოძი, ბჰაჯანი (ჰიმნი უფალს) კი თოკი. ამ თოკის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მიიზიდოთ თქვენთან ყოვლისშემძლე უფალი. ღმერთი იმდენად კეთილია, რომ დაუთმობს თქვენს ლოცვებს და მოგცემთ თავისი მიბმის ნებას. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ თხოვოთ, რომ ის იყოს ყოველთვის თქვენს გვერდით, გატაროთ და წარგმართოთ თქვენ (22, გვ. 133).

* აზრი არა აქვს მრავალი თვეების განმავლობაში დაკავებული იყო ჯაფით (ღმერთის სახელის გამეორებით) და თჰაპასით (ასკეზით), გამყოფი წარმოდგენების გადაგდების გარეშე. მსგავსი თჰაპასი (ასკეზა) უბრალოდ გადაიქცევა თჰამასში (უძრაობაში, ინერციაში). ზოგიერთი ადამიანები ატოვებენ თავიანთ სადჰანას (სულიერ პრაქტიკას) შუა გზაზე გულგატეხილობისა და იმედგაცრუების გრძნობით, ფიქრობენ, რომ ღმერთი არასაკმარისად მწყალობელია მათ მიმართ, რადგან ის არ უცხადებს მათ თავის თავს მიუხედავად იმისა, რომ ისინი მრავალი წლების განმავლობაში ეწევიან ჯაფას. თუ თქვენ გინდათ შეიძინოთ ღმერთის ხედვა – პირველ რიგში უნდა განავითაროთ მასთან ღრმა გაერთიანების გრძნობა. სინამდვილეში, თქვენი ინტელექტი და შემეცნება არის თვით განსახიერება ღმრთიურების. ადამიანები ხშირად კითხულობენ: „სად იმყოფება ღმერთი?“, „ვინ არის ღმერთი?“ მე ვიტყოდი: „თქვენი ჭკუა – სწორედ ის არის ღმერთი“. როგორც ნათქვამია: „მანა ევა მანუშიიანამ კარანამ ბანდჰამოკშაიო“ (ჭკუა არის მიზეზი როგორც ადამიანის მონობისა, ასევე გათავისუფლებისა). მონობაც და გათავისუფლებაც წარმოიქმნებიან გამონაკლისად ჭკუის მადლით. ამიტომ ჭკუა – ეს არის ღმერთი. მსგავსივე სახით, ინტელექტი – ეს არის ღმერთი, ასევე არის ჩიტტა (შემეცნება). ჩვეულებრივ ადამიანები აქებენ ადამიანს მახვილი ინტელექტით, უწოდებენ მას ინტელექტუალს. მაგრამ ამ ყველაფრის იქით დგას ჭეშმარიტი ინტელექტუალი – ღმერთი. ჩვენ უნდა მიუძღვნათ ჩვენი ჩიტტა მას. ერთი დიდი ერთგული მღეროდა: „ოჰ, უფალო! ნება მიბოძე თაყვანი გცე შენ ჩიტტა შუდჰით (შემეცნების სისუფთავით)~. მაშასადამე, თქვენ ყველამ უნდა ელოცოთ ღმერთს შემეცნების (ჭკუის) სისუფთავით (27).

ლოცვა ღმერთს თვით ღმერთის გულისთვის. რომ მოიყვანო მოსავალი, საჭიროა წყალი. მაგრამ ნათესებს არ შეუძლიათ წყლის საძებნელად ცაში ასვლა. მოსავლის სასიკეთოდ ღრუბლები ჩამოდიან ძირს მიწაზე, წყლად დაღვრით. როცა თქვენ ევედრებით ღმერთს თვით ღმერთის გულისთვის, ის აიღებს თავის თავზე ზრუნვას რაზეც ინებებთ. ყვავილები სტუმრად არ ეპატიჟებიან ფუტკრებს, მაგრამ ფუტკრები თვითონ მიფრინავენ ყვავილებთან თაფლის ძებნაში. როცა თქვენ შეავსებთ გულს სიყვარულის ნექტრით, ღმერთი, როგორც ფუტკარი ყვავილთან, თვითონ მოვა თქვენთან, რათა დალიოს ნექტარი. პლასტმასის ყვავილთან არ მიფრინდება არც ერთი ფუტკარი. ასევე ღმერთი შეაღწევს მხოლოდ იმ გულში, რომელიც შევსებულია სიყვარულის თაფლით (6, გვ. 110).