ლოცვის ორი ტიპი

ბჰაკტის ორი გზა
და ლოცვების ორი ტიპი

ბჰაკტი-იოგას ორი გზა. ადამიანი იძულებულია მონაწილეობდეს საქმიანობაში როგორც სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ასევე საკუთარი ბედნიერებისთვის. მაგრამ მან გონივრულად უნდა აირჩიოს საქმიანობის სახე, მის ნაყოფებთან ზედმეტი მიბმულობის გარეშე. გამოიყენეთ მოქმედებები იმისთვის, რათა გამოიმუშაოთ რაიმე ნამდვილად ფასეული. ეძებეთ ის უმაღლესი, რასაც აქვს ყველაზე მეტი ფასეულობა, ის, რაც არ განიცდის დაცემას და შემცირებას – აი ნამდვილი ბჰაკტი (ერთგულება). ბჰაკტი – ეს არის სიყვარული და მგზნებარე სწრაფვა მიმართული ასეთი მიზნის მიღწევაზე. ამისთვის შესაფერისი საშუალება არის – კარმა, მოქმედება. ეს გზა ცნობილია როგორც კარმა-იოგა, როცა მოქმედებები თავგანწირულია, დამორჩილებულია დისციპლინას და აღნიშნულია ოსტატობით. ჭეშმარიტ სიყვარულს, მიმართულს ღმერთისკენ, შეუძლია გახსნას მისი ბუნება და დაასაჩუქროს ჯნანით (უმაღლესი სიბრძნით).

ხეს აქვს ტანი, ტანიდან სიმაღლეზე და სიგანეზე გამოდის ტოტები ყლორტებით და ყვავილებით. კარმა-იოგა – ეს არის სიცოცხლის ხის ტანი; ტოტები, ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები სიმბოლირებენ ბჰაკტი-იოგას, მწიფე ნაყოფი და ტკბილი წვენი შიგნით – ეს არის ჯნანი-იოგა, სიბრძნე. თუ ხე არ იძლევა ნაყოფს ან ნაყოფი უგემურია, მაშინ ის შეიძლებოდა სულაც არ გაზრდილიყო.

ბჰაკტიმ შეიძლება მიიღოს ორი მიმართულება: საგუნა ბჰაკტი და ნირგუნა ბჰაკტი (ერთგულება ღმერთის და ერთგულება იმის, ვინც არის ფორმის გარეშე, ფორმისარმქონე). როცა თქვენ გრძნობთ, რომ ღმერთი – არის თქვენგან ძალიან-ძალიან შორს, მიუწვდომელ ფარგლებში, ბევრად მაღლა თქვენზე, და თქვენ ევედრებით მას წყალობის შესახებ, შესთხოვთ მას კეთილგანწყობას, თხოვთ საჩუქრებს, – ეს არის საგუნა ბჰაკტი. თქვენ განადიდებთ მას როგორც უფალს და მპყრობელს, როგორც დამცველს და გადამრჩენს, თქვენ მოიმოქმედებთ თაყვანისცემის, თავის შებრალების წეს-ჩვეულებებს, ერთხმებით მის წინაშე, ემორჩილებით მას და ემსახურებით მას. მაგრამ თუ თქვენი სულიერი პრაქტიკა შედგება იმაში, რომ თქვენ ისწრაფვით დაინახოთ ის, ცოცხალი და ცნობიერი, ყველა არსებაში, როგორც ყოველი უჯრედის, ყოველი ატომის შუაგული, თუ თქვენ შეიგრძნობთ ერთობას მთელი ქმნილების (რადგან ქმნილება – სხვა არაფერია, თუ არა მისი სხეული, და თქვენ – ხართ მასში, მისგან), მაშინ ეს არის ნირგუნა. ნირგუნა – ეს არის შაქრის ჭვრეტა როგორც ასეთისა, საგუნა – ეს არის გაღმერთება ერთი რომელიღაცა შაქრის თოჯინისა, რომელმაც დაიპყრო თქვენი წარმოსახვა, მოიხვეჭა თქვენი სიყვარული და ერთგულება. თაყვანისცემის ცერემონიებს შორის მთავარი – ეს არის იაჯნა (მსხვერპლის წეს-ჩვეულება, მსხვერპლგაღება), რომელსაც, ძირითად, ეძღვნება ვედებიც.

რიტუალების მნიშვნელობა, რომლებიც შეადგენენ იაჯნას. ვედურ იაჯნაში არის რიტუალი, რომელსაც ეწოდება სომაპა. რომ მოვიცვათ შინაგანი აზრი ვედური ან სხვა ცერემონიის, საჭიროა აზრით მივმართოთ სიმბოლირებას. მაგალითად, გავარჩიოთ ეს რიტუალი, სომა-პა. „პა“ ნიშნავს „დალევას“, და საერთოდ მიღებული მნიშვნელობით რიტუალი ითვალისწინებს დალევას სასმელის, რომელიც ცნობილია როგორც სომა. მაგრამ ეს ასე არ არის! „სომა“ ნიშნავს „მთვარე“, ადამიანი კი ვერ შეძლებს მთვარის ვერც გადაყლაპვას და ვერც დალევას. მთვარე სიმბოლირებს ჭკუას – ცვალებად ჭკუას, რომელიც, როგორც მთვარე, ხან იზრდება, ხან ილევა და არ აქვს უნარი დიდხანს დარჩეს სიმშვიდეში. აი ვედებში რატომ არის ნათქვამი, რომ ჭკუა ნავაჟიშვილები ჰყავს მთვარეს. ამიტომ სომას (მთვარის) დალევა სიმბოლირებს პროცესს, რომლის დახმარებითაც, ჭკუა ექვემდებარება კონტროლს, ხდება არააქტიური და არამავნე. მიზანიც ეს არის იაჯნის – ჭკუის ახირებებზე უარის თქმა, ანუ მათი მსხვერპლად გაღება მარადიული მსოფლიო ჭეშმარიტების სასუფევლის მიღწევის გულისთვის. თუ ჭკუას მივუშვებთ თავის ნებაზე, არავითარი იაჯნა არ მოიტანს ნაყოფს, რადგან ჭკუას თადარიგში აქვს ათასი ხრიკი, რომელთა დახმარებითაც ის მიგიყვანთ თქვენ დაღუპვამდე.

მიამაგრეთ ჭკუა უფლის სახელს (ხმოვან სიმბოლოს), მაშინ ის ვერ შეძლებს ხეტიალს სადაც მოისურვებს. ღმრთიური – ეს არის სანათის ალი, რომელიც მარადიულად ანთია საკურთხეველში, სახელდობრ კი თქვენს სხეულში. გააკეთეთ, რომ ალი არ ჩაქრეს ქარის მძვინვარებით, რომელიც მოფრინავს ყველა მხრიდან, ანუ სურვილებისა და ვნებების შემოტევისგან. სახელის გასამეორებლად დაჯექით წყნარ, მშვიდ ადგილას, მოფუსფუსე ბრბოსგან, ჭკუის სხვაზე გადატანის გამღიზიანებლებისგან მოშორებით. როცა თქვენ უკვე მიაღწიეთ ისეთ სტადიას, რომ მთლიანად ჩაძირული ხართ სახელში და ფორმაში, მის წარმომდგენში, გარე გამღიზიანებლებისგან იზოლირება არ მოითხოვება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დემონსტრირებდეთ თქვენს სულიერ პრაქტიკას ყველა გზაჯვარედინზე, როგორც აკეთებენ ჩვენს დროში ზოგიერთი უჭკუოები. არ ისწრაფვოთ იმისკენ, რომ თქვენ გაღიარებდეთ და გაფასებდეთ საზოგადოება. ილოცეთ იმაზე, რომ ღმერთმა მოიწონოს, მიიღოს და შეაფასოს თქვენი „პირველი ნაბიჯები“ და „ჩვილის ტიტინი“.

გაჟღინთეთ ყოველი გაელვება სიყვარულით, ღმერთით. გაწმინდეთ თქვენი ემოციები, იმპულსები, შეხედულებები, რეაქციები. ეს არის – თვით არსი სულიერი დისციპლინის, როგორც ყველა რელიგიებიც ამტკიცებენ. გამოიკვლიეთ თქვენი ჭკუა, თქვენი აზრები. არ ეძებოთ დამნაშავეები, შესძელით დაინახოთ ყველაფერში მხოლოდ უმანკო, სუფთა. არ ილაპარაკოთ ცუდად არავისზე, და თუ თქვენ მაინც ვერ შეიკავეთ თავი ავსიტყვობისგან, მოინაიეთ და დაპირდით თქვენს თავს, რომ შემდეგში არასოდეს არ მიადგებით ამ ჩვევას. არასდროს არავინ არ დაამციროთ, პატივი ეცით ადამიანებს საუკეთესოსთვის, რაც მათშია. მათი ტკივილი, მიყენებული თქვენს მიერ, დაგტანჯავთ თქვენ თქვენი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში.

დაე თქვენი ყოველი მოქმედება წავიდეს თქვენს „შემოსავალში“, ესე იგი გამოვიდეს თქვენს კეთილ თავდებად, როცა დადგება ამ ქვეყნის დატოვების საათი, და არც ერთი არ წავა „გასავალში“, ესე იგი, როგორც ვალი, არ დაგწევთ უკან. გაჟღინთეთ ყოველი მომენტი სიყვარულით, სხვაგვარად რომ ვთქვათ ღმერთით. რა აზრი აქვს დაკარგო საათები მედიტირებაზე, თუკი, როცა თქვენ დგებით მის შემდეგ და მიდიხართ ადამიანებთან საზიარებლად, თქვენ თესავთ ბოროტებას, აწყენინებთ სიტყვებით და ქმედებებით? გიტა გთავაზობთ თქვენ იყოთ „სატატამ იოგინაჰ-ები“ – ყოველთვის თავშეკავებული, საკუთარი თავის მფლობელი, მჭიდროდ დაკავშირებული ღმერთთან. ამიტომ იყავით ფხიზლები, მტკიცეები, გულწრფელები. მტკიცე ადამიანი ეწევა სიბრძნეს.  პატარა ნაპერწკლისგანაც კი, რომელიც უყურადღებოდ არის დარჩენილი, შეიძლება აალდეს უზარმაზარი ხანძარი; მთელი ძალების გამოყენებით, უზარმაზარი ხანძარიც კი შეიძლება შეჩერდეს, მისი მბჟუტავ ცეცხლად გადაქცევით. პრაშანტი ნილაიამი, 23.11.1973წ. (3, გვ. 122-125).

     ლოცვები ნირგუნა ბჰაკტი
ლოცვა უფლისადმი ყოვლისმშთანთქმელი
 სიყვარულის შესახებ

* ერთხელ ჩაიტანია გაემგზავრა პურიში და შეევედრა უფალ ჯაგანათჰას: „ოჰ უფალო მსოფლიოს! ოჰ, უფალო სიცოცხლის! პატრონო ჩემი სხეულის! უფალო ქმნილების! მე არ ვეძლევი მონანიებას და არ მწყურია გადარჩენა. მე არ მაქვს უნარი მივსდიო იოგას და დჰიანას (მედიტირებას). არ მაინტერესებს მე სამყაროს სიხარულიც. მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს მე: მომეცი მე ყველაფრისმშთანთქმელი სიყვარული შენდამი. ამ სიყვარულით მე შევძლებ ყველაფრის მოხდენას. მაგრამ ამ სიყვარულის გარეშე, რა სარგებელია ამ ქვეყნის ყველა სასწაულებისგან, ყველა ტალანტებისგან, ყველა ძალებისგან, რომლებსაც ადამიანი უმორჩილებს თავის თავს? რათ სჭირდება მას სწავლულობა და ბრწყინვალე ჭკუა? მე უნდა მივაღწიო ღმერთისადმი სიყვარულს. ძირს ჩამომიგზავნე მე ეს სიყვარული, ოჰ ჩემო უფალო!“ (6, გვ. 34).

 
ლოცვა მსახურების შესახებ

ადამიანისადმი მსახურება – ეს არის ღმერთისადმი მსახურება. აწმყო დროში ჩვენ ვიმყოფებით ინდივიდის დონეზე. ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე. ეს წარმოდგენა საჭიროა შეიცვალოს. ჩვენ უნდა განვავითაროთ ერთობა და განვამტკიცოთ ნაციონალური ინტერესები. მთელი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს. ახლახანს ჩენაიში ტარდებოდა შეხვედრა, რომელზეც ესწრებოდნენ ბევრი მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები. ამ შეხვედრაზე მოვიდა ბევრი ხალხი. მათ ყველას აერთიანებდა ერთი მისწრაფება. მათ მსგავსად ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მივიღოთ მონაწილეობა სოფლების მსახურების პროგრამაში. თუ ყველა ადამიანი იმუშავებს შეთანხმებულად, მაშინ მთელი მსოფლიო გახდება უკეთესი. მე ყოველთვის თქვენთან ვარ, მე ყოველ წუთში გიცავთ და მიმართულებას გაძლევთ თქვენ. თუ თქვენ რაიმე დაგჭირდებათ მთხოვეთ მე. მე უზრუნველგყოფთ თქვენ ყველაფერ აუცილებლით. ყველა მდინარე საბოლოო ჯამში ერწყმება ზღვასთან. ამის მსგავსად ნებისმიერი მსახურება, რომელსაც თქვენ ეწევით, აღწევს მხოლოდ ჩემთან. რატომ უნდა გეშინოდეთ, როცა მე აქ ვარ? მერყეობის გარეშე მთხოვეთ მე ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ. მე უსათუოდ უზრუნველგყოფთ თქვენ ყოველივე აუცილებლით. ამიტომ მამაკაცებიც და ქალებიც მზად უნდა იყვნენ მონაწილეობისათვის ამ მსახურებაში (25).

* დიდი ერთგული ბჰაგავატაში ელოცებოდა ღმერთს შემდეგი სახით: „მე არ ვეძებ მეფობას. მე არ ვეძებ ზეცათ, ან გათავისუფლებას დაბადებისგან. მე მხოლოდ ვეძებ შესაძლებლობას ვიხსნა ახლობლები უბედურებისგან“.

არ შეიძლება მიიღო ღმრთიური განცდა არც იაჯნას და იაგას (მსხვერპლშეწირვის) დახმარებით, არც მოწყალებისა და კეთილი საქმეების დახმარებით. მხოლოდ როცა თქვენ თვითონ ერთვებით საზოგადოებისთვის მსახურებაში, ეგოურობის გადაგდებით, თქვენ ნამდვილად შეიძლება შეიძინოთ მშვიდობა. უპანიშადების გზავნილი ჰარმონიისა და თანამშრომლობის შესახებ აქტუალურია მთელი კაცობრიობისათვის. განსხვავებებს კასტებისა და საზოგადოებრივი მდგომარეობების შესახებ არ აქვთ კავშირი ამ ჭეშმარიტებების პრაქტიკაში განხორციელებასთან. ყველა ძირითადი ელემენტები კოსმოსში იღებენ თანაბარ სარგებელს ჰაერისგან, ცეცხლისგან, წყლისგან, მიწისგან და სივრცისგან. ყველა განსხვავებები წარმოიქმნება ადამიანის ანგარებიანობიდან (4, გვ. 227-228).

ლოცვა
„მიწერილობა ბრაჰმანანდას“

* თუ თქვენი მისწრაფება განცადოთ ბრაჰმანანდა, სატ-ჩიტ-ანანდა, გულწრფელი და სუფთაა, მაშინ ამ დღიდან ყოველთვის შეინახეთ თქვენს მეხსიერებაში ის, მე რის თქმასაც ვაპირებ თქვენთვის:

„მე ვარ ღმერთი, მე არ განვსხვავდები ღმერთისგან“ – ყოველთვის შეიცანით ეს. ყოველთვის დაიჭირეთ ეს ჭკუაში: „მე ვარ ღმერთი, მე არ განვსხვავდები ღმერთისგან“, – მუდმივად შეახსენეთ თქვენს თავს ამის შესახებ. ილოცეთ, რომ თქვენ არ გხვდეთ წარუმატებლობა ამ სულიერ ვარჯიშში, სადჰანაში.
 
„მე ვარ გაუყოფადი უზენაესი აბსოლუტი, აკჰანდა პარაბრაჰმანი“. ეს არის მეორე ჭეშმარიტება შემეცნებაში დასაყენებლად უწყვეტი გამეორებისა და ლოცვის გზით.

„მე ვარ სატ-ჩიტ-ანანდა, ყოფიერება-შემეცნება-ნეტარება“.

„მწუხარება და მოუსვენრობა ვერასდოს ვერ შეძლებს ჩემთან შეხებას“. განავითარეთ ეს რწმენა და დაარწმუნეთ საკუთარი თავი ამ ჭეშმარიტებაში განმეორებადი დარწმუნებებით და ლოცვით.

„მე ყოველთვის კმაყოფილი ვარ, შიში ვერასდროს ვერ შეძლებს შევიდეს ჩემში“. ყოველთვის შეიგრძენით ამ სახით. ილოცეთ, რათა ეს დარწმუნება გახდეს სულ უფრო მყარი და მაგარი.

დაარწმუნეთ საკუთარი თავი: „ოჰ მე! სრულყოფილი ვარ! – ომ ტატ სატ, ომ ტატ სატ“ (ბრაჰმანის სამების სიმბოლო).

როგორც ფიზიკური სხეული შენარჩუნდება ჯანმრთელი და ძლიერი ხუთი სასიცოცხლო ნაკადით, პრანით, ეს ხუთი ლოცვა გასაჩუქრებს თქვენ „ბრაჰმანის შეცნობით“, რაც არის იგივე, რაც სტატუსი თვით ბრაჰმანისა, შემქმნელისა.

არ დაამციროთ საკუთარი თავი და არ განსაჯოთ როგორც დაბალი, პატარა ან სუსტი. სხეული – ეს არის მხოლოდ საშუალება სიცოცხლით სამოგზაუროდ. არ მიიღოთ ის შეცდომით თქვენს „მე“-დ და არ დაადოთ თქვენს „მე“-ს მისი აფრენები და დაცემები. 23.11.1983წ. (24, გვ 5).

ლოცვები საგუნა ბჰაკტი
ლოცვა ღმერთის წყალობაზე

ადამიანებმა უნდა ილოცონ ღმერთის წყალობაზე. ისინი არ უნდა წუხდებოდნენ მომავალი წლის პროგნოზებე. ღმერთის წყალობით ისინი შეძლებენ ნებისმიერი სიტუაციის თავის გართმევას. ადამიანები ლაპარაკობენ სასტიკ საშიშროებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ცხრა პლანეტასთან. მაგრამ, არსებითად მათ სიცოცხლეს უწამლავს მხოლოდ ორი „პლანეტა“ – აჰამკარა და მამაკარა (ეგოურობა და მესაკუთრეობის გრძნობა). ერთადერთი, რაც მოითხოვება მათი უღლისგან თავის დასახსნელად – არის ღმერთის წყალობა. ახალგაზრდა ადამიანებმა ეს წელი უნდა მიუძღვნან წმინდა საქმეებს. შეეცადეთ მიიღოთ მონაწილეობა სოციალური პრობლემების გადაჭრაში. განამტკიცეთ ერთობა საზოგადოებაში. გადაყარეთ პატივმოყვარეობა და ტრაბახი. განავითარეთ თქვენში ნებისმიერი სიტუაციის მამაცად შეხვედრის უნარი, – თვისება დაფუძნებული რწმენაზე ღმერთში. იფიქრეთ ყველა ქვეყნის ადამიანთა კეთილდღეობაზე. კაცობრიობა ერთიანია, რასების, რელიგიების და კასტების მიუხედავად. მიუძღვენით ეს წელი ქვეყნიერების მთლიანობაზე შეხედულების განვითარებას. (1995) (6, გვ.88).

ლოცვა სუდარშანზე – ღმერთის მწყალობელ გამოხედვაზე. დილით მე გიყვებოდით თქვენ სხვადასხვა ისტორიებს, მათ შორის გაჯენდრა მოკშას შესახებ, ესე იგი გაჯენდრას გათავისუფლებაზე. ვინ არის ეს გაჯენდრა ანუ სპილოების უფალი? ამ მითის თანახმად გაჯენდრა წინა განხორციელებაში იყო მეფე, სპილოს სხეულში კი დაიბადა შედეგად წყევლისა, რომელიც მას დაადო ბრძენმა. დედალ სპილოებთან ერთად ტყის გავლისას, გაჯენდრამ დაინახა ტბა. მას მოუნდა დაწყრულება, მაგრამ როგორც კი მან დააბიჯა წყალში, ნიანგი კბილებით ჩაეჭიდა ფეხში. წინა დაბადებაში გაჯენდრა იყო დიდი მეფე. გაგება „მეფე“ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნავს ატმას სხვა ფორმას. ატმა – არის მეფე, პარამატმა კი – მეფის შემქმნელი. და აი ჩვენ ვხედავთ, რომ ინდივიდი, რომელიც ერთიანია ატმასთან, წინასწარმეტყველის წყევლის შედეგად გადაიქცა ცხოველში. რას ნიშნავს, როცა ყოფილი მეფე ხდება ცხოველი? ეს ნიშნავს, რომ მან დაკარგა შეძენილი ატმადრიშტი, ანუ ატმასთან ერთიანობა, და დეგრადირდა, მიიღო რა ცხოველის ფორმა. არსი ატმადრიშტი მსგავსია ლომის ქცევისა. როცა ლომი თავის გზას კაფავს, ის არასდროს უკან არ იხედება და არ უხვევს ბილიკიდან. ჯივადრიშტი მსგავსია ცხვრის სიარულისა. ის არასდროს არ მოძრაობს პირდაპირ, საქმეც ისაა, მხდალად იხედება აქეთ-იქით, რადგან ეშინია ჩასაფრებული საფრთხისა. ატმადრიშტის გზით სიარულისას, ჩვენ არ მოგვიწევს გადახვევა პირდაპირი გზიდან, რომელსაც მიჰყავს ბედნიერებისკენ. მაგრამ თუ ჩვენ დავეშვებით ატმადრიშტის დონიდან ჯივადრიშტის დონეზე, მაშინ შეიძლება დავემსგავსოთ ცხოველს. როგორც მეფეს, გადაქცეულს სპილოში, ჩვენ შეიძლება ჩაგვისაფრდეს ყველანაირი საფრთხეები. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი, ცუდი ქმედების ჩადენისას, ჩვენ ხშირად ვისმენთ შენიშვნებს უფროსებისგან; „შენ ასე რატომ მოიქეცი? შენ რა, ცხოველი ხარ?“ ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე არაფრით არ განვსხვავდებით ცხოველებისგან. მაგრამ თქვენს ქცევაში თქვენ არა იშვიათად ბაძავთ მათ ზნეს. სპილომ დაივიწყა ატმა-ტატვას შესახებ, თავისი ჭეშმარიტი ბუნების შესახებ და ეწეოდა ცხოვრებას, სავსეს მიბმულობებით, სიცრუით, მედიდურობით და თავის თავზე დიდი წარმოდგენით. ეს სპილო დახეტიალობს სიცოცხლის ტყეში და რამოდენიმე ხნის შემდეგ გრძნობს, რომ მას სწყურია. ეს რა წყურვილია, რომელიც აუცილებელია სასწრაფოდ დაკმაყოფილდეს? ის დაკავშირებულია გრძნობების დაკმაყოფილებასთან. სპილოს თვალებს ეხსნება ტბა. ეს რა ტბა არის? ის სრულიად სავსეა ყოფითი სურვილებით და ჰქვია სამსარა ანუ ოჯახი. სპილო იმდენად მოუთმენელია თავის მიდევნებაში სამსარის სიხარულებზე, რომ სირბილით მიდის წყლისკენ. მისი მომცველი სურვილი არ აძლევს ადგილს გააზრებას. ამიტომ ის მუხლებამდე შედის ტბაში, და იმავე მომენტში ნიანგი, რომელსაც ჩვენ უწოდებთ მამაკარას – მიბმულობას, ან აჰამკარას – ეგოს, სწვდება მას ფეხში. სპილო ცდილობს გათავისუფლდეს მისი ხახიდან, მაგრამ მისი ძალისხმევები ამაოა. ის ხან ასე, ხან ისე იწევს ხაფანგისგან – ყველაფერი ამაოა. ის გრძნობს მისი სხეული როგორ სუსტდება, და ძალები ტოვებენ მას. მაშინ ის დახმარებისთვის მიმართავს თავისი ჭკუის შესაძლებლობებს. მაგრამ ესეც არ შველის, რადგან მისი ჭკუის ძალა აღმოჩნდა არასაკმარისი. და აქ ბოლოსდაბოლოს ის იხსენებს ღმრთიური ძალის შესახებ.

თანამედროვე ადამინების ცხოვრების სახე ჰგავს სპილო გაჯენდრას ცხოვრებას. ადამიანი მთლიანად დამოკიდებულია თავისი სხეულის ფიზიკური ძალისგან, ინტელექტის ძალისგან, თავისი კავშირების ძალისგან და თავისი განათლების დონისგან. ის არ ითვლის და არ ეყრდნობა ღმერთის ძალაზე. მხოლოდ როცა სპილომ აღმოაჩინა, რომ ყველა სხვა ძალები ამოწურულია, მას გააგხსენდა, რომ ლოცვა უნდა აღუვლინოს ღმერთს. მაშ სპილო ასე დიდხანს რატომ არ მიმართავდა ღმერთს და შეევედრა მხოლოდ სულ ბოლო მომენტში? შევეცადოთ მოვძებნოთ ასეთი ქცევის მიზეზი. თქვენი სიცოცხლე ისეთია, რომ მიეჩვიეთ ენდოთ მხოლოდ თქვენი სხეულის და საკუთარი განსჯის ძალას. მყოფი ჭკუისა და სხეულის შესაძლებლობებისგან სრულ დამოკიდებულებაში, ადამიანი ვერასდროს ვერ განცდის ჭეშმარიტ ბედნიერებას. მაშინაც კი თუ ის ცდილობს გამოიყურებოდეს ბედნიერად, სინამდვილეში მისი სულის სიღრმეში არ არის არც სიხარული, არც მხიარულება. ფიზიკურ ძალას და ჭკუის შესაძლებლობებს თვით თავის თავად არ შეუძლიათ გამოიწვიონ ნამდვილი სიხარული და მოიტანონ სიმშვიდე. როცა ჩვენ გავიგებთ, რომ დამოკიდებული ვართ მხოლოდ ღმრთაების წყალობისგან, და ყველა ძალისხმევას, შესრულებულს ჭკუის და სხეულის მიერ, მივუძღვნით ღმერთს, ჩვენ დაჯილდოებული ვიქნებით მისი გულუხვობით და გულმოწყალებით, და შევიძენთ ბედნიერებას და სულიერ სიმშვიდეს.

ჩვენ ვიცით ბჰაგავატიდან, რით დამთავრდა გაჯენდრას ისტორია. როცა სპილო შეევედრა დახმარების შესახებ, ღმერთმა მოისმინა მისი ვედრება და გაუგზავნა მას ჩაკრა, რომელიც ატარებს „სუდარშანა ჩაკრას“ სახელს. შევეცადოთ გავიგოთ ამ ღმრთიური ნობათის – სუდარშანას დაფარული აზრი. სუდარშანა, – ეს უბრალოდ იარაღი ან თავდაცვის საშუალება არ არის. იმ მომენტში, როცა სპილომ იმედგაცრუებაში მყოფმა მიმართა თავისი მზერა ღმერთისკენ, უფლის მზერა მყისვე მიიმართა სპილოზე. სუ-დარშანა აღნიშნავს „წყალობით შეხედვას“. როცა სპილო შეევედრა ღმერთს, ღმერთის მწყალობელი შეხედვა დაეცა სპილოზე. ამიტომ ამას უწოდეს სუდარშანა. ჩვეულებრივ შირდიში გამგზავრებისას, მე ვამბობდი: „მხედველობა არ მომაშოროთ მე, და მე ვიზრუნებ თქვენზე. თქვენი შეხედვის შეგრძნებისას, მე აუცილებლად გამოგიგზავნით ჩემ შეხედვას“. როცა სპილო, გულითადი სიმძაფრით, შეევედრა ღმერთს დახმარების შესახებ, გაუგზავნა მას თავისი კეთილი მზერა, ღმერთმა თავისი ჩამოუგზავნა მას ძირს და სპილო გადაარჩინა. სპილომ მიიღო ღმერთის სუდარშანა და ამგვარად შეძლო ტყვეობიდან გათავისუფლება.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ ნიანგის შესახებაც. ნიანგი, რომელიც აღმოჩნდება ხმელეთზე, ხდება სრულიად უმწეო – ის კარგავს მთელ თავის ძალას. მაშინ კი, როცა ის იმყოფება წყალში – თავის მშობლიურ სტიქიაში – მისი სიძლიერე საგანგებოდ დიდია. ამის მსგავსად დჰარმა იკრებს თავის ძალას მაშინ, როცა სრულდება არა სიტყვებით, არამედ საქმით. დჰარმა დაგიცავთ თქვენ, თუ თქვენ დაიწყებთ მის პრაქტიკას. ბჰაგავანმა თქვა გიტაში: „დჰარმა სამსთჰანამაართჰააია საბჰავამი იუგე იუგე“ – „მე ვიბადები ყოველ იუგაში, ან სამყაროს პეროიდში, იმისთვის რომ აღვადგინო დჰარმა“. ჩვენ ვიცით, რომ სინამდვილეში დჰარმა არსებობს მარადიულად, ყველა დროში – წარსულში, აწმყოსა და მომავალში. რისთვის უნდა შევქმნათ ხელახლა ის კვლავ? მიზეზი არის არა დჰარმაში, არამედ ადამიანებში, რომლებიც აღარ მიჰყვებიან მას, და კრიშნამ მოისურვა აეღორძინებინა დჰარმას პრაქტიკა (8, გვ.151-153).

 
ლოცვა
გათავისუფლების ძღვენის შესახებ

* რა არის ცხოვრების მიზანი? დაიბადო კვლავ და კვლავ? არა. დღევანდელი გაზეთი ხვალ გახდება უსარგებლო ქაღალდი (სიტყვების თამაში: NEWSPAPER და WASTE PAPER). ერთ მომენტში თქვენ თავს აძლევთ დღევანდელი გაზეთის წაკითხვის ნებას, თქვენ არ მოგინდებათ მისი კვლავ და კვლავ წაკითხვა. ამგვარადვე, თქვენ მოგეცათ ეს დაბადება, და თქვენ გაიარეთ სხვადასხვა განცდები ტკბობისა და ტკივილისა. თქვენ უნდა ილოცოთ: „ოჰ, უფალო! მე ვარ ტყვეობაში დაბადებისა და სიკვდილის ამ არასდროს არ დასრულებად ციკლში. დრო და დრო მე განვიცდი ტაჯვებს დედის მუცელში ყოფნისგან. ძალიან რთულია ყოფითი ცხოვრების ამ ოკეანის გადალახვა. გეთაყვა, გამიყვანე მე ამ ოკეანეს იქით და მაჩუქე გათავისუფლება“. (18.02.2007) (35).

ლოცვა
იდეალების მიდევრობის ძალის ჩუქების შესახებ

* სტუდენტებო! თქვენ ახალგაზრდები ხართ და თქვენ წინ გაქვთ გრძელი ცხოვრება. როცა პარიკშიტი ავიდა ტახტზე, ის იყო თქვენზე გაცილებით ახალგაზრდა. ამის მიუხედავად, მან მიიღო ბედის გამოწვევა განსაცვიფრებელი ვაჟკაცობით და ღმერთში რწმენით. ის აღმოჩნდა იდეალი ახალგაზრდა თაობისთვის. თქვენც ასევე უნდა განავითაროთ მსგავსი ვაჟკაცობა და სულის ძალა და ისწრაფოთ საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევა. ეს არის ჭეშმარიტი იდეალი. ელოცეთ ღმერთს, რომ მან გაჩუქოთ აუცილებელი ძალა ამ იდეალის მიმდევრობისთვის. პანდავებმა დიდი ხანია დატოვეს ეს სამყარო, მაგრამ მათი იდეალები მარადიულია და ყოველთვის აქტუალური. თქვენ უნდა ელოლიავოთ ამ იდეალებს თქვენს გულებში და ეცადოთ მისდიოთ მათ. (30).

ლოცვა
დარშანის შესახებ

* თანდათანობით თქვენში ვითარდება სურვილი მიიღოთ უფლის დარშანი, – მიიღოთ პირდაპირი პირადი კონტაქტი და იხილოთ უფალი. როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ასეთი გზით ვიხილოთ უფალი? უბრალოდ ამის სურვილი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება. თქვენ გული უნდა გიწუხდეთ მისი დანახვის წყურვილისა და დარდისგან. თქვენ მუდმივად უნდა ესწრაფოთ უფლის დანახვას. ღმერთის რომელი ფორმისა და ასპექტის შესახებაც არ უნდა გაიგოთ თქვენ კითხვისა და მონათხრობის მადლით, ახლა თქვენ ძალიან უნდა გინდოდეთ მისი ნახვა, რათა უშუალოდ განიცადოთ მისი დასწრება. თუ თქვენი სურვილი გულითადია, მაშინ რამოდენიმე ხნის შემდეგ უფალი წარსდგება თქვენს წინაშე უაღრესად პირადი გზით და მოგცემთ თქვენ ღმრთიურ ხილვას, რომელსაც თქვენ ასე ეძებდით. აი პატარა მოთხრობა, რომელიც ამას ილუსტრირებს.

ოდესღაც ცხოვრობდა ღარიბი მწყემსი-ბიჭი, რომელსაც ჰქონდა დიდი რწმენა და ღმერთის ნახვის მგზნებარე სურვილი. ერთხელ, სოფელში სადაც ეს ბიჭი ცხოვრობდა, მოვიდა მქადაგებელი ჰირაკათჰადაში, რათა გამოსულიყო სულიერი სიტყვებით. ჩვეულებრივ ბევრი ხალხი მოდიოდა მოსასმენად, როგორ უგალობდა ის დიდებას უფალს და მის საგმირო საქმეებს. პატარა მწყემსს არ შეეძლო დაეტოვებინა თავისი სამუშაო და მისულიყო ამ შეხვედრებზე, იმიტომ რომ მთელი დღე მას უნდა ემწყემსა ძროხები. მხოლოდ საღამოობით, როცა ის ძროხებს შერეკდა სადგომში, მას შეეძლო წასულიყო მქადაგებლის გამოსვლების მოსასმენად. პატარა მწყემსი ისმენდა ყველაფერს, რაც ითქმებოდა, ძალიან სერიოზულად და დიდი ინტერესით.

ერთხელ საღამოს პანდიტი (სწავლული ბერი), რომელიც იყო უფალ ვიშნუს ერთგული, ჰყვებოდა იმის შესახებ, როგორ გამოიყურება უფალი ვიშნუ, აღწერდა უფლის ტრადიციულ სახეს: მას აქვს მუქი კანი, თეთრი ნიშანი შუბლზე, და ის არის თეთრ არწივზე. პანდიტმა ასევე ახსნა, რომ უფალი ვიშნუ ყოველთვის მზად არის მივიდეს დასახმარებლად მათთან, ვინც ეძებს მასში დაცვას, და რომ ის სიხარულით იღებს ყველაფერს, რასაც სთავაზობენ მას სრული რწმენით.

უფლის ამ თვისებებმა, რომელთა შესახებაც არაერთჯერ თქვა პანდიტმა, ბიჭის სულზე მოახდინეს წარუშლელი შთაბეჭდილება. პანდიტმა თქვა ასევე, რომ ღმერთს ძალიან უყვარს მუსიკა, და რომ ის შეიძლება დაიპყრო, მისთვის ლოცვების გაგზავნით სიმღერებში, რომლებიც მოწიწებით ამოდიან გულიდან.

ჩვეულებრივ ბიჭი-მწყემსი ატარებდა საჭმელს, რომ ეჭამა დღისით. მან დაიწყო ყოველ დღე მთელი გულითადობით და ერთგულებით ამ საჭმელის შეთავაზევა ღმერთისთვის, ლოცვით, რომ მას დაეგემოვნებინა ის. თავის ლოცვებს ის იწყებდა ასეთი გალობით: „ოჰ, მუქკანიანო უფალო, მე მითხრეს, რომ შენ მოგზაურობ თეთრ არწივზე მჯდომი. მოდი! გეთაყვა, მოდი ჩემთან და მიიღე ჩემგან ეს საკვები“.

ასე ევედრებოდა ბიჭი უფალს მთელი კვირა. ის არცერთხელ არ შეხებია საკვებს, იმიტომ რომ უფალი არ ინაწილებდა მას მასთან. კვირის ბოლოს ის ძალიან დასუსტდა. ფიზიკური სისუსტის გარდა ის წვალობდა ასევე ძლიერი ტანჯვებისგან, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ მღეროდა არასწორად, და ამიტომ არ იყო პასუხი უფლისგან. ის დარწმუნებული იყო, რომ უფალი ხელს არ კიდებდა მის საჭმელს სიმღერის არასრულყოფილების გამო. ამიტომ გადაწყვეტით და ერთგულებით აგრძელებდა ის თავისი სიმღერების გალობას, თვლიდა, რომ ბოლოს და ბოლოს ის აუცილებლად მოიპოვებს უფლის წყალობას.

თუმცა ის იყო ძალიან დასუსტებული, მაგრამ მაინც მიაღწია ტყემდე. გრძნობდა რა თავს სრულიად ღონემიხდილად, ის მაინც მზად იყო არ ეჭამა, ვიდრე უფალი არ მიიღებდა მის მისართმევს. ახლა მისი სიმღერა-ლოცვა ხმოვანებდა საგანგებოდ მელოდიურად. პატარა მწყემსი სულ მღეროდა და მღეროდა, თხოვდა უფალს ძირს ჩამოსყლიყო და დაეკმაყოფილებინა თავისი შიმშილი, ბიჭის საჭმლის მიღებით, დაეკმაყოფილებინა წყურვილი, მიეღო წყალი, რომელსაც მას ბიჭი სთავაზობდა ასე მხურვალე სურვილით. როცა გრძნობებში, მელოდიებში და სიტყვებში გაჩნდა სრულყოფილი ჰარმონია, უფალი ძირს ჩამოვიდა. და როგორ მოევლინა უფალი პატარა მწყემსის წინაშე? ის მოვიდა როგორც ბიჭი-ბრამინი. პატარა მწყემსმა ჰკითხა ბიჭ-ბრამინს, რომელიც იდგა მის წინ: „ძვირფასო მეგობარო, მითხარი მე, შენ ვინ ხარ? შენ, ტყით მიმავალი მოგზაური ხარ?“ ბიჭმა-ბრამინმა უპასუხა: „მე ვარ უფალი ნარაიანა. შენ ლოცულობდი, რომ გენახე მე, და მე ჩამოვედი, რომ მოგცე შენ  დარშანი“.

ახსოვდა რა, რომ უფალს უყვარს მუსიკის მშვენიერი ხმები, პატარა მწყემსი აგრძელებდა შეკითხვების მიცემას ძალიან მელოდიური ხმებში: „მაგრამ შენ არ გამოიყურები ისე, როგორც აღწერდნენ უფალს: სახის შავი ფერი, თეთრი ნიშნით შუბლზე და თეთრ არწივზე. პანდიტმა თქვა, რომ ამ ნიშნებით ჩვენ შეგვიძლია ვიცნოთ უფალი, მაგრამ ეტყობა, რომ ეს ასე არ არის. ოჰ, თუ შენ კურთხეული უფალი ხარ, გეთაყვა გადაწყვიტე ჩემი ეჭვები და ნება მომეცი მე დაგინახო შენ შენს ჭეშმარიტ ფორმაში“.

ბიჭს უკვე მოსმენილი ჰქონდა ღმერთის აღწერა. ახლა მას უნდოდა მისი დანახვა და უშუალოდ განცდა მისი ისეთად, როგორადაც მას აღწერდნენ. მაგრამ ღმერთს არ აქვს რაიმე განსაზღვრული ფორმა. მას აქვს ათასი თვალი, ათასი ყური, ათასი ხელი და ათასი ფეხი. მაგრამ იმისთვის, რომ აამოს თავის ერთგულებს, რომლებსაც სწყურიათ მისი დანახვა, და მიჰგვაროს მათ სიამოვნება, ის ღებულობს იმ სახეს, რომლზეც მას გულწრფელად ევედრებიან. ეს არის სტადია დრაშტუმი, როცა ადამიანი იწვის უფლის ხილვის სურვილით. მაშინაც კი, როცა ასეთი ხილვა მოდის, სულერთია ეს მაინც არ არის ღმერთის ჭეშმარიტი სახე, არამედ სახეა, რომელიც ამორჩეულია მხოლოდ ერთგულის ლოცვის მადლით. ღმერთს უყვარს გულრწფელი, გულმართალი გრძნობები და ამიტომ თავისი ერთგულის გრძნობების შესაბამისად, ის იძლევა დარშანს იმ სახეში, რომელიც ერთგულისთვის ყველაზე სანდომია. რომ გაეხარებინა პატარა მწყემსი, უფალმა მიიღო ვიშნუს მოციალე სახე და იგემა საკვები და წყალი, რომელიც მას შესთავაზა ბიჭმა ასეთი სიყვარულით.

იმის შემდეგ, რაც უფალი წავიდა, ბიჭმა იფიქრა თავისთვის: „თავიდან მე მოვისმინე მისი აღწერა, შემდეგ კი ვლოცულობდი, რათა მენახა ის თვითონ. და აი ის ჩამოვიდა, და მე დავინახე მისი იერსახე. მაგრამ მე როგორ მივაღწიო მას, რომ ვიყო ყოველთვის მასთან?“

უბრალოდ მოსმენა – ჯერ კიდევ ვერ შეძლებს ერთგულის დაკმაყოფილებას. ის ვერ შეძლებს აგრეთვე მიიღოს სრული კმაყოფილება, უბრალოდ უფლის დანახვით, რადგან მისი დანახვით, ერთგულს სწყურდება მასთან სრული შერწყმა; მხოლოდ მაშინ ის აღწევს უსასრულო ნეტარებას. ამ ბიჭის შემთხვევაში უფალმა მისცა დარშანი და გაუჩინარდა. მაგრამ ამ მომენტიდან უფლის სახე სამუდამოდ ჩაიბეჭდა ბიჭის გულში ისეთად, როგორიც მან ეს ეს არის იხილა ის ვიშნუს სახეში. ჰქონდა რა თვალწინ ეს აღმაფრთოვანებელი სახე, მან დაიწყო კითხვების მიცემა, ოცნებით მხოლოდ იმის შესახებ, როგორ მიეღწია უფლისთვის და შერწყმოდა მას. ეს სტადია არის პრავეშტუმ – მესამე სტადია (18, გვ.58-61).
 
ლოცვა
დისციპლინის შესახებ

თუ თქვენ უგულებელყოფთ ჭეშმარიტების კანონებს, ნებისმიერი მოვალეობა, დაკისრებული თქვენზე დჰარმით, და ნებისმიერი მოქმედება, გამომდინარე დჰარმიდან, თქვენთვის იქნება მძიმე ტვირთი. ეძებეთ რეალობა, რომელიც დევს ყველა ამ მოვლენების მიღმა, და ეს ძებნა გახდის ყველა მოქმედებას, დაფუძნებულს დჰარმაზე, მსუბუქად და სასიამოვნოდ. უფალმა ისე შექმნა ადამიანი, რომ ის მიილტვის ღმერთისკენ და იხიბლება თავისი ხედვის გაფართოებით. ადამიანი ბედნიერია, როცა ის ზნეობრივი და სათნოა. ამიტომ ადამიანი უნდა ემსახუროს თავის საუკეთესო ინტერესებს, მისდიოს თავის სიღრმისეულ ბუნებას, კონცენტრირებით ბრაჰმანზე, უბიწოების განვითარებით და დჰარმას მიმდევრობით.

ჭეშმარიტება უნდა ეძებო და შეამოწმო საღი აზროვნების ყველა წესებით. დისციპლინა მდგომარეობს შემდეგში:
 გმირული მისწრაფება დჰარმას (აჯასის) მიმდევრობაზე;
 უშიშარი თვითკონტროლი (ტეჯასი);
 აღუშფოთებლობა, სიხარულის და სევდის არქონა ცხოვრებისეული წარმატებებისა და წარუმატებლობების დროს;
 ურყევი რწმენა სათჰიაში და დჰარმაში (საჰანა);
 უნაკლო მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა, შეძენილი დისციპლინისა და თავშეკავების დახმარებით (ბალა);
 სურვილი და უნარი თავაზიანი და პირდაპირი ლაპარაკისა, რომელიც შეიძინება სიმართლისა და სიყვარულის დახმარებით (ვააკი);
 შეცნობის ხუთი ორგანოს (ჯნიანენდრიის) და მოქმედების ხუთი ორგანოს (კარმენდრიის) ზიზღი ნაკლისა და ცოდვისგან და ყველა ენდრიის მიმართვა სათჰიას, ჭეშმარიტების სამსახურზე (ინდრიიამოჰა);
 მბრძანებლობის შეძენა ყველა სამყაროზე საკუთარ შინაგან სამყაროზე მბრძანებლობის დახმარებით (შრი);
 დანგრევა საკუთარი ცრურწმენების და დაუსრულებელი ძებნა ჭეშმარიტების, სათჰიას (დჰარმა). ადამიანი უნდა ლოცულობდეს: „დაე ეს ყველაფერი მებოძოს მე“. ამ ლოცვის პოვნა შეიძლება „ჩამაკა-ჰიმნში“.

დჰარმას მოაქვს სიკეთე ყველასთვის, ის საჩუქრად იძლევა ნეტარებას ახლაც და მომავალშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელმა კაცობრიობამ დაინახოს ამ მსოფლიოს დჰარმის დიდება (13, გვ.116-117).

 
  ლოცვა განკურნების შესახებ

ვიბჰუტისა და ლოცვის გამოყენება გამოჯანმრთელებისათვის

კითხვა: სვამი, ადამიანები გამოთქვამენ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს ვიბჰუტის (წმინდა ფერფლის) გამოყენებასთან დაკავშირებით. სვამის მიმდევარმა უნდა გამოიყენოს ვიბჰუტი, როგორც ერთადერთი საშუალება დაავადებებისა და ჭრილობების მკურნალობისთვის?
საი: ნუ მისცემთ მნიშვნელობას წვრილმან დაავადებებს მოშლილობებს. უფრო სერიოზულ შემთხვევებში სჯობს ელოცოთ სვამის. ეს მნიშვნელოვანია. ვიბჰუტი შეიძლება გამოიყენოთ და შეიძლება არც გამოიყენოთ. მაგრამ ლოცვა უნდა იყოს აუცილებლად.

კითხვა: და როგორ არის ჩვეულებრივ სამედიცინო დახმარებასთან მიმართებაში? ადამიანმა უნდა ისარგებლოს თუ არა იმით მანამ, სანამ მიმართავს სვამის ლოცვებში?
საი: ზოგიერთ ადამიანებს აქვთ რწმენა ექიმებში, ზოგიერთებს _ სვამიში.

კითხვა: მაგრამ, სვამი, ეს ნამდვილად პრობლემაა. ადამიანებს ეშინიათ, რომ თუ ისინი გააკეთებენ რაიმეს ვიბჰუტის გამოყენების მაგიერ, ისინი აჩვენებენ სვამიში რწმენის დანაკლისს.
საი: სინამდვილეში შეიძლება გაკეთდეს ერთიც და მეორეც. მიმართოთ ექიმს და მიიღოთ ვიბჰუტი. მაგრამ, იმისგან დამოუკიდებლად, რამდენად ძლიერია თქვენი რწმენა სვამიში, ყველაზე უკეთესია მიმართოთ მას ლოცვით მისი წყალობის შესახებ.

კითხვა: ზოგიერთი თაყვანისმცემლები ვარდებიან უკიდურესობებში. იმის მიუხედავად, რომ მათი დაავადება ან ტანჯვა შეიძლება იყოს ძალიან მძიმე, ისინი აცხადებენ, რომ მიიღებენ მხოლოდ ვიბჰუტს და არაფრის გულისთვის არ მიმართავენ ექიმს.
საი: თუ მათ სურთ მოიქცნენ ასე, დაე ეს გააკეთონ. სვამი კი თვლის, რომ დახმარების ჩვეულებრივ საშუალებებს გამოყოფილი უნდა ჰქონდეს სათანადო ადგილი. (19, გვ.200-201).

* კითხვა: მაშინ როგორ უნდა ვიმკურნალოთ?
საი: ჩვეულებრივი სამედიცინო საშუალებებით და ლოცვით.

კითხვა: მაგრამ, სვამი, სამყაროში არის ათასობით შემთხვევა, როცა ადამიანები მეტად იკურნებიან მკურნალების მიერ. ამ შემთხვევაში როგორღაა?
საი: სარგებელი აქ მხოლოდ იმაშია, რომ ადამიანმა შეიძლება მიიღოს შემსუბუქების მხოლოდ დროებითი გრძნობა. მაგრამ ის ნამდვილი არ არის. თუ ხდება განკურნება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანს ჰქონდა გრძნობა ან აზრი ღმერთის შესახებ.

კითხვა: მაშინ ძალა ღმერთისგან არ გადადინდება ავადმყოფში?
საი: სად არის ღმერთი? ის თქვენს შიგნითაა. ის კურნავს შიგნიდან (19, გვ.152-153).

ლოცვა
უბიწო მოქმედებების შესახებ

* თქვენ არა გაქვთ დანაკლისი ძალებში. ღმერთმა დაგაჯილდოვათ თქვენ ძალით, მაგრამ თქვენ მას არ მიმართავთ საჭირო კალაპოტში. ყოველი ადამიანის არსება მომარაგებულია ღმრთიური ენერგიით, რომელიც სწორად უნდა იყოს გამოიყენებული. ის საჭიროა გამოყენებული იყოს კეთილი მიზნებისთვის სინდისის მითითებების შესაბამისად. როცა სინდისი დაკმაყოფილებულია, ენერგია ნაკურთხია. დღეს ადამიანი ფუჭად ხარჯავს ღმრთიურ ენერგიას, მისი გამოყენებით ეგოურ ინტერესებში.

ადამიანებს სჭირდებათ შეიცნონ, რომ მოქმედება და დრო კურთხეულია. კარმას ღმრთაება ყოვლისშემძლეა. ამიტომ მისკენ ლოცვის მიმართვა – ეს თხოვნაა იმის შესახებ, რომ მან დაგიცვათ თქვენ უწმინდური მოქმედებებისგან (6, გვ.349).

* ისეთი წმინდა დღეები, როგორიც შივარატრია დანიშნულია იმისთვის, რომ ჩაბეჭდოს ადამიანის ჭკუაში მისი მოვალეობა დააწესოს „მარხვა“ გრძნობებში და გასწიოს „სამსახური“ იტელექტში, რათა შორს დაიჭიროს გამხრწნელი იმპულსები და მიდრეკილებები. ეს არის დღე, როცა უფალმა შივამ გადაყლაპა სასიკვდილო შხამი „ჰაალაჰალა“, რომელიც მსოფლიოს ემუქრებოდა განადგურებით, და, ამგვარად გადაარჩინა კაცობრიობა დაღუპვას. ღმერთის წყალობის მომპოვებელს უნდა ახსოვდეს ეს დღე მადლიერებით. ის არც უნდა აღტაცდეს წარმატებისას, არც გული გაიტეხოს, როცა მას წილად ხვდა მწუხარება. „შენი არის ნება, არა ჩემი“ – უნდა იყოს მისი მუდმივი საკუთარი მტკიცება. (16.02.2007) (35).

   
ლოცვა
დროს წმინდად გამოყენების შესახებ

* ფაქტიურად ღმერთის სახელებიდან ერთ-ერთი – ქალაქალა – აღნიშნავს „დროს“ ანუ „დროის მეუფეს“. დრო შთანთქავს ადამიანს, მაგრამ ღმერთი შთანთქავს თვით დროს. დრო პასუხისმგებელია ადამიანის პროგრესზე ან მის რეგრესზე, მის წინწაწევაზე სიკეთისკენ ან მის ვარდნაზე ბოროტებაში, მის მიერ ღირსებების შეძენაზე ან ნაკლოვანებების დაგროვებაზე. ამიტომ ჩვენ უპანიშადებში ვპოულობთ ასეთ ლოცვას: „ოჰ ღმერთო, შენ თვით ხორცშესხმა ხარ დროისა. დამეხმარე მე გავხადო წმინდა ჩემი ქმედებები და გავატარო მთელი ჩემი დრო, ხსოვნით შენი დასწრების შესახებ, რათა მე შევძლო წარმატებით მოვაღწიო შენს ლოტოსის ტერფებს“ (18, გვ.45).

 
ლოცვა
ცნობიერების სისუფთავის და ჭკუის სიმშვიდის შესახებ

* კითხვა: რაზე ვილოცოთ? თუ ადამიანს არ აქვს მატერიალური და ყოფითი საჭიროებები, რაზე უნდა ილოცოს?
საი: ჭკუის სიმშვიდის შესახებ. მან ღმერთს უნდა თხოვოს ჭკუის სიმშვიდე.

კითხვა: ეს ჩემთვის საკვირველია. მე მეჩვენებოდა, რომ სვამი ამბობდა, რომ ჭკუის სიმშვიდე შეიძლება მიღწეულ იქნეს საკუთარ სურვილებთან მუშაობით და მათი თავიდან მოცილებით. ახლა კი სვამი ამბობს, რომ ჩვენ უნდა ველოცოთ მას ჭკუის სიმშვიდის შესახებ!
საი: თქვენ როგორ შეგიძლიათ იყოთ თავისუფალი სურვილებისგან? ახლა ამ მომენტში თქვენ სვამისთან ხართ და თავისუფალი ხართ სურვილებისგან, მაგრამ როგორც კი ავად გახდება თქვენი ცოლი, თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ის გამოჯანმრთელდეს, და თქვენ სვამის თხოვთ გამოაჯანმრთელოს იგი. ნებისმიერ მომენტში შეიძლება წარმოიქმნას სურვილი, და მაშინ სადღა არის ჭკუის სიმშვიდე? იმ დროს როგორც კი ღმერთი თუ უპასუხებს თქვენს ლოცვას ჭკუის სიმშვიდის შესახებ, მან, ამ საჩუქრის მოცემით, ატომატურად უნდა დააკმაყოფილოს ყველა თქვენი საჭიროებები და სურვილები. თავიდან თქვენ გინდათ, რომ სვამიმ გაჩუქოთ თქვენ ძეწკვი, შემდეგ კიდევ რაიმე, მაგალითად, ბეჭედი. ერთიც და მეორეც გაკეთებულია ოქროსგან. რატომ უცბადვე არ ვთხოვოთ ოქრო, და მაშინ ყველაფერი სასურველი გვექნება ჩვენ.

კითხვა: როცა სვამი ამბობს „ჭკუის სიმშვიდე“, ის როგორ მნიშვნელობას აძლევს ამ გამონათქვამს?
საი: აქ პატარა გაუგებრობაა ტერმინოლოგიაში, რადგან ჭკუა როგორც ასეთი არ არსებობს. ჭკუა, ეს არის შედედებული სურვილები, ჭკუის სიმშვიდე – ეს არის ყოველგვარი სურვილების არ არსებობა, ამ მდგომარეობაში არ არის ჭკუა. ჭკუა თითქოსდა ინგრევა. ჭკუის სიმშვიდე სინამდვილეში ნიშნავს შემეცნების სრულ სისუფთავეს. ყველა სხვა პრაქტიკები მიმართულია გულის გასუფთავებაზე (19, გვ.65-66).

* კითხვა: ჭკუის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ტენდენცია დაკავშირებულია გემოვნებით შეგრძნებებთან. ის ბადებს სურვილებს კვლავ და კვლავ ჰქონდეს გემოვნებითი შეგრძნებები. როგორ გადავლახოთ ჭკუის ეს მიდრეკილება?
საი: სხეული მსგავსია ჩირქგროვისა. წყალი გამოიყენება ჭრილობის გასაწმენდად. საკვები – არის წამალი. ტანსაცმელი – სახვევი. თუ სხეულს შევხედავთ ამ სახით, მაშინ მისწრაფება გემოვნებითი შეგრძნებების ქონაზე შემცირდება. მაგრამ ის, რაც მიიღება მხედველობით, სმენით, მეტყველებით – უფრო მეტად მნიშვნელოვანი საკვებია. უხეში საკვები სხეულისთვის მსგავსია ჭის თხრისა. ამავე დროს სუფთა, წმინდა შთაბეჭდილებები, აღქმული გრძნობებით, მსგავსია მაღალი კედლის აღმართვის, რომელიც მიდის ზეცაში. მაღალი კედლის აშენებას უნდა დაეთმოს დიდი ყურადღება.

კითხვა: სხეული მსგავსია ჩირქგროვისა. მაგრამ სვამი ხშირად იყენებს ფრაზას „სხეული – არის ღმერთის ტაძარი“.
საი: სულიერ სამყაროში სხვა არითმეტიკაა. 3-1=1. ხართ თქვენ, სარკე და გამოსახულება. მოაცილეთ სარკე, და დარჩება მხოლოდ ერთი. სიცოცხლე – არის სარკე, სხეული – ანარეკლი. მიემაგრეთ ღმერთს, და იქნება მხოლოდ ერთი – ღმერთი. სხეული – არის ღმერთის ტაძარი. ადამიანის სიცოცხლე – ეს არის წმინდანი, ხუთი გრძნობა – ჭურჭლებია, გამოყენებული რელიგიურ ცერემონიებში. ატმა – ეს არის ღმერთი, ღმერთის სახე. ვერავინ ვერ იტყვის, რომ სხეული – არის ღმერთის ტაძარი, ვიდრე ის მართლაც არ გახდება ასეთად. ყოველი მოქმედება, აზრი, სიტყვა უნდა იყოს ლოცვად ტაძარში. საჭიროა ხუთი გრძნობა მუდმივად გაიწმინდოს და გაპრიალდეს, რათა თაყვანისცემით შეეთავაზოს ლოცვა ღმერთს. როცა მიდიხარ სამუშაოზე, შენ ეუბნები საკუთარ თავს, რომ ყოველი მოქმედება დღის განმავლობაში უნდა იყოს ღმერთის თაყვანისცემა, და ეს იქნება ასე (19, გვ.126-127).