სექტემბერი

01.09.21.
ადამიანის ყოველი საქმიანობა დამოკიდებულია ენერგიაზე რასაც ადამიანი იღებს საკვების მოხმარებიდან. სადჰანები რომელთაც ცდილობენ დამოკიდებულია მათი წარმატებისთვის სულიერი ასპირანტის მიერ მოხმარებული საკვების რაოდენობასა და ხარისხზე, თუნდაც ფათანჯალის მიერ რეკომენდებული წინასწარი მომზადების დროსაც კი. ყველაზე გარეგანი ხუთი გარე გარსიდან რომელიც ახვევია ათმას ბირთვს, კერძოდ კი ანნამაია კოშა (საკვების გარსი) გავლენას ახდენს ყველა დანარჩენ ოთხზე. ანნამაია კოშა არის გარსი შედგენილი მასალის, ხორცისა და ძვლისგან, აგებულისგან საკვებით რომელსაც მოიხმარს ადამიანი. ასკეტურად მოაზროვნე ასპირანტები და მაძიებლები საკვებს შეხედავენ ქედმაღლურად და ეპყრობიან როგორც რამეს რაც არ იმსახურებს ყურადღებას. მაგრამ, ვინაიდან ტანმოსილება და ჭკუა არის ძალიან ურთიერთდამოკიდებული, ვერავინ შეძლებს თავისთვის მისი უგულებელყოფის ნების მიცემას. როგორიც საკვები ამგვარი ჭკუა, როგორიც ჭკუა ამგვარი აზრი, და როგორიც აზრი, ამგვარი მოქმედება.
– ღმერთის საუბარი, 1979 წლის 22 მაისი.
02.09.21.
ძველ ინდოეთში, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად ლოცულობდნენ: “დაე ვიყოთ ორივენი მეგზურობა გაწეულნი და დაცულნი. დაე ჩვენ წინ ვიაროთ ერთად და მივაღწიოთ სულიერ ბრწყინვალებას ერთად, ჩვენი სწავლით. უკმაყოფილებისა და შეშფოთების ვერავითარმა კვალმა ვერ შეძლოს ჩვენი ურთიერთობის დაბინძურება. “მოსიყვარულე მასწავლებელი, რომელიც სიცოცხლეს უთმობს თავის პროფესიას, ხდება მისაბაძი მაგალითი მისი აღტაცებული მოსწავლეებისთვის. მასწავლებელს შეუძლია შექმნას ან დააზიანოს მოსწავლის მომავალი, რადგან ის არის გმირი ვისაც მოწაფეებს სურთ შეეჯიბრონ და მიბაძონ ჩაცმულობით, ჩვევებითა და ცხოვრებისა და აზროვნების სტილით. “როდესაც მასწავლებლები იყოფიან ჯგუფებად, ან სკანდალს უწევენ ერთმანეთს ან მხიარულობენ პოლიტიკის თამაშში, მოსწავლეები ადვილად ინფიცირდებიან იგივე საზიანო ტენდენციებით. დისციპლინა ფესვს იდგამს კამპუსის ატმოსფეროში მხოლოდ მაშინ როდესაც მასწავლებლები იძლევიან მაგალითს.” ”როგორიც ლიდერები, ამგვარი ხელმძღვანელობა”. როდესაც მასწავლებლები ქმნიან ჯგუფებს ძალაუფლებისა და გავლენის მოსაპოვებლად, ასევე აკეთებენ მოსწავლეებიც! ამრიგად, მასწავლებლებმა უნდა დაიჭირონ სიმაღლე როგორც მითითებით, ასევე პრაქტიკით, სწავლულობის, კომპანიონობის, ურთიერთ სიყვარულისა და სულიერი პროგრესის იდეალებით.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 22 მაისი.
03.09.21.
ყველა ერთგული იმედოვნებს ბოლოს უმაღლესი ნეტარების სიხარულს განცდას მისი სულიერი დისციპლინის შედეგად. მაგრამ ეს ნეტარება არ არის რაღაც ახლად საშოვნი ან შესაძენი; ეს არ არის ახალი გამოცდილება მოსაპოვებელი სულიერი დისციპლინით. ეს არის ყოველთვის შენთან, შენში; მაგრამ მისი გასინჯვა შეუძლებელია ეგოს დაბრკოლების გამო, რომელიც მოქმედებს როგორც ეკრანი, რომელიც მალავს მას ხედვიდან. ადამიანმა უნდა დაფლითოს ეს ფარდა ნაგლეჯებად. რაც ასპირანტს სჭირდება არის სულიერი დისციპლინა. შემდეგ, მარადარსებული ნეტარება შეიძლება იყოს შეცნობილი. იგი არ წარმოიქმნება ახლად; იგი ყოველთვის იქ არის. რაც მოდის და მიდის არის “მე”-ს და “ჩემი”-ს ეკრანი, რომელიც ფარავს ნეტარებას. იმ დროს როდესაც ცდილობენ ამოიღონ ეკრანი “მე ვარ მსიამოვნებელი” და “ეს ნივთები ჩემია”, ასპირანტი არ უნდა აჩქარდეს უაზროდ და იდარდოს ძალიან, თუ მოსალოდნელი ნეტარება არ გაიხსნება. ასეთ დროებში, მშვიდობა არის საიმედო დახმარება. თუ მშვიდობა კარგად არის კულტივირებული დასაწყისშივე, მაშინ შეიძლება მიაღწიო წარმატებას ნებისმიერ საქმეში, როგორ ძნელიც არ უნდა იყოს!
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 8.
04.09.21.
ღმერთი არის ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემღწევი, ყოვლისშემავსებელი; ის ააქტიურებს ობიექტურ მსოფლიოს და მოქმედებს ობიექტური მსოფლიოს მეშვეობით მთელი დრო. ქმნილება არის მუდამ მის მეურვეობაში. ეს არის დუალისტების (დვაითინების) დოქტრინა. ეს იძლევა შეკითხვის საბაბს. როდესაც სამყარო იმართება ღმერთის მიერ, როგორ უშვებს ის მას იყოს ასე ბიწიერი და ბოროტი? გაცემული პასუხი არის რომ ღმერთი არ არის პასუხისმგებელი მწუხარებასა და ტკივილზე. ჩვენი ჩადენილი ცოდვები არის ჩვენი განცდილი მწუხარების წინაპრები. სიხარული და მწუხარება არის შედეგები სიკეთისა და ბოროტების რასაც ადამიანები სჩადიან. ღმერთი არის მოწმე. ის არ სჯის და არ იწვევს მწუხარებას. ტანმოსილი სული (ჯივი) არის დაუსაბამო, ანუ არ აქვს დაბადება, მაგრამ ის ერთვება თავად განუწყვეტელ საქმიანობაში და ამგვარად უნდა გაიაროს ამ საქმიანობის გარდაუვალი შედეგები. ეს არის ყველას გამოცდილება და თითოეული ჭკუის დამახასიათებელი. ეს არის ობიექტური მსოფლიოს ურღვევი კანონი.
– სატია საი ვაჰინი, თავი 8.
05.09.21.
მასწავლებელთა სათნოება არეკლილია მათ მოსწავლეებში; მათი რწმენა შთააგონებს ახალგაზრდებს. თუ ადამიანები კარგავენ სიცოცხლეს და ანადგურებენ სხვების სიცოცხლეს მათი უნაყოფო საქმიანობით ან თუ ადამიანები ატარებენ ბედნიერ ცხოვრებას ახალისებენ სხვების ბედნიერებას – პასუხი დევს მასწავლებლების ხელში. ცხოვრება უხასიათოდ ისეთივე უნაყოფოა როგორც ტაძარი ნათურის გარეშე, მონეტა რომელიც ყალბია და ფრანი რომელსაც ძაფი აქვს გაწყვეტილი. მასწავლებელი ვინც ასწავლის მოსწავლეებს მისი ხელფასზე დაფიქსირებული თვალით და მოსწავლე ვინც სწავლობს მისი სამსახურზე დაფიქსირებული თვალით ორივე მოკლებულია თავის დანიშნულებას. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს გახსნას და გამოავლინოს მასში თანდაყოლილი უნარები და ხარისხები და წაახალისოს ის აიწიოს ყველაზე სრულ სიმაღლეზე რაც მას შეუძლია. ღმრთაებრივი არის ბირთვი ორივეში მასწავლებელშიც და მოსწავლეშიც. საგანმანათლებლო პროცესი არის ამ ჭეშმარიტების შესახებ გაცნობიერებულობის ამაღლება და ამ ფარული ძალის გამოყენების გადიდება.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 22 მაისი.
06.09.21.
პატარა ბავშვი შიშით დარბის იქით და აქეთ შეშინებულის ყვირილით: “დედა, დედა!” და ეძებს დაკარგულ დედას. დედა იყვანს ბავშვს თავის მკლავებით და სვამს მას თავის კალთაში. ბავშვი წყვეტს ტირილს და თავისუფალია ყოველგვარი შიშისგან. მაგრამ შეუძლია თუ არა ბავშვს გამოთვალოს და იპოვოს განსხვავება მის წინა მდგომარეობასა და ახლანდელ შემსუბუქებას შორის? არა! არც არის საჭირო ამის გაკეთება! ის ვინც ყოველთვის ცდილობს ემსახუროს უფალს თვით ჩაიძირება ღმერთში როდესაც დიდებული შანსი გაჩნდება. ამ დასწრებაში, არანაირ მღელვარებას ან უსიამოვნებას არ ძალუძს ადამიანის შეწუხება! მღელვარება და უსიამოვნება აწუხებს მხოლოდ მიღწევის მომენტამდე; შემდგომ, მთელი ყურადღება გადატანილია გამოცდილებისკენ! წარსული ბრძოლა და ტანჯვა დავიწყებულია. ამიტომ, ყველა ასპირანტმა და ერთგულმა უნდა იგნოროს და დაივიწყოს ყველა ათასი უბედურება რაც განვლო და უნდა დაკავდეს მხოლოდ ფიქრებით უფლის შესახებ! ეს არის გზა სიხარულის მისაღებად. ერთგულებას სხვა ჯილდო არ აქვს!
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 8.
07.09.21.
”მე ძალიან მომწონს დავსაქმდე თვით მხოლოდ ამ ამოცანით.” “მე ვცდილობდი სიკეთის გაკეთებას მისთვის, მაგრამ მან იგნორირა ჩემი სურვილი და სცადა ჩემი დაზიანება.” ესები არის ჩვეულებრივი მიზეზები დაძაბულობისა და სტრესისთვის რასაც ხალხი ახსენებს რომ მოქმედების იოგა (კარმა იოგა) მოიცავს. ასეთი იმედგაცრუება აიძულებს ადამიანს დაკარგოს საქმიანობის ინტერესი. ადამიანს სურს სიკეთის კეთება და ცდილობს გაუკეთოს სიკეთე ვინმეს რამით, იმედით რომ მიიღებს სიხარულს აქედან და გაანაწილებს სიხარულს. როცა ასეთი სიხარული არ ჩნდება, სასოწარკვეთილება დგება! მაგრამ ნამდვილი იოგი ასრულებს საქმიანობას მიჯაჭვის გარეშე, იმის მცოდნეობის გარეშე ვის ეხმარება მოქმედება ან როგორ. გაკვეთილი რასაც კარმა-იოგა ასწავლის არის: გააკეთე მოქმედება როგორც მოქმედება, მოქმედების გულისთვის! რატომ ივსებენ კარმა-იოგები თავიანთ ხელებს სამუშაოთი? იმიტომ რომ ეს არის მათი ნამდვილი ბუნება; ისინი გრძნობენ ბედნიერებას იმ დროს როდესაც ასრულებენ სამუშაოს. სულ ეს არის. ისინი არ გარიგდებიან შედეგებისთვის; ისინი არ არიან ნაბიძგები რამე გაანგარიშებით; ისინი აძლევენ, მაგრამ არასოდეს იღებენ. მათ არ იციან არც მწუხარება არც იმედგაცრუება, რადგან მათ არ ჰქონდათ რამე სარგებლის მოლოდინი!
– სატია საი ვაჰინი, თავი 10.
08.09.21.
სრულყოფილი უსაფრთხოების მოპოვება მოითხოვს სრული ერთგულების გზის მიდევნას და უფლისადმი საკუთარი თავის მიძღვნას. იგი შეუძლებელია მოპოვებული იყოს სხვა საშუალებებით. სულიერი სიბრძნის (ჯნანას) გზა შესაძლებელია მხოლოდ მილიონში ერთისთვის; იგი არის ყველას მიღწევადობის მიღმა. არის შესაძლებელი უარყოფა ტანმოსილების და ობიექტური მსოფლიოს, რაც ასე ცხადია გრძნობებისთვის, გამეორებით „არა ეს, არა ეს (ნეტი, ნეტი)“? თუ ეს არის შეუძლებელი, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას არგუმენტი “არა ეს, არა ეს”? არსებულ პირობებში, სიბრძნის გზა მართლაც ძალიან რთულია. უანგარო საქმიანობის გზა არის ასევე არა თავისუფლად განხორციელებადი. იგი ასევე სავსეა სირთულეებით. მუშაობაში სათანადო სულით, სიყვარული და ერთგულება არის აუცილებელი წარმატებისთვის. იოგას ან ზიარების გზა ასევე ეკლიანობს დაბრკოლებებით. ამგვარად, ერთგულების გზა არის უგლუვესი, მეტად ხელსაყრელი და მეტად ნეტარება-მომტანი!
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 9.
09.09.21.
უფლის ოჯახი არის ჩვენი იდეალი, რომელიც ინარჩუნებს ჰარმონიასა და მშვიდობას, მათ შორის არსებული ანტაგონისტური ელემენტების მიუხედავად. სატრანსპორტო საშუალებები: შივას (ხარი), პარვატის (ლომი), განეშას (თაგვი) და სუბრაჰმანიას (ფარშევანგი) მათ ბუნებრივ მდგომარეობაში ერთმანეთის მიმართ არის მტრული. მაგრამ უფლის თანდასწრებით ცხოვრებისას, მათ უკუაგდეს მტრობა და ცხოვრობენ მშვიდად. ჰარმონია ღმრთაებრივ ოჯახში გვიჩვენებს რომ სადაც არის ღმრთიურება, იქ არის მშვიდობა და მეგობრობა! სიძულვილი და ეჭვიანობა ჩნდება როდესაც ღმერთის ყველგანმყოფობა არის დავიწყებული ან იგნორებული. ვინაიაკა ჩატურთის მსგავსი წმინდა დღეები უნდა აღინიშნოს თვით ჩვენთვის წმინდა ჭეშმარიტებების შესახსენებლად და შესაბამისად ჩვენი ჭკუისა და ცხოვრების განსაწმენდად. ესები არ უნდა განიხილებოდეს როგორც დღესასწაულები მოლხენისა და მხიარულებისთვის. განაპატი უნდა იყოს ნათაყვანები ასე რომ ყველა განა (არსება) გახდეს მეგობრული და დამხმარე ჩვენთვის. თიაგარაჯა მღეროდა რომ თუ ვინმე მიიღებს უფლის წყალობას (დეივანუგრაჰამს) ყველა პლანეტა (გრაჰა) იქნება მის ხელში. ჩვენ უნდა გავწმინდოთ ჩვენი გულები ასე რომ ღმერთმა შეძლოს თავისი წყალობის გადმოღვრა ჩვენზე.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 10 სექტემბერი.
10.09.21. განეშ ჩათურტი
კაცი შეზღუდულია სამი მიდრეკილებით. პირველი არის დაუფლების დიდი სურვილი (კამა). როდესაც ეს სურვილი მტყუნდება, რისხვა (კროდჰა) ეწევა თავის კაპიშონს. როდესაც სურვილები სრულდება და ნივთი არის შეძენილი, მესამე ტენდენცია, სიხარბე (ლობჰა) იპყრობს მას. თუ ვინმეს სურვილი არის სასარგებლო, ღმერთი ღვრის თავის წყალობას. განეშას არ აქვს არც სურვილი, არც რისხვა, არც სიხარბე. მისი წყალობა არის მისაწვდომი ყველასთვის ვინც ეძებს კარგ და ღმრთისმოსავ მიზნებს. ყურადღება მიაქციეთ სატრანსპორტო საშუალებას რაც მან აირჩია, თაგვს! თაგვი არის არსება რომელიც მიჰყავს, განადგურებამდეც კი, ვასანს (ნივთების სუნს). ყველა კაცი არის ჩვენს ჭკუაზე წარსული ცხოვრებიდან ჩაბეჭდილი უპირატესობებისა და მისწრაფებების (ვასანების) მსხვერპლი. განეშა ახშობს და თრგუნავს ვასანებს რომლებიც არასწორად მიმართავს ადამიანს და ქმნის უბედურებას. ღმერთთან ასოცირება, სატრანსპორტო საშუალებებად, ორნამენტებად, აქსესუარებად ან ღმერთების მსახურებად, ასაჩუქრებს თუნდაც საგნებს, ცხოველებს და ადამიანებს განსაკუთრებული წმინდა სტატუსით! ამ შემთხვევაში თაგვი არის პატივნაცემი, იგი იზიარებს განეშასადმი შეთავაზებულ თაყვანისცემას.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 18 სექტემბერი.
11.09.21.
ერთგულება უნდა განხორციელდეს საკუთარი გამოცდილებით, თუმცა დიდ სულებს შეუძლიათ მცირედ გაანათონ გზა თქვენთვის თავიანთი მაგალითებით. მათი დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ რაღაც გზის შესახებ, მაგრამ გახსოვდეთ რომ სიტყვები ძალას კარგავს როდესაც ესები უახლოვდება იმქვეყანას. მაითრეიმ ერთგულის ჭკუა შეადარა წყნარ ტბას, ანუ სადაც ყველანაირი მღელვარება შეწყდება და ჭკუა ხდება არააქტიური, არაეფექტური და ძალაგამოლეული არაფრამდე. კაპილამაჰარში, იგივე ერთგულებაზე საუბრისას, ადარებს მას მდინარე ნაკადს. ნაკადები და მდინარეები მიედინება უწყვეტად, დასვენების გარეშე ზღვისკენ; ასევე, დაბადებიდანვე, ერთგულს წყურია მიაღწიოს უფლის წყალობის ზღვას. დევი ბჰაგავატამში ნათქვამია რომ ერთგულება არის როგორც ზეთის დენა ერთი ჭურჭლიდან მეორისკენ. სანკარა ახასიათებს ერთგულებას განსხვავებულად სივანანდალაჰარში. რკინის ნაჭრის მსგავსად რომელიც მიიზიდება მაგნიტისკენ, ჯივიც მიიზიდება უფლისკენ და მყარად ამაგრებს თავის თავს მასთან. თუმცა თითოეული ამას სხვადასხვანაირად განმარტავს, ყველა ინტერპრეტაცია სწორია, რადგან ეს ყველა ემყარება ნამდვილ გამოცდილებას, რაც არ შეიძლება იყოს უარყოფილი.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 9.
12.09.21.
ერთგულების იოგა ასწავლის ადამიანებს სიყვარულის გზას; არა სარგებლის მიღების სიყვარულს. გიყვარდეთ ყველა, ისევე როგორც თქვენ გიყვართ საკუთარი თავი. ვერავითარი ზიანი ვერ მოგადგებათ თქვენ! სიყვარული მხოლოდ ავრცელებს სიხარულსა და ბედნიერებას ყველას მიმართ; ღმერთი არის ყველა არსებაში როგორც სიყვარული. ასე რომ, სიყვარული მიმართული და მიღებულია არა ცალკეული პირების არამედ ღმერთის მიერ, ვინც იქ ცხოვრობს! ღმერთის მაძიებელი ვინც ეყრდნობა ერთგულებისა და მიძღვნის გზას განცდის ამ ფაქტს! ზოგს უყვარს ღმერთი როგორც დედა ან მამა, ან როგორც “უსაყვარლესი და უახლოესი მეგობარი” ან როგორც მათი საყვარელი, მხოლოდ სასურველი მიზანი. ყველა მცდელობა არის ინდივიდუალური სიყვარულის შესარწყმელად სიყვარულის ოკეანესთან, რაც არის ღმერთი! სადაც უანგარო სიყვარული არის აშკარა, მიიღეთ იგი როგორც ღმერთის საკუთარი სიყვარული! ღმერთს უყვარს კაცობრიობა უსაზღვროდ. აქედან გამომდინარე, როდესაც ვინმე გადაწყვეტს ემსახუროს კაცობრიობას, ღმერთი აღვრის თავის წყალობას უხვად. როდესაც რომელიმე ადამიანის გული დნება სხვის ტანჯვაზე და ფართოვდება თანაგრძნობის შედეგად, იცოდეთ რომ ღმერთი არის იქ!
– სატია საი ვაჰინი, თავი 10.
13.09.21.
მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ ცოდნა ღმრთაებრივის იმანენტურობის და მისი ტრანსცენდენტურობისაც კი, ისინი არ შეიძლება იყვნენ პატივნაცემი როგორც სიბრძნის ადამიანები (ჯანინები), რადგან ცოდნა უნდა იყოს შეთვისებული რეალური გამოცდილებით. ეს არის საკვანძო გამოცდა. არ არის ეს საკმარისი თუ ინტელექტი თავს აქნევს თანხმობის ნიშნად და შეუძლია ამტკიცოს რომ ღმრთაებრიობა არის ყველაფერი. ამ რწმენამ უნდა შეაღწიოს და ბიძგი მისცეს მორწმუნეში ცხოვრების ყოველ წუთსა და ყოველ მოქმედებას. სიბრძნე არ უნდა იყოს მხოლოდ აზრების ნაკრები ან წესიერად აგებული პრინციპების პაკეტი. რწმენამ უნდა გააცოცხლოს და აღაფრთოვანოს ყოველგვარი აზრი, სიტყვა და საქმე. საკუთარი თავი გაჟღენთილი უნდა იყოს სულიერი სიბრძნის ნექტარით. ინტელექტი არის ცუდი ინსტრუმენტი, რადგან რასაც ინტელექტი ამტკიცებს როგორც სწორს დღეს არის უარყოფილი ხვალ იმავე ინტელექტით მეორე აზრში! ინტელექტი ვერ განსჯის რამეებს საბოლოოდ და ყველა დროსთვის! ამიტომ, ეძებეთ გამოცდილება. მას შემდეგ რაც ეს გამოცდილება მოიპოვება, ათმა შეიძლება იყოს გაგებული “როგორც ეს ყველაფერი”. ეს არის სიბრძნის ჯნანა-იოგა!
– სატია საი ვაჰინი, თავი 1.
14.09.21.
მასაზრდოებელი წმინდა წერილები ხელს შეუწყობს მსოფლიოს კეთილდღეობის კვებას. წმინდა წერილების გამოსაკვებად ადამიანმა უნდა თქვას სიმართლე (სათიამ ვადა); მსოფლიოს გამოსაკვებად, ისაუბროს სასიამოვნოდ (პრიამ ვადა). თუ ეს ორი წესი მიღებულია მხედველობაში და პრაქტიკდება, არავითარი უფრო დიდი დისციპლინა არ არის საჭირო. მხოლოდ მშვიდობის ატმოსფეროში შეიძლება ჩაიდოს ასეთი წმინდა წესები მოქმედებაში. ამ სიმშვიდის მოსაპოვებლად, მუდმივი ძალისხმევა და ჰარმონია არის აუცილებელი, იგივენაირად როგორც წმინდა წერილებისა და მსოფლიოს გამოკვებისთვის. როდესაც მშვიდობა მიიღწევა, მაშინ ყველაფერი არის სიმშვიდე (სამ-რასა). სიმშვიდე არის მშვიდობის ნამდვილი ბუნება. ყველა უნდა იყოს დაჯილდოვებული ამ მშვიდობითა და სიმშვიდით და უნდა დაამყაროს რწმენის ხანა, მოკლებული არაწმინდა წერილის ყოფაქცევას, დამოკიდებულებას, ქცევას, ჩვევებს და ხასიათს. ერთგულება არის ამ მშვიდობის ნამდვილი წყარო, ასე რომ თუ ყველა დარგავს მას თავის გულში და გამოკვებავს მას ზრუნვით და მუდმივი ყურადღებით, სიკეთისა და ჰარმონიის მოსავალი შეიძლება იყოს მიღებული.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 10.
15.09.21.
ჭკუას არ უნდა მიეცეს ნება იხეტიალოს როგორც იგი წარმოიდგენს. იგი უნდა გაკონტროლდეს უმცირესი სინაზისა და მოწყალების გარეშე. თუ შესაძლებელია, ადამიანმა უნდა დაუმიზნოს თუნდაც მის განადგურებას, რომ აიძულოს ჭკუა შორს იყოს ამსოფლიურ საგნებთან კონტაქტიდან. რატომ? მხოლოდ მაშინ როდესაც ეს შესრულდება, თქვენ შეძლებთ გაიგოთ თქვენი ნამდვილი ვინაობა. ამ რეალობის გაცნობიერება არის მდგომარეობა სახელით განთავისუფლება (მუკთი). შემდეგ, ყველა სახის უსიამოვნება და ტანჯვა, ეჭვი და დილემა მთავრდება; ადამიანი ძლევს მწუხარებას, ილუზიას და მღელვარებას და მკვიდრდება მშვიდობის წმინდა სიჩუმეში. ჯერ, უარი თქვით ყოველგვარ უწმინდურ იმპულსებზე და კულტივირეთ სუფთა. შემდეგ, სცადეთ ეტაპობრივად უარი თქვათ ამათზეც და ჭკუა გახადოთ უმიზნო (ნირ-ვიშაია). ამგვარად მიღწეული მშვიდობა არის მანათობელი, ნეტარი და შეერთებული სიბრძნესთან; ეს მართლაც არის განცდა ღმრთაებრიობის, თვით ღმერთის. ასპირანტმა ვინც ცდილობს ამ მშვიდობის მიღწევას, მუდმივად უნდა აპრაქტიკოს სათნო ცხოვრება, უნდა დაძლიოს ყველა საწყისი დაბრკოლება.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 1.
16.09.21.
როდესაც საუკუნეები მიედინება მიწაზე ერთმანეთის მიყოლებით, ჩნდება ახალი პრობლემები და ახალი სიტუაციები და მძიმე მდგომარეობები დგება ვიღაცის პირდაპირ, ამიტომ წარსულის კანონები და საზღვრები უნდა შეიცვალოს აქა-იქ. ნამდვილად, ასეთი კორექტირება არის ჩანაფიქრის ნაწილი. ხალხს უნდა წარედგინოს სულიერი პროგრესის გზა შეცვლილ გარემოებებში, რათა ახალი ეპოქის სამართლის კოდექსი გამოცხადდეს სავალდებულოდ. თუმცა, შემდეგი უნდა იყოს მხედველობაში. ათმადჰარმა (ღმრთაებრივი დჰარმა) განცხადებული ვედანტაში არის მარადიული და ცვლილებებს დაუქვემდებარებელი. ის არასოდეს შეიძლება იყოს გაღარიბებული ან “მორგებული იყოს დროის მოთხოვნილებებზე”. მუდმივი სწავლება არის: რწმენა ათმაში როგორც მთავარში, რეალობასა და მიზანში ჭეშმარიტია ყველა დროსთვის. ათმა-დჰარმას ჭეშმარიტებები დაყრდნობილია მარადიულ ძირითად საფუძვლებზე პიროვნებისა და ბუნების (პრაკრიტის), რაც არის ღმრთიური ნების პროექცია. ამგვარად, ესები არის ცვლილებების მიუწვდომელი. ესები ისეთივე მართებული და მოქმედია დღესაც როგორც ესები იყო ათასობით წლის წინათ.
– სატია საი ვაჰინი, თავი 12.
17.09.21.
თითოეული ადამიანი არის საკუთარი ბედისწერის მიზეზი, კარგის თუ ცუდის. თითოეული არის მშენებელი, არქიტექტორი. ბედი, ბედისწერა, წინასწარგანსაზღვრა, ღმერთის ნება – თითოეული ეს ახსნა ეცემა კარმას (წარსული ქმედებების შედეგების) პრინციპით. ღმერთი და ადამიანები შეიძლება იყოს შეთავსებული და შეერთებული მხოლოდ კარმას ამ პრინციპის საფუძველზე. როდესაც ადამიანი ხვდება, რომ ღმერთს არ აქვს წვლილი ვინმეს ტანჯვის გამოწვევაში, რომ თითოეული მათგანი არის ერთადერთი მიზეზი, რომ არანაირი ბრალი არ ედება ნებისმიერ სხვას, და რომ ის თავისუფალია განსაზღვროს თავისი მომავალი, მაშინ ის უახლოვდება ღმერთს უფრო მტკიცე ნაბიჯით და წმინდა ჭკუით. თუ ადამიანი ტანჯულია უბედურებებით ახლა, ეს არის უდავოდ მისი წინა ქმედებების შედეგი. შესაბამისად, ადამიანმა უნდა დაიჯეროს რომ ბედნიერება და იღბალი ასევე დევს მის საკუთარ ხელებში. თუ ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებს, ბედნიერება და კეთილდღეობა შეიძლება მოიპოვოს.
– სატია საი ვაჰინი, თავი 13.
18.09.21.
სიბრძნე (ჯნანა) არის ძვირფასი ამბროზია შეგროვილი ცოდნის ყველა წყაროდან. ეს არის ტკბილი შემამაგრებელი კარაქი შედღვებილი და შეგროვებული წმინდა წერილებიდან. სიბრძნე არ არის დისკრიმინირების და განცხადების უნარი: “ეს არის ბრტყელი, ეს არის მრგვალი”, “ან ეს არის ბორცვი, სახლი” და ა.შ. ეს არის საერთო ცოდნა! შემდეგი, ჩვენ შეიძლება გვქონდეს კარგი ცოდნა (სუჯნანა), როდესაც განვასხვავებთ სწორს და არასწორს, ან კარგს და ცუდს, ან როდესაც თქვენ აღმოაჩენთ რომ კონკრეტული საქმიანობა არის ჩემი და სხვების გაუმჯობესებისთვის. სიბრძნე და კარგი ცოდნა ორივე შეზღუდულია ადამიანის ინტელექტით! არსებობს უმაღლესი სიბრძნე, როდესაც გული ტრასფორმირდება ჭეშმარიტების, არაძალადობისა და თანაგრძნობისადმი ერთგულებით. ადამიანი ამ უმაღლესი სიბრძნით იგებს თავის საკუთარ მე-ს და მის ნათესაობას კოსმოსთან და მის შემქმნელთან. ადამიანი ცხოვრობს ამ გაგების შესაბამისად, ეჭვისა და დისჰარმონიის გარეშე. უმაღლესი სიბრძნის საზომი არის დჰარმა (უბიწოება). რაც უფრო მეტი დჰარმა ჩაიდება პრაქტიკაში, ადამიანი მით უფრო მეტად ხდება ფესვგადგმული უმაღლეს სიბრძნეში.
– სატია საი ვაჰინი, თავი 20.
19.09.21.
განთავისუფლება არის სამადჰი ან მშვიდობა მიღწეული შინაგანი ადამიანის განწმენდის სულიერი დისციპლინით – სულიერი დისციპლინით უარყოფის შთაბეჭდილებების რომლებსაც ადამიანი იღებს ხედვის, სმენის, წაკითხვის, სწავლის, კეთების და გაკეთებული საგნების შოვნის მეშვეობით. ადამიანები გატანჯული აუტანელი ფიზიკური ტკივილით არ ინტერესდებიან გართობით, არა? მსგავსად, გულწრფელ მაძიებელს და ერთგულს არ შეიძლება ჰქონდეს რამე ინტერესი ობიექტური სიამოვნებისა და წვრილმანი ვნების მსოფლიოს თეატრში. ეს დაბალი სურვილები ჯერ უნდა იყოს უკუგდებული და შეჩერებული. ესები წევს ყველა ტანჯვის მიზეზში. საკუთარი თავის დასტაბილება განჯაჭვულობაში არის თავის თავად უმაღლესი ასკეზა (თაპასი), ყველაზე უფრო მკაცრი აღთქმა. ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს ფხიზლად ამ ასკეტობაში და ესწრაფოს კვლავ და კვლავ. სიარულის მცდელი ბავშვის მსგავსად, თქვენ შეიძლება გაუბედავად გადადგათ რამდენიმე ნაბიჯი, წაიბორძიკოთ, და დაეცეთ, მაგრამ ბავშვის მსგავსად, თქვენ უნდა აწიოთ თავი ღიმილით და დაიწყოთ ხელახლა.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 13.
20.09.21.
სამყაროში ყოვლისმომცველი ღმრთიურის არსებობის აღმოსაჩენად, ჩვენ უნდა შევიცნოთ ღმრთიური ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც ხედვის ძალა თვალში და სმენის ძალა ყურებში, ასევე ღმერთი ვლინდება როგორც ცნობიერება ადამიანის ტანმოსილებაში. არ არსებობს ადგილი მსოფლიოში სადაც ღმერთი არ არის. ქმნილება არის ღმერთის გამოვლინება. ეს არის ღმერთის ფორმა სახელად პრაკრუტი (ბუნება). აქედან გამომდინარე, კაცი, ვინც არის ბუნების შვილი, თავისი არსით არის ღმრთიური. კაცი იბადება ღმრთიური ხარისხებით. ისევე, როგორც ნერგი იზრდება თესლიდან, ყვავილი ნერგიდან და ნაყოფი ყვავილიდან, ღმერთი არის მთელი კოსმოსის თესლი. კაცი შინაგანად არის ზნეობის, უბიწოებისა და სულიერების ერთობლიობა. სამწუხაროდ, ამ ძირითადი ხარისხების დავიწყებით, დღეს კაცი მოკლებულია მორალს, უბიწოებასა და სულიერებას. გათვალისწინებით ადამიანის დაბადების სიწმინდის, ეს არის სირცხვილი რომ კაცი ასე დეგრადირებული უნდა იყოს დღეს. კაცი არის ტანმოსილება სატ-ჩიტ-ანანანდის (ყოფიერება-ცნობიერება-ნეტარების) რაც არის ღმრთიურის ატრიბუტები!
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 7 აპრილი.
21.09.21.
დღეიდან ეცადეთ გაწმინდოთ თქვენი გული ყოველგვარი სიბინძურისაგან რაც შეიძლება იყოს მასში! ეს როგორ უნდა გაკეთდეს? ერთი, მედიტირებით ღმერთზე. მეორეც, საზოგადოებისადმი მსახურებით. ამ ორით მხოლოდ, მიიღწევა გულის სიწმინდე. თუ თქვენ მიიღებთ ღმერთის სიყვარულს, თქვენ შეძლებთ მიიღოთ ყველაფერი. არსებობს სიყვარული თქვენში. გამოიყენეთ იგი ღმერთის სიყვარულის მოსაპოვებლად. ილოცეთ ღმერთის სიყვარულისა და ნეტარებისთვის. სიყვარულის ტანმოსილნო! ბევრი ელოცება ღმერთს მთელ მსოფლიოზე. ისინი ლოცულობენ ამა თუ იმ სახის ამსოფლიური სურვილების განხორციელებისთვის. ეს არ არის სწორი სახის ლოცვა. თქვენ უნდა ელოცოთ ღმერთს მისი სიყვარულის წყალობისთვის. ის სიყვარული მარადიულია. ეს არის უსასრულო. ღმერთს აქვს კიდევ ერთი თვისება. ის არის ნეტარების განსახიერება. ის არის სატ-ჩიტ-ანანდა (არსება-შემეცნება-ნეტარება). ელოცეთ ღმერთს მოგანიჭოთ ეს ნეტარება. ღმერთის ნეტარება არის უსაზღვრო და მარადიული. ყველა ამქვეყნიური სიამოვნება არის წარმავალი და მოჩვენებითი.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 7 აპრილი.
22.09.21.
დაკავშირდით ათმასთან თქვენში; მიიღეთ დასაყრდენი და თავშესაფარი მასში და იფიქრეთ მასზე განუწყვეტლივ. შემდეგ, ყველა ბორკილი გაქრება, რადგან კავშირს რომლითაც თქვენ აბამთ თქვენ თავს უფალთან ან ათმასთან აქვს ყველა სხვა ბორკილის შეხსნის ძალა. “მიუჯაჭველებს” აქვთ ნამდვილი სიყვარული ყველას მიმართ. მათი სიყვარული არ არის მხოლოდ სუფთა, ეს არის ღმრთაებრივიც. ეს არის მშვიდობის განსახიერება. ეჭვგარეშე, ადამიანს შეუძლია მიაღწიოს უფალს თუ ის გათავისუფლდება ყოველგვარი ვნებისგან და მიჯაჭვულობისგან (რაგასგან) და ჩაებმება ზემოთ ნაბრძანებ ქმედებებში. თვითაღკვეთა ან განმარტოებულობა (ვაირაგია), რა თქმა უნდა, არ ნიშნავს უარის თქმას კერასა და სახლზე, ან მაღალ მდგომარეობასა და თუნდაც სამეფოებზე. ეს არის ყველაფერში იმანენტური ღმრთაებრიობის გაგება, ყველა განსხვავებული სახელისა და ფორმის გაქრობა და ყველაფერსა და ყველა ადგილში ღმრთაებრივის განცდის ნეტარება, რაც არის მისი რეალობა.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 13.
23.09.21.
ამსოფლიური უპირატესობები მოდის და მიდის. ესები არ არის ნივთები რაც თქვენ უნდა ივედროთ. ილოცეთ ღმერთის სიყვარულისა და ნეტარებისთვის. ეცადეთ გააცნობიეროთ თქვენი ღმრთაებრიობა. შემდეგ თქვენ განცდით ღმრთიურს მთელ კოსმოსში. თქვენ განცდით ნეტარებას რაც ავსებს სამყაროს. როდესაც თქვენ შეხედავთ მსოფლიოს ღმრთიური ნეტარების თვალით, თქვენ აღმოაჩენთ ნეტარებას ყველგან. თუ თქვენს ხედვაში არის სიძულვილი, თქვენ დაინახავთ სიძულვილს ყველგან. ამიტომ, დაიწყეთ ამით, შეცვალეთ თქვენი ხედვა. უმზირეთ მსოფლიოს მშვიდობის, სიყვარულისა და თანაგრძნობის ხედვით. მაშინ მთელი მსოფლიო გამოჩნდება მოსიყვარულე და მშვიდობიანი. როდესაც თქვენი გული სავსე იქნება სიყვარულით, თქვენ განცდით ღმერთს მთელ კოსმოსში. ხედეთ ღმრთაებრივი ყველაში. თავი აარიდეთ სიძულვილსა და ბოროტებას. ერთგულების წლების შემდეგ, ბევრს კვლავ არ აქვს ფართო მსოფლმხედველობა და ყოვლის გარემომცველი სიყვარული. სიყვარულის ტანმოსილებო, წაახალისეთ სიყვარული თქვენს გულებში განუწყვეტლივ – სიყვარული, რომელიც არის უკვდავი და უსასრულო!
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 7 აპრილი.
24.09.21.
კაცობრიობას შეუძლია ბედნიერების მოპოვება მხოლოდ ერთობით და არა სხვადასხვაგვარობით. თუ აზრები და გრძნობები მიდის განსხვავებისა და დაყოფის გზებზე, ბედნიერება არის მისაწვდომობის მიღმა და მშვიდობა ვერ იქნება განცდილი. მშვიდობის გარეშე, თქვენ არ გაქვთ არავითარი შანსი იყოთ ბედნიერი. მივიჩნიოთ ერთი განუყოფელი ოკეანე როგორც მიზანი. რატომ აქვს მდინარის დინების მიმართულებას მნიშვნელობა? რატომ აქვს სახელს მნიშვნელობა? მდინარეები შეერთდება იმავე ზღვაში, არა? სულიერი ასპირანტები და ერთგულები, ვინც იღებს იოგას გზას, ერთგულების გზას ან მშვიდობის, დჰარმის, ჭეშმარიტებისა და სიყვარულის გზას აღწევენ წყალობის ოკეანეს ბოლოს და სახელი და ფორმა ქრება; განსხვავებები ქრება. ისინი კურთხეულნი არიან მშვიდობის ზღვაში შერწყმით. ასე რომ, ერთიანობა ყოველთვის უნდა იყოს თვალწინ. არასოდეს კვებოთ განსხვავების, უფლის განსხვავებული სახელებისა და ფორმების, განსხვავებული გზების იდეები. ასეთი იდეები არის დაბრკოლებები ნეტარების მიღწევისთვის. თავი აარიდეთ ამ დაბრკოლებებს; განივითარეთ თანასწორი ხედვა.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 14.
25.09.21.
ჭკუა არის ძალიან ძლიერი. მისი ძალის გაუგებრად, ადამიანი ამაყობს თავისი შეზღუდული ცოდნით. ეს არის სრული სისულელე. ის განცდს მან იცის ყველაფერი. ის ამხიარულებს თავის ჭკუას წვრილმან მიზნებზე ათმას შეცნობის მცდელობის გარეშე. ეს არის მიზეზი რათაც ადამიანი დაქვემდებარებულია სირთულეებსა და უბედურებებს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ბედნიერებაზე ან უბედურებაზე. თქვენ არ უნდა დაადანაშაულოთ სხვები თქვენი მდგომარეობისთვის. რადგან თქვენ ხართ უუნარო გააცნობიეროთ თქვენი ნამდვილი მე, თქვენ განცდით სიამოვნებისა და ტკივილის დუალობებს. მას შემდეგ რაც თქვენ გეცოდინებათ თქვენი ნამდვილi მე, თქვენ არ იქნებით მათით ზეგავლენილი. ცოდვაა სხვების დადანაშაულება თქვენი ტანჯვისთვის. თქვენ იტანჯებით თქვენს გრძნობებში ზნეობის ნაკლებობისა და არასათანადო ქცევის გამო. თქვენი ბედი ეყრდნობა თქვენს ხასიათზე. ხასიათი ეყრდნობა მოქმედებებზე. მოქმედებები ეყრდნობა აზრებზე. აქედან გამომდინარე, კულტივირეთ ზნეობა და წმინდა აზრები.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 14 იანვარი.
26.09.21.
მშვიდობით სიამოვნების მისაღებად, კაცობრიობა უნდა იყოს დჰარმის იდეალებით კონტროლირებული და მიმართული; ეს დამოკიდებულია ოჯახში ურთიერთ შემწყნარებლობაზე, რომელიც ისევ ემყარება ინდივიდუალურ ქცევას რაც არის სუფთა (სატვიკი) და რაც მიზნად ისახავს ყველას სიამოვნებას. ასეთ ქცევას აქვს თავისი ხიბლი. მოერიდეთ თქვენს ქცევაში, მოქმედებებსა და მეტყველებაში სხვებში ტკივილის ან შეურაცხყოფის გამომწვევ, ან ზიანისა და ტანჯვის მიმყენებელ ყველანაირ კვალს. აღმოაჩინეთ საკუთარი თავის ამგვარად რეფორმირების საუკეთესო საშუალებები, აპრაქტიკეთ ცხოვრების ეს ტიპი, თავი შეიკავეთ საკუთარი თავის დაზიანებაზე თქვენივე სიკეთისთვის, და ყოველთვის იარეთ ჭეშმარიტების გზით. ამისათვის, დიდი გულწრფელობა არის აუცილებელი. ადამიანებს შეუძლიათ მისი შეძენა მხოლოდ თუ მათ აქვთ (1) ამის თანდაყოლილი სურვილი (სამსკარა) და (2) ერთგულება ყოველ ქმედებაში. უფლისადმი ერთგულებით მიიღებთ თავმდაბლობას, ცოდვის შიშს და წმინდა წერილების რწმენას. ამ ხარისხების მეშვეობით, ჭკუის შეზღუდულობა წაიშლება და ადამიანები გახდებიან შემწყნარებლები.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 15.
27.09.21.
თქვენ უნდა აღიაროთ ფუნდამენტური ჭეშმარიტება, ანუ ათმას პრინციპი. ეს არის თქვენში. ამის ცოდნა შესაძლებელია მხოლოდ გონების საშუალებით იმიტომ რომ მას აქვს გარჩევის უნარი. თუ თქვენ გსურთ ჭამოთ ფორთოხალი, თქვენ უნდა გააცალეთ მწარე ქერქი. მაიმუნიც კი ბანანს აცლის კანს მისი ჭამის წინ. მსგავსად, გონებამ უნდა უკუაგდოს ბოროტება და მიიღოს სიკეთე. რა სარგებელია ადამიანის დაბადება თუ კაცი იქცევა ისეთნაირადვე როგორც მაიმუნი ან კამეჩი? არსებობს კიდევ ერთი გაკვეთლი სასწავლად კამეჩებისა და ძროხებისგან. ისინი ძოვენ მინდვრებში ერთი წუთის დაკარგვის გარეშე და იცოხნიან აუჩქარებლად რაც მათ შეჭამეს. მსგავსად, როდესაც თქვენ რაიმე კარგს წააწყდებით, მიიღეთ იგი დაუყოვნებლივ. მოგვიანებით, დაფიქრდით და შეითვისეთ იგი.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 14 იანვარი.
28.09.21.
ზოგი ადამიანი, ვისაც არ აქვს გამოცდილება და არ დებს სიტყვებს პრაქტიკაში, აცხადებს რომ გზა მშვიდობისკენ არის მსოფლიოს შორს დაჭერა. ეს არ არის მშვიდობა; ეს არის ზუსტად საწინააღმდეგო. თუ თესლი წაღებულია ხიდან შორს, არ გაიზრდება იგი ხედ კვლავ? თუ თქვენ ეს არ გინდათ, თქვენ უნდა მოხარშოთ თესლი ან გაახმოთ იგი ცეცხლზე! ასევე, იმპულსები და სურვილები რომლებიც აღმოცენდება უნდა გახმეს დისკრიმინაციის (ვიჩარას) ცეცხლზე; შემდეგ, ნამდვილი მშვიდობა გაჩნდება. სანაცვლოდ, თუ ადამიანი გაიქცევა საზოგადოებაში ცხოვრების პასუხისმგებლობისგან, მშვიდობა ვერ განიცდება; იგი არასოდეს მოვა! მაგრამ, თუ სურვილები (ვასანები) გაკონტროლებული და აღმოფხვრილია, არ არსებობს გაქცევის საჭიროება. დაკმაყოფილდით იმით რაც გაქვთ, უარი თქვით შეწუხებაზე უქონლობით საგნების რაც არ გაქვთ, ეცადეთ შეძლებისდაგვარად შეამციროთ და აღმოფხვრათ სურვილები, ვნება და სიძულვილი, ესწრაფეთ კულტივიროთ და სისტემატურად აპრაქტიკოთ ჭეშმარიტება, დჰარმა, სიყვარული და მოთმინება.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 15.
29.09.21.
რა არის უკმაყოფილების ძირეული მიზეზი? ეს არის შური. ეს იყო კაცის დამთრგუნველი ბოროტება დროს დასაბამიდან. მხოლოდ მაშინ როცა შური აღმოიფხვრება ადამიანის გულიდან კაცს ექნება თვითკმაყოფილება. კმაყოფილი კაცი განიცდის მშვიდობას. როგორ ჩნდება შური? როდესაც ვინმე თავის თავს ადარებს მათ ვინც უფრო შეძლებულია, ან ვისაც უფრო მაღალი თანამდებობა უკავია, ან იღებს უფრო მაღალ ნიშნებს, ან არის უფრო სიმპათიური და შემდეგ იტანჯება საკუთარი არასრულფასოვნების შეგნებისგან, ჩნდება შური. უკმაყოფილება მასზე რაც მას აკლია ბადებს შურს. ამ ბოროტი თვისებებისგან თავის დასაღწევად ადამიანმა უნდა შეხედოს მათ ვინც უარესია ვიდრე თვით ის. მაგალითად, როდესაც ადამიანი ხედავს მათ მდგომარეობას ვისაც უკავიათ დაბალი სამუშაო ადგილები, მან შეიძლება იგრძნოს კმაყოფილება მისი საკუთარი პოზიციით. ამრიგად, თუ შური უნდა მოიშოროთ, შედარება მათთან ვინც უარესია უნდა წამოიწყოთ. დროთა განმავლობაში ადამიანი ივითარებს თანასწორობის განცდას ორივეს მიმართ ვინც შეძლებულია და ვინც უარესია. ასეთი თანასწორობა არის ღმრთაებრივი ხარისხი.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 19 იანვარი.
30.09.21.
ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ ლოცვას შეუძლია მოიტანოს მსოფლიო მშვიდობა და სთხოვენ ხალხს ლოცვას. რა თქმა უნდა, კარგია ლოცვა; მაგრამ მშვიდობა ვერ მიიღება მხოლოდ ამით. ლოცვა უნდა იყოს შეერთებული პრაქტიკასთან. თქვენ არ უნდა ილოცოთ ერთ რამეზე და აპრაქტიკოთ მეორე. ასეთი ლოცვა არის მხოლოდ მოტყუების საშუალება. მსოფლიო მშვიდობისათვის ლოცვების გამეორებისას, თუკი თქვენ ვერ შეძლებთ მოთმინებით შეეგუოთ სხვებს, თუ თქვენ ცილსწამებთ სხვებს და ზემოდან უმზერთ მათ, თქვენ თვითონ არ გექნებათ მშვიდობა, თქვენ გექნებათ შფოთი! და, შფოთთან ერთად, თქვენ გექნებათ ყველა თანმხლები მწუხარება და ტკივილი! როდესაც საჭმელი ხელით მიტანილია პირში, იღეჭება და გადაიყლაპება, არსი ვრცელდება ტანმოსილების ყველა ნაწილზე; ასევე, თუ ხელები დაკავებულია მშვიდობის ხელშემწყობი მოქმედებებით და ენა დაკავებულია ლოცვებით მშვიდობისათვის, ამ ორი საშუალებით მშვიდობის არსი გავრცელდება მსოფლიოს ნაწილებში, რაც არის მხოლოდ უფლის ტანმოსილება.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 16.

სატია საი ბაბა