1.05.2016
ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ დისციპლინის შესახებ. უბრალოდ დისციპლინის შესახებ საუბრების ჩატარება და ძალის და რწმენის არ ქონა დისციპლინის მისაღებად არ არის სვლა რაიმე სიკეთის კეთებისკენ. დღეს, საუბედუროდ, თუნდაც ადამიანები ვინც აცხადებენ და ამაყობენ რომ არიან უმაღლესად განათლებული, წარმოჩინდებიან როგორც სუსტები პრაქტიკულ ცხოვრებაში. ასეთი ადამიანები ვერ იგებენ ჭეშმარიტი განათლების მნიშვნელობას. თქვენ უნდა იყოთ მზად ათიდან რასაც თქვენ ქადაგებთ პრაქტიკაში ჩასადებად ერთი რამის მაინც, უბრალოდ ათი კარგი რამის თქმაზე უპირატესად. დისციპლინირებასა და მოვალეობას ჩვენ ასევე უნდა დავამატოთ ერთგულება. მხოლოდ მაშინ როდესაც ეს სამი ‘დ’ – დისციპლინა, ერთგულება (Devotion) და მოვალეობა (Duty) – არის ერთად და მყარად დანერგილი თქვენს გულში, თქვენი გული იქნება შემძლე სრულყოფილდეს წმინდად.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 2.
2.05.2016
ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ საკუთარი თავი იმის ფიქრით რომ ავატარი არის ჩვენი მსგავსი უბრალო ადამიანის ფორმა. მისი ფორმა შეიძლება არის ადამიანის; მაგრამ სიდიდე და სიდიადე არის უსასრულო. რამას პრინციპი არის ძალიან წმინდა, ამაღლებული და დიდებული. მსოფლიოში არ არსებობს რაიმე რისი მიღწევაც შეუძლებელი იქნება რამა პრინციპის (რამა ტატვას) კულტივირებით. მართალია ათასობით წელი გავიდა რამაიანას დადგმის შემდეგ, რამა პრინციპი ღრმად არის ჩაბეჭდილი ადამიანთა გულებში. ეს არის მუდამ ნორჩი, მუდამ ახალი და მოიცავს უსასრულობას თავისით. რამა პრინციპი არის პატარაზე უმცირესში და დიდზე უდიდესში. ეს არ არის შეზღუდული სახელითა და ფორმით. ეს არის ტრანსცედენტული პრინციპი რომელიც აღემატება თვით დროს. ჭეშმარიტი მაძიებლები გაიგებენ ადამიანის ჭეშმარიტ ბუნებას რამა პრინციპის გაცნობიერებით.
– ზაფხულის თავსხმები თავი 2, 20 მაისი, 1996.
3.05.2016
ღმერთის მოშიშ ბევრ ადამიანს აქვს რწმენა კარმას ფილოსოფიაში, რომ ნაყოფი რასაც ჩვენ ვიმკით არის შედეგი ჩვენი საკუთარი მოქმედებების. ჩვენი ძლიერი რწმენის გამო კარმას დოქტრინაში, ჩვენ ადვილად მივდივართ წინ კარგი საქმეების საკეთებლად, და ვყოყმანობთ ან თავს ვიკავებთ ცუდი მოქმედებების ჩადენაზე. იმედის დაკარგვა არ არის კულტურული ადამიანების დამახასიათებელი შტრიხი. რწმენის ნაკლებობით ტანჯვა და იმედის დაკარგვა არის სისუსტე; ასეთი სისუსტით გართობით, ადამიანი კარგავს ყველა ადამიანურ ძალას რაც გააჩნია. ენთუზიაზმი და ზრუნვა გაჩვენებთ გზას ადამიანის არსებების ასაყვავებლად. ყოველი ინდივიდი ამ ხარისხებით უსათუოდ მიაღწევს წარმატებას და შეიძენს დიდებას ნებისმიერ სამუშაოში რომელსაც ისინი წამოიწყებენ. ამიტომ ატარეთ თქვენი სიცოცხლის მოგზაურობა ინტერესით და ენთუზიაზმით.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, თავი 2.
4.05.2016
ღმერთი ჩამოდის და იღებს თავისზე ადამიანის ფორმას მხოლოდ ადამიანთა ცხოვრების შესაცვლელად თავისი საკუთარი მაგალითით. მარტო ადამიანები ჩადიან დეგრადირების სიღრმეებში თავიანთი დჰარმის (ქცევის კოდექსის) და ღმრთიურების მხედველობაში არ მიღებით. ფრინველები და მხეცები მტკიცედ იცავენ თავის საკუთარ სათანადო დჰარმას. არ არსებობს საჭიროება ავატარის გამოსაცხადებლად ფრინველებსა და მხეცებს შორის რადგან დჰარმა მათში არ გაუარესებულა. უფალმა კრიშნამ განაცხადა “მე ჩამოვედი დაბლა სიკეთის დასაცავად” (პარითრანაია სუნდარამ). ღმერთი ყოველთვის იცავს უმანკოებს. სარგებლობა არ მოაქვს რამას სახელის უბრალოდ ენამოჩლექით გამოთქმას. მიბაძეთ რამას და გარდაქმენით თქვენი თავი სიყვარულის გზის მიდევნით. როგორი ღრმა და დიდიც არ უნდა იყოს თქვენი სწავლულობის სიმაღლე, ადამიანი ვერ მიაღწევს რაიმეს ჭკუის ტრანსფორმირების გავლის გარეშე.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1996, თავი 2.
5.05.2016
შეიძლება იყოს ბოროტი ვაჟიშვილი, მაგრამ არ შეიძლება იყოს ბოროტი დედა. დედის კეთილშობილური გრძნობების გამო ვაჟიშვილი ხდება სათნო, ინტელიგენტი, აღწევს ამაღლებულ მდგომარეობას და იმსახურებს სახელსა და დიდებას. დედა გზრდით და გკვებავთ თქვენ. ეს მან იცის თქვენი არჩევანი და უპირატესობა, და ასრულებს ყველა თქვენს საჭიროებას. ამიტომ ყოველთვის იყავით თქვენი დედის მადლიერი. უპირველეს ყოვლისა თქვენ უნდა აჩვენოთ მადლიერება თქვენი მშობლების მიმართ, უნდა გიყვარდეთ ისინი, და პატივი უნდა სცეთ მათ. თქვენი სისხლი, თქვენი საკვები, თქვენი თავი, თქვენი ფული ყველა არის საჩუქარი თქვენი მშობლების. თქვენ ვერ მიიღებთ ამ საჩუქრებს პირდაპირ ღმერთიდან. ყველაფერი რაც დაკავშირებულია ღმერთთან არის მხოლოდ არაპირდაპირი განცდა. მხოლოდ მშობლები არიან ისინი ვინც შეგიძლიათ დაინახოთ პირდაპირ და განცადოთ მათი სიყვარული. ამიტომ ჩათვალეთ თქვენი მშობლები ღმერთად. ღმერთი იქნება კმაყოფილი და მოვლინდება თქვენს წინაშე მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ გეყვარებათ თქვენი მშობლები და პატივს სცემთ მათ.
– ღმრთიური საუბარი, 6 მაისი, 1999.
6.05.2016 იშვარამას დღე
არასოდეს შეხედოთ ნებისმიერ ქალს ზემოდან ქვემოთ. ისინი არიან ძალიან სათნო. ყველა წმინდა გრძნობით თქვენს გულში პატივი ეცით ქალს და იყავით პატივცემული. გიყვარდეთ და პატივი ეცით თქვენს დედას, დაემორჩილეთ მის ბრძანებებს. არასოდეს მოექცეთ უპატივცემულოდ თქვენს დედას და არ ავნოთ მის გრძნობებს. ეცადეთ მის დაკმაყოფილებას ყველა შემთხვევაში. მხოლოდ შემდეგ ჩაიზრდება ერთგულების თესლი თქვენში. დედა იცავს თავის შვილებს მრავალმხრივ. თუნდაც სიკვდილის შემდეგ, ის დაბრუნდება უკან და დაგეხმარებათ თქვენ. თითოეულმა უნდა მისდიოს გამონათქვამს, მატრუ დევო ბჰავა (თაყვანი ეცით დედას როგორც ღმერთს) დაწერილში და სულში და უნდა მიიღოს თავისი დედის სიყვარული. დედა იშვარამა იყო სიყვარულით და სიწმინდით სავსე და ატარებდა სიცოცხლეს სისრულესა და სიმშვიდეში. ამ წმინდა იდეალის პროპაგანდისთვის ეს დღე აღინიშნება როგორც იშვარამას დღე. ეს ნიშნავს რომ თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააბედნიეროს თავისი დედა. თუ თქვენი დედა არის ბედნიერი, სვამიც ბედნიერია.
– ღმრთიური საუბარი, 6 მაისი, 1999.
7.05.2016
ამ მსოფლიოში არსებობს მრავალი ურთიერთკავშირი, მაგრამ არც ერთი არ უტოლდება კავშირს რომელიც არის დედასა და შვილს შორის. დედასთან ამ ახლო კავშირის გამო არის რომ ადამიანის საკუთარ ქვეყანას ეწოდება სამშობლო. ამის მსგავსად ადამიანის საკუთარ ენას ეწოდება დედა ენა და არა მამა ენა. მშობლებს შორის პირველი ადგილი ეძლევა დედას, შემდეგ მოდის მამა. არა მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში არამედ სულიერ სფერშიც, დედებს და ქალს ეთმობათ უმაღლესი ყურადღება. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვახსენებთ ღმრთიური წყვილების სახელებს როგორიც არის სიტა რამა, რადჰა კრიშნა, ლაკშმი ნარაიანა და ა.შ. ქალღმერთების სახელები მოდის პირველი. რა არის ამის შინაგანი მნიშვნელობა? დედა წარმოადგენს ბუნებას რომელიც არის ღმერთის ასპექტის გაცხადება.
– ღმრთიური საუბარი, 6 მაისი, 1999.
8.05.2016.
წარმოიდგინეთ ოქროს კისრის არშია თქვენი დედის ან დის კისრის გარშემო. როდესაც თქვენ უმზერთ ამ სამკაულის ფორმას, თქვენ უწოდებთ მას კისრის არშიას; მაგრამ როდესაც თქვენ შეხედავთ საფუძველ მასალას მასში, თქვენ ამბობთ ეს არის გაკეთებული ოქროდან. შეუძლებელია რომ ოქრო იყოს ერთი ნივთი და კისრის არშია იყოს მეორე ნივთი. შეუძლებელია გაკეთდეს კისრის არშია ოქროს გარეშე. ამიტომ როდესაც თქვენ უწოდებთ მას ოქროს სამკაულს, ეს მხოლოდ აჩვენებს საფუძველი მასალის, რაც არის ოქრო და სახელისა და ფორმის ერთობას, რაც სახელწოდებულია კისრის არშიად. იგივე სახით, აღიარებით კაცობრიობის ერთობის ერთის მხრივ და ფუძედდებული ღმრთიურების მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი კულტურისა და სულიერი განათლების სიდიდის საჯაროდ გამოცხადების შემძლე.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, თავი 2.
9.05.2016
დედა სუმიტრას ტყუპი ბავშვი, ლაკშმანა და შათრუღნა, მოვიდა მსოფლიოში ტირილით. სუმიტრა ცდიდა სხვადასხვა სტრატეგიას მაგრამ მარცხი განიცადა მათ უნუგეშო დარდში. ბრძენმა ვასიშთამ მაშინ შთააგონა დაეწვინა ლაკშმანა აკვანში რამასთან და შათრუღნა აკვანში ბჰარატასთან. სუმიტრა მოიქცა შესაბამისად და ნახა რომ ორივემ დაუყოვნებლივ შეწყვიტა ტირილი, დაიწყო რძის სმა და თამაში აკვანში. ბრძენმა ასე აუხსნა, “ოჰ კეთილშობილო დედავ, ტოტი არის ხის ნაწილი. ადამიანები არიან ღმრთიურის ნაწილი და არ შეუძლიათ სიცოცხლე მის გარეშე. ლაკშმანა არ დამშვიდდა მანამ სანამ ის არ გაერთიანდა რამასთან და შათრუღნამ ვერ შეძლო აეტანა ბჰარატასგან გამოცალკევება. ინდივიდი ვერ შეძლებს სიცოცხლეს გამოცალკევებით აბსოლუტური მესგან, რომელიც არის მისი წყარო. თევზი ვერ იარსებებს წყალის გარეშე, თუნდაც ის იყოს მოთავსებული ძვირფასი თვლებით მოჭედილ ოქროს თასში. ამის მსგავსად, ინდივიდუალური მე არის მოუსვენარი მანამ სანამ არ მიაღწევს აბსოლუტურ მეს რომელიც არის მისი წყარო”.
– ზაფხულის თავსხმები 1996, თავი 3.
10.05.2016
ფულის გამომუშავება არ უნდა იყოს განათლების ერთადერთი მიზანი. განათლების ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს კარგი ხარისხების შეძენა. ჩვენი დაბადებიდან სხეულის სიკვდილამდე, ჩვენ ბევრს ვცდილობთ ფულის გამოსამუშავებლად და საკვების შესაძენად. ამ სიმდიდრის დაგროვების პროცესში, ჩვენ ვითვისებთ რამდენიმე მეთოდს რაც შეთვისებული აქვთ ფრინველებს და მხეცებს. საკვების შესაძენად სხვადასხვა სახის ძალა, უნარი და ჩვევა არის გამოყენებული ჩვენგან; სწორედ ასე ნამდვილად იგივე უნარ-ჩვევები გამოიყენება ცხოველებისა და ფრინველებისგან! ეს არ არის სწორი რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენს უნარ-ჩვევებს მხოლოდ იმის საკეთებლად რასაც ცხოველები და ფრინველები აგრეთვე აკეთებენ. მთელი ჩვენი ენერგიის საკვების შეძენაზე ხარჯვის პროცესში, ჩვენ ვშორდებით ღმრთიური პრინციპის (ათმას) ასპექტიდან რაც არის ძირითადი მიზანი ჩვენი სპეციალური დაბადების.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, თავი 1.
11.05.2016
რამაიანა მოგვითხრობს რამას შესახებ. ეს არის ასევე მოთხრობა ღმერთის შესახებ. ამის გარდა რამაიანა არის ეპოსი რომელიც მოგვითხრობს სიტას შესახებ, რომელიც არის ინდივიდუალური მე. რამაიანას მესამე ასპექტი არის რავანას მოსპობა. რავანას განადგურება ნიშნავს უმეცრების განადგურებას. უმეცრება განადგურდება მაშინ როდესაც ჩვენ კარგად გავაცნობიერებთ ურთიერთობას ინდივიდუალურ მესა და აბსოლუტურ მეს შორის. არსებობს სამი მარცვალი ‘რა, აა და მა’ სიტყვა რამაში. ‘რა’ ნიშნავს ცეცხლის პრინციპს; ‘აა’ ნიშნავს მზის პრინციპს; ‘მა’ ნიშნავს მთვარის პრინციპს. მზე პრინციპი ფანტავს უმეცრების სიბნელეს. მთვარე პრინციპი აციებს შინაგან გულს. და ცეცხლი პრინციპი სპობს ილუზიას.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 1.
12.05.2016
როდესაც ღმერთი იმოსება ადამიანის სხეულით, ადამიანები არიან სქლად დაბურულნი ილუზიით და ბრმავდებიან ღმრთიური პრინციპის დასანახად. იაშოდაც კი არ იყო გამონაკლისი. ერთხელ ბალარამამ დაიჩივლა დედასთან რომ კრიშნა ჭამდა ტალახს. როდესაც იაშოდა შეეკითხა, პატარა კრიშნამ გააკეთა ძალიან გასაოცარი განცხადება, “ოჰ დედავ ძვირფასო! ვარ მე ტალახის მჭამელი ბავშვი?” საწყალ იაშოდას არ შეეძლო გაეზომა სიღრმე ამ გასაოცარი ღმრთიური გამხელის. მან მოითხოვა რომ კრიშნას გაეხსნა თავისი პირი, რომ მას შეძლებოდა თვით დარწმუნება. პატარა კრიშნამ გახსნა თავისი პირი ფართოდ. იაშოდამ, თავის მეტისმეტად გასაკვირვად და განსაცვიფრებლად, დაინახა ციური სფეროები მბრუნავი კრიშნას პირში. იმ წამსვე ის მიხვდა რომ კრიშნა იყო ჭეშმარიტად თვით ღმერთი. ამის მიუხედავად როგორც კი კრიშნამ დახურა თავისი პირი, და იდგა მის წინაშე უდანაშაულო მზერით, მან დაივიწყა მისი ღმრთიურების შესახებ, მოეხვია მას, და ეპყრობოდა მას როგორც ჩვეულებრივ ბავშვს.
– ზაფხულის თავსხმები 1996, თავი 3.
13.05.2016
დღეს ჩვენ ვხედავთ ადამიანის ფორმებს, მაგრამ ადამიანის ბუნება და ადამიანის ხარისხები არის ფარული მასში. ადამიანების უმეტესობა იქცევა ცხოველის მსგავსად. ხარისხები რაც არის ძვირფასი და რაც ახასიათებს ადამიანის არსებას არის ზნეობა, ერთგულება ჭეშმარიტების, დჰარმის და სხვა. თუ ეს არ ცხადდება, მაშინ ადამიანის ბუნება არ ბრწყინავს საერთოდ. ჩვენ წინ უნდა წამოვწიოთ ადამიანური ფასეულობები. ჩვენ უნდა მოვუაროთ არა უბრალოდ ადამიანის ფორმას და გარეგნობას. თქვენ არ ინახავთ წმინდა ღმრთიურებას თქვენს გულში და ამგვარად შორდებით მას, და ასევე თქვენ უშვებთ თქვენს სხეულს წავიდეს იქით სადაც მას მოსწონს, ეს არ არის ადამიანური ხარისხები საერთოდ. შეინახეთ ღმრთიურება თქვენს გულში და გაწმინდეთ ის. შემდეგ თქვენ შეძლებთ ადამიანის ფორმის გამოყენებას მისი სრული შესაძლებლობით.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, თავი 1.
14.05.2016
რამაიანა სავსეა ბევრი გაკვეთილით კაცობრიობისთვის. ეს აჩვენებს რომ ყოფით მიდრეკილებებს ჩვენ მივყავართ დარდისკენ მაშინ როდესაც სულიერი მიდრეკილებები იძლევა კმაყოფილებას და ბედნიერებას კაცობრიობისთვის. საუბედუროდ, ადამიანებს დღეს არ სურთ მიდევნა მაგალითზე ღმერთის დიდ ერთგულთა, რომლებიც ცხოვრობენ მუდმივ ნეტარებაში. ადამიანებისთვის, სურვილი (აბჰიიშთა) გახდა უფრო ძვირფასი ვიდრე იდეალები (ადარშა). სურვილები არის ეფემერული, მაშინ როდესაც იდეალები არის მუდმივი. მათი ტყეში ცხოვრების განმავლობაში, სიტამ უთხრა რამას რომ სამი ბოროტება, სახელდობრ სიცრუე, ჟინი, და ძალადობა არის ყველა ბოროტების მიზეზი მსოფლიოში. გრძნობითი სიამოვნებები მსგავსია მიმავალი ღრუბლების. ეს სიამოვნებები იძლევა დროებით სიხარულს, მაშინ როდესაც ათმას რეალიზება ასაჩუქრებს მარადიული ნეტარებით. არ არსებობს დარდი იმ ადამიანებისთვის ვინც ცხოვრობს ღმერთის ნეტარებაში.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1996, თავი 5.
15.05.2016
ქვეყანა არ არის გაკეთებული მტვრისგან. ეს არის კონგლომერატი ადამიანის არსებების. ეს ადამიანის არსებები არიან ისინი ვინც აძლევს ქვეყანას სახელს. თუ არ არიან ადამიანის არსებები, მას არ ეწოდება ქვეყანა. ქვეყანა ძალიან ჰგავს ადამიანის სხეულს. ქვეყნის ღმრთიური ძალა არის ადამიანის ბუნება სხეულში. თუ არ არსებობს ღმრთიური ძალა ადამიანის სხეულში, რა სარგებლობა აქვს ამ სხეულს? სხეული მოკლებული ღმრთიურ ძალას ექვივალენტურია მტვრის. ადამიანის ფორმა და ადამიანური ხარისხები მსგავსია ნეგატივის და პოზიტივის. თუ ერთობა და ერთიანობა ამ ორი ასპექტის არ არის სათანადოდ მოხმობილი, მაშინ ეს ორივე არის უსარგებლო. იმისთვის რომ ეცადოთ საკუთარი ადამიანური ბუნების ტრანსფორმირებას და მის ამაღლებას ღმრთიურ ბუნებამდე ეს უნდა გახადოთ ყველა განათლების მიზანი რომელიც თქვენ გინდათ რომ გქონდეთ.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, თავი 1.
16.05.2016
ბჰარატიანები ატარებენ სიცოცხლეს იმედით. ბჰარატას კულტურა ასწავლის რომ ადამიანმა არასოდეს არ უნდა დაკარგოს იმედი. რწმენის ნაკლებობიდან ტანჯვა და იმედის დაკარგვა არის არა მარტო თქვენში არსებული ყველა ძალის დაგარგვა, არამედ ეს ასევე უთანაბრდება ადამიანად დაბადების დამცირებას. უთსაჰამ (ენთუზიაზმი) და შრადდჰა (სერიოზულობა და ინტერესი) არის ნივთები რომლებიც აჩვენებს გზას ადამიანის პროგრესისკენ. ყოველი ადამიანი მცხოვრები ამ უთსაჰამით და შრადდჰით უსათუოდ მიაღწევს წარმატებას და მიაღწევს დიდებას ნებისმიერი სახის საქმის წამოწყებაში. ასევე ნათქვამია რომ ადამიანი ვისაც აქვს ეს შრადდჰა მიაღწევს სიბრძნეს (შრადდჰავან ლაბჰატე ჯნანამ). მაშასადამე ჩვენ უნდა ვეცადოთ ინტერესითა და ენთუზიაზმით სვლას ჩვენი სიცოცხლის მოგზაურობაში.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, თავი 2.
17.05.2016
ბავშვები კარგი ხარისხების გარეშე, განათლება, ხასიათის გარეშე, რაც არის მისი ჩამოყალიბების მიზანი, და ცხოვრება რასაც არ აქვს მორალურობა, არის უსარგებლო. ადამიანი, ჭკუის სიმშვიდის გარეშე და მსოფლიო რომელსაც არ აქვს მთვარის სინათლე თავისში არის ერთნაირი. ყოველ ცალკეულ საგანს ამ მსოფლიოში აქვს ზოგიერთი მისი საკუთარი განმასხვავებელი თვისება და თავისებურება. თუ რომელიმე ცალკეული საგანი თმობს ამ განმასხვავებელ ასპექტს, ეს საგანი სპობს თავის თავს. მაგალითისთვის, ცეცხლს აქვს წვის უნარი და ხარისხი. წყალს აქვს დინების უნარი. ადამიანს აქვს ადამიანის ბუნების ხარისხი, და ცხოველს აქვს მრისხანების ხარისხი. როდესაც წვის ხარისხი ქრება, თქვენ მას ვერ უწოდებთ ცეცხლს. როდესაც დინების ხარისხი ქრება, თქვენ ვერ უწოდებთ მას წყალს. ამის მსგავსად როდესაც შინაგანი ხედვა ან ძირითადი ბუნება ადამიანში ქრება, თქვენ ვერ უწოდებთ მას ადამიანის არსებას. ადამიანურად ყოფნა არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის ხარისხი.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 2.
18.05.2016
ვედები მხარს გვიჭერს ჩვენ მსხვერპლშეწირვაზე ყველაფრის, და მსხვერპლის მეშვეობით ჩვენ ვხდებით შემძლე რომ გვქონდეს ღმრთიურის ხედვა ჩვენს შიგნით. ქმნილება და მისი გაცხადება დამოკიდებულია მხოლოდ მსხვერპლზე. თუ არ იარსებებს მსხვერპლი, არ იარსებებს სიცოცხლე და საზოგადოება ვერ დარჩება დაუზიანებელი. თუნდაც ყოფითი თვალთახედვიდან, თუ ჩვენ არ ამოვისუნთქავთ რასაც ჩვენ ვიღებთ შიგნით, ჩვენ ვერ ვიცოცხლებთ. თუ სისხლი მუდმივად არ იდენს ერთი ადგილიდან მეორეზე, ჩვენ ვერ ვიცოცხლებთ. ღრუბლები თუ არ დათმობს წყალს რომელიც მათ შეაგროვეს, ეს ღრუბლები ვერ დარჩება ღრუბლებად. აი ამიტომ ამბობენ, ის რაც თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ცოდნით და ძალისხმევით შეიძლება მიიღოთ მსხვერპლით. თუ თქვენ ფიქრობთ რომ რაიმე არის კარგი და მიემშვიდობებით მას, ზოგიერთი ცუდი რამ შეიძლება მოვიდეს ამ პროცესში. ის რაც გაძლევთ თქვენ ბედნიერებას როდესაც ეს მოდის გამოიწვევს ასევე დარდს როდესაც ეს წავა თქვენგან. კარგია ეს თუ ცუდი, ჩვენ მუდმივად უნდა გავიღოთ მსხვერპლი.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, ტომი 1, თავი 2.
19.05.2016
მიწერილ ხარისხს გამოფენს ან ატარებს როგორც ლაბადას ყოველი არსება ქმნილებაში. ამ ხარისხს ასევე ეწოდება მათი დჰარმა. მსგავსად როგორც სტუდენტი კონკრეტული კლასის შეიძლება გადავიდეს მაღალ კლასში ძალისხმევით, ინდივიდმა საკუთარი ინდივიდუალური ბუნებრივი დჰარმას შესრულებით, და ყურადღების მიქცევით რაიმე მაღალსა და კეთილშობილზე შეიძლება გამოიმუშაოს დაწინაურება უმაღლესი დონისკენ. რკინის ნაჭერი ღირს რამოდენიმე პაისი, მაგრამ მისი სათანადო ცვლილებით, თქვენ აწარმოებთ მისგან საათს ღირებულს ათას რუპიად. შევნიშნოთ აქ, რომ რასაც ფასეულობა მოაქვს მისთვის არის სამსკარა, ან ცვლილება რომელსაც ჩვენ ვაძლევთ სუბსტანციას და არა შინაგანი დაუმუშავებელი მასალის ღირებულება. თუნდაც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია მიიღოს შესაძლებლობა თავისი თავის ასამაღლებლად გაცნობიერებული ბრძენის (პარამაჰამსას) მდგომარეობამდე, ამაღლებულ არსებათა კომპანიის მოძებნით.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 2.
20.05.2016
გიტაში ჩვენი სხეული აღწერილია როგორც კშეთრა და უფალი რომელიც ცხოვრობს მასში წოდებულია კშეთრაგნად. ერთგული რომელსაც აქვს წმინდა გული და ვინც მასპინძლობს წმინდა აზრებს მიდის მომლოცვარედ წმინდა ადგილებში (ასევე წოდებულებში კშეთრად). ისინი იწყებენ მომლოცვარეობას ასეთ ცენტრებში მხოლოდ იმიტომ რომ მათ მიაჩნიათ ეს ადგილები წმინდად. თუ ეს ადგილები არ არის წმინდა, არ იარსებებს საჭიროება მათთვის ასეთი მომლოცვარეობის წამოსაწყებად, ფულის და ენერგიის ასე დასახარჯად. როგორც ამ ანალოგიაშია, იმის გამო რომ ადამიანის სხეული არის წმინდა, ადამიანები ამყარებენ კავშირებს ერთიმეორესთან. თუ ნამდვილად ადამიანის სხეული არ შეუდგება წმინდა საქმიანობას და წმინდა ცხოვრების გატარებას, არავინ ისურვებს რაიმე ურთიერთობის ქონას მასთან. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ვინც აცხადებს სხეულის წმინდად შენახვას უნდა გააკეთოს მცდელობა მხოლოდ კარგი მოქმედებების, კარგი აზრების და კარგი საქმეების მისადევნად.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, ტომი 1, თავი 2.
21.05.16
არსებობს ინტელექტის ოთხი კატეგორია – ეგოისტური, ეგოისტურ-უანგარო, სუფთა უანგარო და სულზე (ათმაზე) დაფუძნებული. პირველი კატეგორია ყოველთვის ფიქრობს რა არის კარგი ადამიანის საკუთარი პიროვნებისთვის და ღებულობს გადაწყვეტილებას. ეს არის ყვავის ჭკუის მსგავსი. ეს არის ძალიან გავრცელებული დღეს მსოფლიოში. მეორე კატეგორია ფიქრობს საკუთარ სიკეთეზე სხვების სიკეთესთან ერთად. ეს მოჩანს როგორც ცხოვრების ჩვეულებრივი სახე. მესამე, ყოველთვის ფიქრობს რომ სხვებმა უნდა მიიღონ იგივე სახის ბედნიერება რაც ადამიანს სურს თავისთვის. ამ კონტექსტში, გაცნობიერდება რომ ადამიანის სხეული მოცემულია სხვებისთვის სარგებლობის მოტანის გულისთვის; ეს მესამე კატეგორია პიროვნებების ყოველთვის ცდილობს სხვებისთვის კარგის გაკეთებას. მეოთხე კატეგორია – ათმა ბუდდჰი ყოველთვის დაკავშირებულია დჰარმას ასპექტთან და მისი დაცვის აუცილებლობასთან. ისინი თვლიან თავის თავს როგორც ღმერთის მოციქულებს, ყოველთვის ფიქრობენ მსხვერპლსა და სიკეთის კეთებაზე დანარჩენი მსოფლიოსთვის.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 2.
22.05.2016
ბევრი კაცი მიჩვეულია გაპარსვას და მათ იციან რომ თუ ისინი დააწვებიან სამართებელს ძალიან მაგრად ისინი გაიჭრიან კანს და თუ ისინი არ დააწვებიან საერთოდ, შეუძლებელი იქნება არასასურველი თმების მოცილება. მხოლოდ მაშინ როდესაც ისინი იყენებენ ზომიერ დაწოლას ისინი არიან სასურველი შედეგის მიღწევის შემძლე. ადამიანის ჭკუა არის სამართებლის პირის მსგავსი. ჭკუის ძალიან ხისტი კონტროლის გარეშე და მისი თავისუფალი სვლის გარეშე, ჩვენ უნდა წავახალისოთ იგი კარგი მოქმედებების კეთებაზე და ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ იგი როდესაც არსებობს რაიმე მიდრეკილებები მის ცუდ საქმეებში მონაწილეობაზე. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენი ჭკუა იქცევა იმ წესით რომელიც გავალდებულებთ კიდეც, თქვენ თვით შეგიძლიათ მოიქცეთ როგორც ადამიანის არსება. აქედან გამომდინარე თქვენ უნდა განასხვავოთ და გაარჩიოთ კარგი და ცუდი მოქმედებები, და უნდა მიმართოთ ჭკუა ზომიერი მოქმედების წესში ორ უკიდურესობას შორის.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, თავი 2.
23.05.2016
პლატფორმაზე ჩვენ თუთიყუშივით ვიმეორებთ სიტყვებს როგორიც არის ჭეშმარიტება, სიყვარული და არაძალადობა, მაგრამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ არ გვაქვს რწმენა, ჩვენ არ ვაპრაქტიკებთ არაძალადობას და ჩვენ არ მივსდევთ გარჩევის გზას (ბუდდჰის). ახალგაზრდა ადამიანებმა დღეს უნდა ისწავლონ ამ ფასეულობების ჩადება პრაქტიკაში გულწრფელად. თქვენი სიცოცხლე დამოკიდებულია სამ რამეზე – თქვენს სიტყვებზე, აზრებზე და საქმეებზე. როგორი სურვილიც არ უნდა მოგივიდეთ თქვენ, თქვენ ამჟღავნებთ მას და იღებთ მას თქვენს ჭკუაში. აზრის მისაღებად ჭკუა არის საფუძველი. აზრები რომლებიც მოდის ჭკუაში გამომჟღავნდება მსოფლიოში თქვენი პირიდან როგორც სიტყვები. როგორც კი თქვენ წარმოთქვამთ სიტყვებს თქვენი პირიდან და გაამჟღავნებთ აზრებს რომლებიც მოვიდა თქვენს ჭკუაში, იმ წუთშივე ჩადეთ ეს პრაქტიკაში, აამოქმედეთ. მხოლოდ მაშინ როდესაც იარსებებს ჰარმონია თქვენს აზრებს, სიტყვებსა და მოქმედებებს შორის თქვენ იქნებით თქვენი ჭეშმარიტი ბუნების შეცნობის შემძლე.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 2.
24.05.2016
თქვენ არასოდეს არ უნდა წამოიწყოთ განხილვა კარგის და ცუდის სხვებში. თუ თქვენ მასპინძლობთ ცუდ ხარისხებს თქვენს ჭკუაში, ეს თქვენ წაგიყვანთ ცუდ გზაზე და თქვენ უეჭველად დაეცემით. ადამიანები რომლებიც მასპინძლობენ ცუდ იდეებს უეჭველად იქნებიან განადგურებული დროთა განმავლობაში მიუხედავად ნებისმიერი რაოდენობის სიმდიდრის ან ცოდნის რომელსაც ისინი შეიძლება ფლობდნენ. ინდივიდი რომელიც ცდილობს თავისში ცუდის მოცილებას და ცდილობს კარგის ხელშეწყობას, გააკეთებს ნამდვილ პროგრესს. თუ თქვენ იყენებთ ათას თვალს აღმოსაჩენად შეცდომების სხვებში და ხარჯავთ მთელ თქვენს დროს ამ პროცესში, თქვენი გული გახდება უსუფთაო და განავითარებს ცუდ იდეებს. ჩვენი გული არის კამერის ობიექტივის მსგავსი. საგანი რომელზეც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ყურადღების კონცენტრირებას აღიბეჭდება ჭკუაზე. ახალგაზრდები და მოხუცები ერთნაირად უნდა ცდილობდნენ მეთვალყურეობას რომ შურის, სიძულვილის და მოუთმენლობის მსგავსი ხარიხები არასოდეს არ შევიდეს მათ ჭკუებში.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, ტომი 1, თავი 2.
25.05.2016
უფალი კრიშნა და ბალარამა (მისი უფროსი ძმა) მზად იყვნენ გაეკეთებინათ მძიმე სამუშაო და ეჩვენებინათ რომ კეთილდღეობა შეიძლება მიღწეული იყოს მძიმე შრომის მეშვეობით. უფალი კრიშნა იყო ყოვლის მცოდნე, ყოვლის შემძლე, და ინკარნირებული ღმრთიურება, მაინც ის მუშაობდა მეეტლედ არჯუნასთვის. კრიშნა იყო ის ვინც აღიარებდა საზოგადოებისთვის მსახურების მნიშვნელობას; და თავისი საკუთარი მაგალითით აჩვენებდა რომ სხვებისთვის მსახურება იყო მნიშვნელოვანი. ყოველდღე, მაჰაბჰარატას ომის შემდეგ, უფალ კრიშნას მიჰყავდა ცხენები მდინარესთან, ბანდა მათ და უვლიდა მათ ჭრილობებს და ადებდა წამლებს. უფალი კრიშნა დემონსტრირებდა რომ მძიმე სამუშაო და სიბრალული ყველა ცოცხალი არსების მიმართ შეადგენს ყველა ადამიანის არსების მოვალეობას.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 3.
26.05.2016
თუ თქვენ გაქვთ მცდარი წარმოდგენა რომ ღმერთი (ბრაჰმანი) გარედან იწვევს კარგს ან ცუდს თქვენთვის, ან რომ ის გაძლევთ რაღაც სასჯელს, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ეს ენერგია ან ძალა რომლის აღწერასაც ჩვენ ვცდილობთ სიტყვით ‘ბრაჰმანი’ არ არის რაიმე თქვენს ფარგლებს გარეთ ან თქვენს გარეშე. ეს არის წარმოდგენილი თქვენში და არის თქვენს საკუთარ მეში. ნაყოფი რომელსაც თქვენ მიიღებთ შესაბამისი იქნება თესლის რომელიც თქვენ დათესეთ. თუ თესლი არის ერთი სახის და თუ თქვენ გაქვთ ამბიცია მიიღოთ განსხვავებული ნაყოფი, ეს როგორ არის შესაძლებელი? თქვენ შეიძლება იყოთ ძალიან ჭკვიანი, მაგრამ ყველა ნიჭიერება იქნება უსარგებლო თუ თქვენ უარს არ იტყვით თქვენს ძუნწ ხარისხებზე. როგორი კარგი და ცუდიც არ უნდა გქონდეთ გაკეთებული ბრაჰმანი არ აპირებს დაყოფას კარგის და ცუდის ცალკე ნაწილებად. ღმერთი აპირებს რომ მოგცეთ თქვენ მთელი გირლიანდა ყველა კარგის და ყველა ცუდის რაც თქვენ დააგროვეთ.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, ტომი 1, თავი 3.
27.05.2016
უფალმა კრიშნამ გააკეთა წმინდა გადაწყვეტილება რომ ის მოიტანს მშვიდობას და ბედნიერებას ყველასთვის, თავისი პირადი მაგალითის დაყენებით. ის ასხივებდა ბედნიერებას, იმის მიუხედავად იყო ის ბრძოლის ველზე, კრემაციის მიწაზე თუ წყნარ ადგილზე. ეს იყო უფალ კრიშნას დიდი ხარისხი. ჩვენ ვმღერით მხოლოდ ჩვენს ბედნიერ მომენტებში, მაგრამ უფალი კრიშნა მღეროდა ბრძოლის ველზეც კი და ასხივებდა ბედნიერებას. ის იყო ყოველთვის ნეტარებაში. ჩავიხედოთ ძირეულ მნიშვნელობაში სახელის კრიშნა: ‘ის ვინც არის ყურადღების ობიექტი ყველასთვის არის კრიშნა’. მეორე მნიშვნელობა არის ‘კარშაიათიიტი კრიშნა – კრიშნა არის ის, ვინც ხნავს მინდორს’. გააცნობიერეთ ეს რომ მინდორი რომელსაც კრიშნა ხნავს არის თქვენი გულის მინდორი. თქვენი გულის მოხვნით, ის აწარმოებს მშვიდობის ნაყოფებს და ავრცელებს მათ ადამიანის არსებებს შორის. ასეთი არის კრიშნას იდეალური სურათი რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენს ჭკუაში.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე 1976, თავი 3.
28.05.2016
როდესაც თქვენ იბადებით დედის მუცლიდან თქვენ არ გაქვთ მარგალიტის ან ოქროს ყელსაკიდი. თქვენ არ გაქვთ არც ყელსაკიდი ბრილიანტის ან ზურმუხტის თქვენი კისრის ირგვლივ. მაგრამ, რა კარგი და ცუდი საქმეებიც კი შეიძლება თქვენ გაქვთ შესრულებული თქვენს წარსულში მოგყვებათ თქვენთან როდესაც იბადებით. ეს არის უჩინარი გირლიანდა რომელსაც თითოეული ატარებს თავისი კისრის ირგვლივ. კარგი საქმეების კეთებით, თქვენ ვერ მიიღებთ ცუდ შედეგს და ცუდი საქმეების კეთებით თქვენ ვერ დააგროვებთ სიკეთეს. როგორი სახის სამუშაოსაც გააკეთებთ, შედეგი იქნება მისი შესაბამისი. აქედან გამომდინარეობს რომ დღეს თქვენ უნდა აიძულოთ თქვენი ჭკუა რომ აკეთოს კარგი საქმეები და აქედან თქვენ მოიწევთ, თქვენს მომავალ ცხოვრებებში, მხოლოდ კარგი საქმეების სარგებელს. თქვენ უნდა აკეთოთ სიკეთე და ამით ეცადოთ თქვენთვის სიკეთის მიღებას.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, ტომი 1, თავი 3.
29.05.2016
იმისთვის რომ გადაარჩინოს თავისი ერთგულები, ღმერთი იყენებს ბევრ სხვადასხვა მოქმედებას რამდენიმე ხერხით. ერთგული უძლურია გააცნობიეროს და გაიგოს შინაგანი მნიშვნელობა ასეთი მოქმედების, ფიქრობს რომ ღმერთი აძლევს მათ არასაჭირო სირთულეებს. ადამიანებს აქვთ მხოლოდ გარეგანი ხედვა. ღმერთს აქვს შინაგანი ხედვა. პარამათმა ყოველთვის ზრუნავს მისი ადამიანების კეთილყოფილებაზე. თუნდაც ვაჟი, რომელიც დედის მიერ აღიზარდა დიდი მზრუნველობით, უშვებს შეცდომას, დედა უსწორებს ვაჟს და სჯის თუ შესაფერისია. როდესაც ჩვენ ვხედავთ ამას, ჩვენ ვთვლით რომ დედა რომელმაც აღზარდა ვაჟი ასეთი მზრუნველობით, სიყვარულით და სინაზით ულმობელია შვილის დასჯაში; მაგრამ დედა აკეთებს ასე სიყვარულით. იგივე მანერით – ღმერთი, უნივერსალური მამა, დასჯის თავის ერთგულებს, როდესაც საჭიროა, სიყვარულით. არ შეცდეთ რომ ღმერთს თითქოს სურს ადამიანების დასჯა. ღმერთი არის ყოველთვის სავსე წყალობით.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1976, თავი 3.
30.05.2016
ბრაჰმანი ან ღმრთიურება არის თქვენს საკუთარ გულში და ფუნქციონირებს როგორც ყველაფრის შეგნების მოწმე. წარმოდგენა და ჩვენი თავის მოტყუება ფიქრით რომ იქ არ არის არავინ ჩვენი დამნახავი და ცუდის კეთება არ არის სწორი. ვინმე ხედავს მას თუ არა, ბრაჰმანი რომელიც აღწერილია როგორც ის, ვისაც აქვს ათასი თავი, ათასი თვალი, ყოველთვის გაკვირდებათ თქვენ და აკვირდება კარგს და ცუდს რასაც თქვენ აკეთებთ. ღმერთის ყოველთვის თქვენში ყოფნის ამ ძირითადი ჭეშმარიტების შეცნობისა და გაგების გარეშე თქვენ კარგავთ დროსა და ენერგიის დიდ ნაწილს ფიქრით რომ ღმერთი არის სადღაც გარეთ და რომ თქვენ უნდა იპოვოთ ის სხვა ადგილზე. ეს არის მიზეზი რის გამოც ბჰაგავად გიტაში ღმერთი არის აღწერილი დამსწრედ მყოფად ყველგან სადაც კი თქვენ მიდიხართ.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე 1976, თავი 3.
31.05.2016
ვედებს არ აქვს თავისი წარმოშობა ადამიანის არსებებში. მთელი მოთხრობა შეიქმნა გამოცდილი ადამიანების მიერ. ისეთ ნივთებში რომლებიც შექმნილია კაცის მიერ, არსებობს შესაძლებლობა ცვლილებების, დამატებებისა და გადაკეთების; მაგრამ ვედების შემთხვევაში არ არსებობს ასეთი შესაძლებლობა. რადგან ვედები მიღებულია ხმის მოსმენით, ეს მოიხსენიება აგრეთვე როგორც შრუტი (რაც იყო მოსმენილი). ჩვენ დავიწყებული გვაქვს ვედური კულტურა რომელსაც არ აქვს არც დასაწყისი, არც ექნება დასასრული, და ვათავსებთ ჩვენს რწმენას მატერიალურ კომფორტში. ჩვენ ასევე ვცდილობთ რომ მივცეთ დიდი მნიშვნელობა მას რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ირგვლივ მატერიალური მყუდროების ფორმაში და უარი ვთქვით მასზე რაც არის არსებითი ჩვენი კულტურისთვის. ამან შეიყვანა ჩვენი ცხოვრება დიდ სირთულეებში.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, ტომი 1, თავი 3.
შრი სატია საი ბაბა